| ქალი და მამაკაცი |

დღეს, 7 დეკემბერს, ეკლესია წმინდა ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, წმინდა ეკატერინე დაიბადა ალექსანდრიაში, სახელგანთქმულ ოჯახში, გამოირჩეოდა გონიერებით, განსწავლულობითა და სილამაზით. ეკატერინემ განდეგილი ბერი გაიცნო, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გადასცა და უთხრა, ევედრე და დაგეხმარება შენი შესაფერისი საქმროს პოვნაშიო. ღამით ეკატერინემ სიზმარში უცნაური ჩვენება იხილა. ანგელოზებით გარშემორტყმულ ზეციურ დედოფალს ხელთ ყრმა ეპყრა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა. ყრმას პირი მიებრუნებინა ეკატერინესგან და ქალწულმა ვერ შეძლო მისი სახის დანახვა. დედა ღვთისა ევედრებოდა თავის ძეს, ესწავლებინა ეკატერინესთვის, რა უნდა მოემოქმედებინა, რომ მისი სახის ხილვის ღირსი გამხდარიყო, მან კი მიუგო: "წავიდეს განდეგილთან და შეიტყობს მისგან". ეკატერინე მეორე დღესვე გაიქცა ბერთან, მუხლებში ჩაუვარდა და რჩევა ჰკითხა. მაშინ ბერმა უქადაგა მას ქრისტიანობა. ეკატერინემ აშკარად დაინახა ქრისტიანობის უპირატესობა წარმართობასთან შედარებით, ირწმუნა ყოვლადწმიდა სამება და მოინათლა. შინ დაბრუნებული დიდხანს ლოცულობდა უფლის წინაშე. იმ ღამით, ძილში კვლავ იხილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმით ხელში. ახლა ყრმა მოწყალედ უყურებდა ქალწულს. ღვთისმშობელმა ეკატერინეს მარჯვენა ხელი აიღო, ყრმამ კი თითზე ბეჭედი შეაცვა და უთხრა: "ნუ ეძებ მიწიერ სასიძოს". ეკატერინე მიხვდა, რომ ამიერიდან იგი ქრისტეს სასძლო იყო და უდიდესი სიხარულით აღივსო. ამ დღიდან ქალწული სრულიად შეიცვალა, გახდა თავმდაბალი, თვინიერი და მოწყალე. მალე ალექსანდრიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს თანამმართველი მაქსიმიანე ჩამოვიდა და შეკრიბა ხალხი, რათა წარმართული ღვთაებებისთვის თაყვანი ეცათ. წმინდა ეკატერინე უშიშრად წარდგა მეფის წინაშე, დაგმო კერპების თაყვანისცემა და მაქსიმიანეს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა. განრისხებულმა მაქსიმიანემ წმინდანი საპყრობილეში ჩააგდო და ქურუმები მიუჩინა, რომელთაც წმინდა ეკატერინე "გონს უნდა მოეყვანათ". მაგრამ ეკატერინეს სიბრძნის წინაშე ქურუმები უძლურნი აღმოჩნდნენ. საპყრობილეში წმინდანი მაქსიმიანეს მეუღლემ, ავგუსტამ მოინახულა, რომელსაც ეკატერინემ ქრისტიანობა უქადაგა და მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მაქსიმიანემ წმინდანის წამება გადაწყვიტა, მოატანინა ბორბალი, რომელსაც ალესილი დანები ჰქონდა დაკრული და ბრძანა ამ საშინელი იარაღით დაესერათ ეკატერინეს სხეული, მაგრამ დაიწყო თუ არა წამება, ბორბალი გატყდა და ეკატერინე უვნებელი დარჩა. წამებისას ეკატერინეს ავგუსტა გამოესარჩლა, რის გამოც განრისხებულმა მაქსიმიანემ სიკვდილით დასაჯა მეუღლე. მეორე დღეს მეფემ ცოლობა შესთავაზა ეკატერინეს და ყოველგვარ სიკეთეს დაჰპირდა, რაზედაც უარი მიიღო. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, წმინდანისთვის თავი მოეკვეთათ, რაც აღასრულეს კიდეც. ეს მოხდა 304 წელს. მოგვიანებით, წმინდა ეკატერინეს ნაწილები სინას მთაზე მოხვდა, სადაც დღემდეა დასვენებული მისსავე სახელობის მონასტერში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 


















