asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება
ზეიმი
დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება

2012-02-08 12:09:00



დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნება. ამ დღეს განსაკუთრებულად გელათის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნავენ, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული.
დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტარტემ საზეიმო წირვა აღავლინა, მანამდე კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებაში ჩოხოსნებიც მონაწილეობდნენ.
საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.
დღესვე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, ხოლო საღამოს ოპერის სახელმწიფო თეატრში და მუსიკალურ დარბაზში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლისა და საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი უშიკიშვილის ერთობლივი კონცერტია დაგეგმილი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქუთაისი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online