asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ილია მეორე – ტაძარი არის კარიბჭე სასუფევლისა
საკვირაო ქადაგება
ილია მეორე – ტაძარი არის კარიბჭე სასუფევლისა

2011-12-04 13:23:00



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ ტაძრის მნიშვნელობაზე იქადაგა .
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ტაძარში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს, რომელიც ადამიანს ცვლის. პატრიარქმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობელმა საღმრთო წერილი და ხელსაქმე სწორედ ტაძარში შეისწავლა.
"ტაძრის მადლი მას ცვლიდა და ამაღლებდა. ტაძრის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ეს არის კარიბჭე სასუფევლისა. როცა სამების ტაძრის მშენებლობას ვიწყებდით, მხოლოდ საძირკველი იყო ნაკურთხი და უკვე ისეთი მადლი მოეფინა აქაურობას, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაძარში არის განსაკუთრებული მადლი, რომელიც ცვლის ადამიანს. დღეს ძალიან რთული პერიოდია, დრო, როდესაც სულ სხვანაირად უყურებენ სულიერ ფასეულობას, დრო, როცა ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ და ადამიანი ადამიანისთვის მგელია. იმისთვის, რომ მაცხოვრის მარჯვენა მხარეს იყოს ჩვენი ადგილი, აუცილებელია რწმენა, მტკიცე სარწმუნოება. რწმენას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს", - ბრძანა უწმინდესმა.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა მღვდელი ლევან ჟღენტი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online