asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ილია მეორე კიდევ 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა
მონათვლა
ილია მეორე კიდევ 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა

2011-11-27 20:36:00



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა მე-20 საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
წმ. მოციქულ ფილიპეს ხსენების დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 560 ჩვილი გახდა. ნათლობის ბოლოს ტაძარში უწმინდესი მიბრძანდა და ნათლულები დალოცა.
"დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. დღეს ღვთის განგებით კიდევ 500-ზე მეტი ბავშვი მოინათლა და უკვე 10 ათასზე მეტი ბავშვია ჩემი ნათლული. მე ვმადლობ უფალს ამ დიდი წყალობისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნათლულების მშობლებსაც მიმართა და ურჩია, იზრუნონ იმაზე, რომ მათი შვილები სასახელო მამულიშვილები გაიზარდონ.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კეთილად აღვზარდოთ ჩვენი შვილები. უპირველესად, უნდა ვასწავლოთ რწმენა, კეთილი საქმეების კეთება, მოყვასის სიყვარული, მივცეთ განათლება და ეს ყველაფერი შეუწყობს ხელს იმას, რომ ისინი იყვნენ ბედნიერები. ბედნიერების მიღწევას ადამიანი იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის პატივს სცემს მამასა და დედასა მისსას. დავლოცავ ჩემს ნათლულებს – ღმერთმა დალოცოთ, ღმერთმა კეთილად აღზარდონ და თავდადებული მამულიშვილები აღიზარდონ", - აღნიშნა უწმინდესმა ქადაგებისას.
ახლად მონათლულებმა უწმინდესისგან საჩუქრად სანთლები და სახარება მიიღეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მე-3 და მომდევნო შვილებს უკვე მესამე წელია ნათლავს. ჩვილთა პირველი ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. ამ დროისთვის უწმინდესი უკვე 10 ათასზე მეტი ბავშვის ნათლიაა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online