| ქალი და მამაკაცი |

”შავი პრინცი" მას ქუთაისელებმა შეარქვეს შავი ტანსაცმლის სიყვარულის გამო. მას შემდეგ თავისი სახელითა და გვარით (აკაკი ბაბუნაშვილი) იშვიათად მოიხსენიებენ. საქართველოში ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ჰიპ–ჰოპს ასრულებდა. საზოგადოების ყურადღებას ხშირად სკანდალებით იქცევდა, სკანდალური იყო მისი ინტერვიუები, სიმღერის ტექსტები და კლიპები. 2 წლის წინ კი მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. რუსეთში წავიდა, სადაც სიმღერებს წერდა. სწორედ იქ დაიწყო ეკლესიაში მსახურება. ფიზიკურად შრომობდა. ამან მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ არა – ყველაფერი. მავნე ჩვევებს დღემდე ებრძვის. აქამდე თუ ნარკოტიკებზე, ქალებსა და ღვინოზე მღეროდა, ახლა სიმღერის ტექსტებიც სხვა აქვს. რეპერი მალე სამშობლოზე, დედის და უფლის სიყვარულზე ამღერდება.
– აკაკი, რა გინდოდათ რუსეთში?
– ჩემს საქმეს ვაკეთებდი, რუსულენოვან სიმღერებს ვწერდი და ეკლესიაში ვმსახურობდი. იქ ქართულ სიმღერებს ნაკლებად უსმენენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა იქაურ ცხოვრებასაა მორგებული. მათ ნაკლებად აინტერესებთ, ქართულად იმღერებ თუ ინგლისურად. ქართული სიმღერებიც ჩავწერე, მაგრამ ყველა აქ წამოვიღე და რადიოებში ტრიალებს.
– რატომ გააკეთეთ არჩევანი მაინცდამაინც რუსეთზე?
– ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა. საქართველოში ჩემი დიდი ხნის მეგობარი იყო ჩამოსული, რომელმაც მოსკოვში წასვლა შემომთავაზა. მეც დავთანხმდი და იქ 2 წელი დავყავი. არალეგალურად ვცხოვრობდი.
– რა დამოკიდებულებას გრძნობდით გარშემომყოფებისგან, იმ გარემოსგან, სადაც ტრიალებდით?
– არალეგალი და თან – ქართველი იქ არავის სჭირდება. ეკლესიაში ვმსახურობდი. მხოლოდ ღმერთი თუ გაგიგებს და მიგიღებს. რუსებს ქართველებთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რა თქმა უნდა, ერთეულებს არ ვგულისხმობ. იქ რომ ჩადიხარ, ფიქრობენ, რომ მათთვის საქმის წართმევა გინდა და არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ბიზნესია თუ მცირე. ბევრი ნიუანსია, რის გამოც ქართველებს ვერ იტანენ. იქ მცხოვრები ქართველები იქაურ, რუსულ ცხოვრებას შეგუებული არიან.
– უარყოფით დამოკიდებულებას რუსი კოლეგებისგან გრძნობდით?
– არა, პირიქით, ვინც ეკლესიაში მიმიყვანა, რუსი რეპერი იყო. ის არ ეწევა, არ სვამს და არ მაიმუნობს. მითხრა, ერთადერთი, ვინც აქ შენ ხელს არ გკრავს, ღმერთიაო.
– გვიამბეთ უფრო დაწვრილებით, რას აკეთებდით ეკლესიაში, როგორ დაგეხმარათ ის?
– კილომეტრებს გავდიოდი, რომ ერთი ეკლესიიდან მეორეში წყალი მიმეტანა. დღის განმავლობაში ათას ლიტრამდე წყალს ვეზიდებოდი. დილით 6 საათზე ვდგებოდი და 1.200 სასანთლეს ვასუფთავებდი, რომ წირვისთვის მზად ყოფილიყო. როცა თავისუფალი დრო მქონდა, სტუდიაში ჩემს რუს მეგობარ რეპერთან ერთად შევდიოდი და სიმღერებზე ვმუშაობდი.
– ეკლესიის წიაღში ყოფნამ როგორ იმოქმედა თქვენზე, რას ამჩნევთ საკუთარ თავს?
– მოთმინება, ნებისყოფა გამიძლიერდა. შორსმჭვრეტელობა ვისწავლე, გამიძლიერდა რწმენა იმისა, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. გავაცნობერე, რომ ყველაფრის მიუხედავად, სხვას ისე უნდა მოვექცე, როგორც მე მინდა, რომ მომექცნენ.
– აქამდე როგორ ცხოვრობდით?
– როგორც სხვა მექცეოდა, მეც ისე ვექცეოდი მას.
– არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ყველაფერს იმიტომ ხომ არ აკეთებდით, რომ ეკლესია თქვენი თავშესაფარი იყო და იძულებული იყავით, ასე მოქცეულიყავით?
– თავიდან ვფიქრობდი, ეკლესიაში იმიტომ მივედი, რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ დაახლოებით 6 თვეში მივხვდი, რომ ამ ყველაფერს იძულების გამო კი არ ვაკეთებდი, მსიამოვნებდა. ძალიან მიხარია, ყველაფერი ასე რომ მოხდა.
– თქვენი სიმღერები ძირითადად ნარკოტიკებზე, გართობასა და სექსზე იყო. ახლა მათი თემები შეიცვლება?
– ნარკოტიკზე, სექსსა და ნეგატიურ მოტივებზე სიმღერები მოძველდა. ახლა პოზიტიურ ტექსტებს ვწერ, სამშობლოზე, დედაზე... ნარკოტიკს არ ვახსენებ და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა, მათზეც ნაკლებად ვსაუბრობ. ვრეპავ, რომ ყველაფერი კარგადაა; რომ გაჭირვებულმა ცხოვრებამ ვერ შეგვცვალა, ურთიერთობები ვერ დაგვინგრია და ა.შ.
– აღარ სვამთ და აღარ ეწევით?
– აქ რომ ჩამოვედი, ისევ დავიწყე. იქ არც ვსვამდი, არც ვეწეოდი. აქ დალევა მომიწია, ქართველ ხალხში ვარ, ქართველი კი ღვინის გარეშე როგორ იარსებებს?! რუსეთში მთლიანად ეკლესიას ვეკუთვნოდი. ეკლესია მაძლევდა იმის საშუალებას, ჩამეცვა, მეჭამა, დამეძინა და დამესვენა. აქ ჩემს თავს მე უნდა მივხედო, მე ჩავიცვა, მე დავიხურო, ვიმუშაო. ამის საშუალებას ეკლესია აქაც იძლევა, მაგრამ არ მინდა, მთლიანად ეკლესიურ ცხოვრებაში გადავერთო და პროფესია მივატოვო.
– ისევ დადიხართ ეკლესიაში?
– კი, დავდივარ და თან – ყოველდღე. არ არსებობს, აუცილებელი ლოცვები არ ვთქვა. ჩემებური ურთიერთობა მაქვს ღმერთთან, შევალ ჩემს ოთახში, ჩავიკეტები და ღმერთს ვესაუბრები. როცა ველაპარაკები, პასუხებსაც მცემს.
ეკა ლემონჯავა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































































