asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ილია მეორე ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში, წირვას აღავლენს
წირვა
ილია მეორე ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში, წირვას აღავლენს

2012-02-19 18:34:00



ისრაელში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში ხვალ წირვას აღავლენს .
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ვიზიტის პროგრამის მიხედვით, ხვალვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერსაც მოილოცავს და ინახულებს მთას, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია.
21 თებერვალს კი საქართველოს პატრიარქი შეხვდება მთავარ რაბინებს; მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება იერუსალიმიდან ქალაქ ლოდში, წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც წმინდა გიორგის საფლავს მოილოცავენ და სავედრებელ პარაკლისს შეასრულებენ.
22 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქალაქ ხოლონში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება.
23 თებერვალს, ილია მეორე ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს რეუვენ (რუბი) რივლინს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია სიონის წმინდა მთაზე გაემგზავრება და წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს მოილოცავს.
იმავე დღეს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც იად ვაშემის მუზეუმს დაათვალიერებს. შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს შეხვდება.
24 თებერვალს, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია წმინდა გერასიმეს მონასტერს მოილოცავს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და მდინარე იორდანესთან ილოცებენ; მოილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად, წმინდა მიწის მოსალოცად 16 თებერვალს გაემგზავრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში 25 თებერვალს დაბრუნდება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online