asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსეთის საპატრიარქო: აფხაზური ეკლესია საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს
მოსკოვი სოხუმში დესპანს აგზავნის
რუსეთის საპატრიარქო: აფხაზური ეკლესია საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს

2012-02-06 00:18:36



რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთში შექმნილი საეკლესიო დაპირისპირებით შეშფოთებულია. ვითარების მოსაგვარებლად საპატრიარქო სოხუმში მიტროპოლიტ ილარიონს აგზავნის. ილარიონი რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას ხელმძღვანელობს.

აფხაზი დეპუტატის ბატალ კობახიას ინფორმაციით, მიტროპოლიტი ილარიონი სოხუმს სავარაუდოდ 10 თებერვალს ეწვევა. ის დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდება.

აფხაზი დეპუტატის თქმით, გასულ წელს მიტროპოლიტი ილარიონი უკვე შეხვედრია დოროთეი დბარს. დბარს კი ამ შეხვედრის დეტალები გაუმჟღავნებია.

_ ილარიონი მიიჩნევს, რომ აფხაზური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს, _ წერს აფხაზი დეპუტატი.

ცნობისათვის, დოროთეი დბარი თავის თანამოაზრეებთან ერთად იანვრის თვეში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა და აფხაზური ეკლესიის აღიარება ითხოვა. 3 თებერვალს კი სოხუმში დიდი სახალხო შეკრება გამართეს. იმ კრებამ აღიარება უკვე რუსეთის საპატრიარქოს სთხოვა. 

ასეტი ტხოვნით რუსეთის საპატრიარქოს 2009 წელს ნესარიონ აპლიამაც მიმართა. ეს უკანასკნელი აფხაზური ეკლესიის წინამძღოლია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online