| ქალი და მამაკაცი |

დღეს სოხუმის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანზე აფხაზური ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდამჭერი სახალხო შეკრება გაიმართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეკრების მონაწილეებმა მიმართვა მიიღეს რომელშიც ნათქვამია:
"სახალხო კრება მთლიანად უჭერს მხარს აფხაზეთში ამჟამად არსებული მართლმადიდებურ ეკლესიის გამოყოფას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან. ამას გარდა, სახალხო კრება მადლობას უხდის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას დახმარებისათვის, რომელიც მან აფხაზეთს 1992-1993 წლის კონფლიქტის დროს გაუწია. ამას გარდა, სახალხო კრების მონაწილეები მადლობას უხდიან მსოფლიო პატრიარქს იმისათვის, რომ მან აფხაზი სასულიერო პირები მიიღო. "სახალხო კრება დიდად აფასებს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის დაწყების შესაძლებლობას, რომლის გზაც აფხაზური ეკლესიისათვის დედა-ეკლესიის კონსტანტინოპოლის პატრიარქატზე გადის", _ ნათქვამია მიმართვაში.
სახალხო კრება მხარს უჭერს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო აფხაზური სახელმწიფოებრიობის საფუძველი.", _ ნათქვამია მიმართვაში.
"მძიმე წლებში რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას არ დაუტოვებია აფხაზი ხალხი სულიერი მფარველობის გარეშე. სახალხო კრება გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია გაგებით მოეკიდება აფხაზური მართლმადიდებლობის გამყარებას, რაც საქართველოს ეკლესიისგან აუცილებელ გამოყოფაში გამოიხატება", _ ნათქვამია სახალხო კრების მიმართვაში და იქვე აღნიშნულია, რომ სახალხო კრების მონაწილეები მხარს უჭერენ აფხაზეთის ე.წ. წმინდა მიტროპოლიის მიერ ახალ ათონში მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































































