asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს
მოხსენიება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს

2012-02-18 10:38:00



ხორციელის შაბათს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებს. ტაძრებში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად საღმრთო ლიტურგია შესრულდება , რომლის შემდეგაც, მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.
ხვალ კი, ხორციელის კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს.
საპატრიარქის ინფორმაციით, 19 თებერვალს, ისრაელში ვიზიტით მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ღამისთევის ლოცვას მაცხოვრის საფლავზე აღავლენს.
დიდმარხვის დაწყებამდე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, რომლის წინაშეც ყველას მოუწევს წარდგომა. საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ.
ხვალ ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც, მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ.
საეკლესიო კალენდრით, ხორციელის კვირას შემდეგ ყველიერის კვირა მოსდევს, რომლის დროსაც ეკლესიური ადამიანები კვირის განმავლობაში მხოლოდ რძის პროდუქტებს მიიღებენ.
წელს დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყება და 15 აპრილს, უფლის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online