ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


მხარდაჭერა
სანდრა ბულოკმა რენე ზელვეგერი გაამხნევა, რომელიც შეყვარებულს დაშორდა

2012-02-22 14:31:22



ჰოლივუდის მსახიობმა, ოსკაროსანმა სანდრა ბულოკმა გადაწყვიტა, საკუთარი კოლეგისა და მეგობრისთვის განსაცდელის დროს დახმარების ხელი გაეწოდებინა. საქმე ის გახლავთ, რომ რენე ზელვეგერი თავის შეყვარებულს, აგრეთვე ცნობილ მსახიობ ბრედლი კუპერს დაშორდა. განშორებას რენე ძლიერ განიცდიდა. ამ დროს სანდრამ, რომელმაც გასულ წელს თავადაც განიცადა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მოინდომა, მეგობარი გაემხნევებინა. მათ გადაწყვიტეს, სანდრას სახლში, ნიუ იორკში შეხვედროდნენ ერთმანეთს. ბულოკმა იყიდა პიცა და კოლა, ხოლო რენე მეგობარს სპორტულ სამოსში გამოწყობილი ესტუმრა. სანდრას სახლი რენემ გვიან ღამით დატოვა. ამ დროს ის ბევრად უფრო ხალისიანად გამოიყურებოდა. შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერი ჟურნალმა „ფიფლმა“ 2011 წლის ყველაზე სასურველ მამაკაცად დაასახელა.

კავშირი ტეგთან: რენე ზელვეგერი
კავშირი ტეგთან: ბრედლი კუპერი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს