asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანჯელინა ჯოლის ყოფილმა ქმარმა თავი წამოყო
ის თავიანთი სიყვარულის ისტორიას გადაიღებს
ანჯელინა ჯოლის ყოფილმა ქმარმა თავი წამოყო

2012-02-16 12:22:56



გუშინ ბოსნიაში ანჯელინა ჯოლის სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა,რომელსაც ეწოდება ”სიყვარულისა და თაფლის მხარეში”. ჯოლი შარშან მთელი წლის მანძილზე სურათზე დაუღალავად მუშაობდა და ახლა თავისი შრომის შედეგი მაყურებლის სამსჯავროზე ბრედ პიტთან ერთად წარადგინა, რომელიც ანჯელინას გვერდით წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა. როგორც პრესა იუწყება, პიტი და ჯოლი ძალზე კარგად გრძნობენ თავს ერთად და ოფიციალურად დაქორწინებასაც აპირებენ. თუმცა, წყვილის განწყობა შესაძლოა ანჯელინას ყოფილმა ქმარმა ბილი ბობ ტორნტონმა გააფუჭოს, რომელიც თავისი და ანჯელინას სიყვარულის შესახებ ფილმის გადაღებას აპირებს. მართალია, მთავარი გმირი ჭაბუკია, რომელიც ავტომანქანით მგზავრობისას გზაზე გოგონას გაიცნობს და შემდეგ შეუყვარდება,მაგრამ მათი ისტორიის მიღმა ბილისა და ანჯელინას ურთიერთობა იკითხება. სხვათა შორის,როგორც ტორნტონი აცხადებს, ფილმი ფილოსოფიური ხასიათისაა და ის მაყურებელს ცხოვრების აზრზე დააფიქრებს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online