asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
ხსენება
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

2012-02-08 08:00:00



   დღეს, 8 თებერვალს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.

დავით მეოთხე (1089-1125) სატახტო ქალაქ ქუთაისში 1073 წელს დაიბადა. იგი 16 წლის ასაკში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ტახტზე ავიდა. დავითის დროს დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა. მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. მან თურქ-სელჩუკებისგან დარბეული ქვეყანა აღადგინა და დიდგორის ომში ისინი დაამარცხა.

დავითის სახელს უკავშირდება გელათის ტაძრის მშენებლობა. მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გელათის აკადემია. დავით მეფემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაში. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი".

მადლიერმა ქართველმა ერმა მეფეს აღმაშენებელი უწოდა.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online