


| ქალი და მამაკაცი |







ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სამშაბათს სარაევოში დრამის "სისხლისა და თაფლის მხარეში" დახურულ ჩვენებას დაესწრნენ. ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი ხუან ანტონიო სამარანჩის სახელობის ყინულის სასახლეში გაიმართა, რომელიც ასევე 1984 წელს ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობდა.
დარბაზში ხუთი ათასი მაყურებელი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის მსხვერპლთა ასოციაციის წევრები.
"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს თქვენთვის გამეზიარებინა", - სერბულად მიმართა ჯოლიმ დამსწრეებს.
სხვათა შორის, ხუთი ათასი ბილეთიდან ვარსკვლავმა ორი ათას ასი ბილეთის საფასური საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. ანჯელინა ჯოლი ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში.
მისი სარეჟისორო დებიუტიც რთულად შეიძლება, კულტურულ მოვლენად ჩაითვალოს. ფილმში მოთხრობილია სასიყვარულო ისტორია, რომელიც სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება.
სურათი გაჯერებულია ომის ტრაგედიებით, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სცენებს. ანჯელინა ჯოლის ნამუშევარი ობიექტურად არ მიიჩნია სერბულმა მხარემ, რის გამოც ფილმის გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


ქეტრინ ზეტა ჯონსი 'Red'-ის სიკველში ითამაშებს
ვენსან კასელის ბრაზილიური არდადეგები და უცნობი გოგონა
აიშვარია რაის გახდომას აიძულებენ
ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს










ტომ კრუზმა პლასტიკურ ოპერაციებზე ჭორები უარყო
ლინდსი ლოჰანი ელიზაბეტ ტეილორის როლისთვის უკვე კოსტიუმებს არჩევს
ნაომი უოტსი გოგონაზე ოცნებობს
გვინეტ პელტროუ ცნობილი მხატვრის საყვარელი გახდება
ბარ რაფაელს კინოში იღებენ
მოზარდებმა შეადგინეს საუკეთესო სერიალების ნუსხა
ჯესიკა ალბა ჟურნალში Marie Claire. ივნისი 2012
ცნობილია 'Sin City'-ს გაგრძელების პრემიერის თარიღი
ტელეკომპანია BBC გადაიღებს სერიალს „ქალთა სამოთხე“
ჯეკი ჩანი უარს ამბობს მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობაზე 












































































































































































