asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რისი ეშინია რენე ზელვეგერს?
ბრიჯიტ ჯონსი ბრუნდება
რისი ეშინია რენე ზელვეგერს?

2011-05-22 15:30:24



რომანტიკულმა კომედიამ ‘ბრიჯიტ ჯონსის დღიურმა“ მსოფლიო გაქირავებაში 300 მილიონამდე დოლარი შეაგროვა და უამრავი ქალბატონის უსაყვარლეს ფილმად იქცა. ძალზე წარმატებული იყო აგრეთვე სურათის სიქველიც. ახლა კი, როგორც გაირკვა, ბრიჯიტის თავგადასავლის მესამე ნაწილზე იწყება მუშაობა. სამივე ფილმის გმირი ტიპური ინგლისელია, მაგრამ რეჟისორმა შარონ მაგუაირმა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მთავარ როლზე ამერიკელი მიიწვია. როგორც ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელმა რენე ზელვეგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ფილმში მიწვევა მართლაც დიდი სიურპრიზი გახლდათ, რადგან იცოდა, რომ რეჟისორს მთავარ როლში ბრიტანელი მსახიობის ხილვა სურდა. პრეტენდენტთა შორის კი იყვნენ კეიტ უინსლეტი, ჰელენა-ბონემ-კარტერი, ემილი უოტსონი, რეიჩელ უაისი, თუმცა ვერც ერთ მათგანში შარონმა ბრიჯიტ ჯონსი ვერ ამოიცნო. ძებნა 2 წელიწადს გაგრძელდა, მანამ, სანამ რენემ სტუდიის ზღურბლს არ გადააბიჯა. სწორედ მაშინ მიხვდა რეჟისორი, რომ იპოვა ის, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა, თუმცა მაშინვე გაწბილდა, რადგან რენე გამოკვეთილი ტეხასური აქცენტით ალაპარაკდა. პროდიუსერ ერიკ ფელნერის თქმით, მსახიობს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა საიმისოდ, რომ ნამდვილი ბრიტანელივით ემეტყველა. ფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, გაერისკათ და არც შემცდარან. რაც შეეხება რენე ზელვეგერს, როგორც მსახიობმა აღნიშნა, მას ყველაზე მეტად წონაში დაკლების შიში ჰქონდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: რენე ზელვეგერი
კავშირი ტეგთან: დაბრუნება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online