


| ქალი და მამაკაცი |







სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ ერთი კვირით ისრაელში მიბრძანდება. ამის შესახებ უწმინდესმა დღეს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ ბრძანა, რომ იერუსალიმში წასაღებად უკვე შეგროვდა დიდი რაოდენობით მოსახსენებლები. პატრიარქი შეპირდა მრევლს, რომ ამ დღეებში შეეცდებიან, ყველა მოსახსენიებელი მოიხსენიონ. უწმინდესმა ასევე მიმართა მრევლს და ითხოვა ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგების დროს ასევე მირქმის დღესასწაულზე ისაუბრა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ეს არის ადამიანის და ღმერთის შეხვედრა. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ სამების ტაძარში წირვის დროს დაბრძანებული იყო ღვთისმშლობის ხატი, რომელსაც მირონი ორი თვეა სდის. უწმინდესმა ბრძანა, რომ ამ სასწაულის ახსნა შეუძლებელია გონებიათვის და რომ ეს არის უფლის მოწყალება და სიყვარული ჩვენს მიმართ.
პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ საქართველოს არაფერი გაუჭირდება და უფალი გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან.
ქადაგების დროს უწმიდნესმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ამპარტავნება, გაუტანლობა, მკაცრი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, რომლებიც შეცდომილი არიან.
"როცა ხედავ შეცდომილ ადამიანს, უნდა შენი თავი დააყენო იმის ადგილზე. დღეს რომ განიკითხავ რომელიმე ცოდვას, შეიძლება ხვალ შენ იყო იგივე ცოდვაში ჩავარდნილი", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება










დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 


















































































































































































