| ქალი და მამაკაცი |

უკვე ოთხი თვეა, ჯენიფერ ლოპესი თავისუფალი ქალის სტატუსით ცხოვრობს. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ მომღერლის ცხოვრებაში კალიფორნიელი მოცეკვავის სახით ახალი მამაკაცი გამოჩნდა. რამდენიმე კვირაა, რაც ვარსკვლავი კასპერ სმარტს ხვდება. გამოცემა Us Weekly-ის თქმით, კასპერი ლოს-ანჟელესის კლუბ Boulevard-ში ცეკვავს. წყვილი ერთად ნიუ იორკში იხილეს იმ დროს, როცა ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, ცნობისმოყვარეთა თვალს დამალვოდნენ. თუმცა, თუ სარწმუნო წყაროს ვენდობით, მათ ურთიერთობას სერიოზულს ვერ ვუწოდებთ. კასპერის პირადი საიტის გაცნობისას აღმოჩნდა, რომ მას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონია მსოფლიო ვარსკვლავებთან, მათ შორის, ბიონსესთან და აწ განსვენებულ მაიკლ ჯექსონთან. ცნობილია, რომ ეს ჯეილოს მოცეკვავით გატაცების პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2001 წლის სექტემბერში ლოპესი თავისი ბალეტის მოცეკვავე ჯადს გაჰყვა ცოლად, მაგრამ მათმა ქორწინებამ მხოლოდ ექვს თვეს გასტანა. ამის შემდეგ მსახიობს ბენ აფლეკი შეუყვარდა. 2002 წელს ისინი დაინიშნნენ, მაგრამ ქორწილამდე საქმე არ მისულა. ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჯენიფერ ლოპესს მარკ ენტონისთან ჰქონდა. წყვილმა ერთად შვიდი წელი გაატარა და ტყუპებიც შეეძინათ. ენტონისთან განშორების შემდეგ ლოპესს 36 წლის მსახიობ ბრედლი კუპერთან რომანს მიაწერდნენ, თუმცა ჯეილომ გადაწყვიტა, ოჯახისთვის მიეხედა და კუპერთან ურთიერთობა შეწყვიტა. ახლა ჟურნალისტები იმაზე მკითხაობენ, რამდენად მყარი იქნება ჯეილოს კავშირი ახალ ბოიფრენდთან.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ქეტრინ ზეტა ჯონსი 'Red'-ის სიკველში ითამაშებს
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
აიშვარია რაის გახდომას აიძულებენ
ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს












ტომ კრუზმა პლასტიკურ ოპერაციებზე ჭორები უარყო 

ლინდსი ლოჰანი ელიზაბეტ ტეილორის როლისთვის უკვე კოსტიუმებს არჩევს
ნაომი უოტსი გოგონაზე ოცნებობს
გვინეტ პელტროუ ცნობილი მხატვრის საყვარელი გახდება
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
მოზარდებმა შეადგინეს საუკეთესო სერიალების ნუსხა
ჯესიკა ალბა ჟურნალში Marie Claire. ივნისი 2012
ცნობილია 'Sin City'-ს გაგრძელების პრემიერის თარიღი
ტელეკომპანია BBC გადაიღებს სერიალს „ქალთა სამოთხე“
ჯეკი ჩანი უარს ამბობს მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობაზე 



















































