asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სამების ტაძარში მირონმდინარე ხატია დაბრძანებული
მირონმდინარე ხატი
სამების ტაძარში მირონმდინარე ხატია დაბრძანებული

2012-02-15 11:18:00



ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.
სამების ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმთრო ლიტურღია სრულდება; წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.
ტაძარში მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი მოაბრძანეს, რომლის შესახებაც უწმინდესმა მრევლს წირვის დაწყებამდე მცირე ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ერთ-ერთ ოჯახში იყო და მირონდენა იანვრის თვეში დაეწყო. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ეს ფაქტი მეტყველებს, რომ მას ვერავითარი ძალა ვერ ავნებს. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ მირონმდინარე ხატი შუა ტაძარში იქნება დაბრძანებული და წირვის განმავლობაში მლოცველებს მასზე მთხვევა შეეძლებათ.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღეს აღნიშნავს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ჩვილი იესო ტაძარში მიიყვანეს. იუდეველთა ტრადიციით ყოველი პირველი ყრმა მეორმოცე დღეს ტაძარში მიჰყავდათ და ღმერთს შესაწირს წირავდნენ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online