asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დენიელ რედკლიფი ბავშვების სექსუალურ აღზრდაზე ზრუნავს
მებრძოლი ათეისტი
დენიელ რედკლიფი ბავშვების სექსუალურ აღზრდაზე ზრუნავს

2012-02-14 13:58:46



მსახიობი დენიელ რედკლიფი ქრისტიანულ-იუდეურ ოჯახშია გაზრდილი, მაგრამ მიაჩნია, რომ რელიგია და განათლება ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ვარსკვლავი ფიქრობს, რომ ბავშვებს სკოლაში აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. როგორც ჟურნალ Attitude-ს დენიელმა განუცხადა, რელიგიური ადამიანი არ გახლავთ, მაგრამ, როცა რელიგია კანონმდებლობაზე ზემოქმედებს, მებრძოლი ათეისტი ხდება. რედკლიფის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სულ მცირე ასაკიდან მიიღონ სექსუალური განათლება, რაც მათ მომავალ ცხოვრებას დიდწილად განსაზღვრავს. მსახიობი ცხოველ ინტერესს ამჟღავნებს რელიგიის მიმართ. დიდი ბრიტანეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მან ლიბერალ-დემოკრატებს დაუჭირა მხარი, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ლეიბორისტები უფრო მოსწონს, რადგან, მისი აზრით, ეს პარტია უფრო დემოკრატიულ ფასეულობებს ემყარება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დენიელ რედკლიფი
კავშირი ტეგთან: ბავშვები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online