asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვანესა ხაჯენსმა პარიზი განაცვიფრა
პარიზული პრემიერა
ვანესა ხაჯენსმა პარიზი განაცვიფრა

2012-02-15 12:14:09



მართალია, ვანესა ხაჯენსმა საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ 24 საათი გაატარა, მაგრამ, ამის მიუხედავად, პარიზელების განცვიფრება მაინც მოახერხა. 23 წლის მსახიობს თავისი ბოლო ფილმის ”მოგზაურობა 2: საიდუმლო კუნძული” პარიზულ პრემიერაზე თვალისმომჭრელი ქათქათა კაბა ეცვა და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მისი მუქი წაბლისფერი, მხრებამდე გაშლილი თმა შესანიშნავად ეხამებოდა ალისფერ პომადასა და ნაზ ვერცხლის სამკაულებს. ანსამბლს მაღალქუსლიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ასრულებდა. ვანესა თავის პარტნიორებთან ჯოშ ჰატჩერსონთან და ლუი გუზმანთან ერთად პოზირებდა და ძალიან ბედნიერი და გახარებული ჩანდა. გუშინ კი ვარსკვლავმა მთელი დღე შოპინგს დაუთმო და პარიზის ყველაზე პრესტიჟული მაღაზიები მოიარა. მსახიობს წინ რთული წელი ელის. ის ერთდროულად რამდენიმე ფილმში მიიღებს მონაწილეობას, ერთ-ერთ მათგანში კი სახელწოდებით ”მომეცი სისხლი” მოზარდი ფეხმძიმე გოგონას როლს შეასრულებს, რომელიც სახლიდან გარბის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვანესა ხაჯენსი
კავშირი ტეგთან: პარიზი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online