asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შოთა უტიაშვილი მღვდელმონაზონ იონას საკითხის გარკვევას გალის შეხვედრაზე შეეცდება
აფხაზები გამოსასყიდს ითხოვენ
შოთა უტიაშვილი მღვდელმონაზონ იონას საკითხის გარკვევას გალის შეხვედრაზე შეეცდება

2012-01-31 09:12:00



შსს-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი მღვდელმონაზონ იონას საკითხის გარკვევას დღეს, გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე შეეცდება . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შოთა უტიაშვილმა განუცხადა. როგორც მან განმარტა, მღვდელმონაზონთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები შეხვედრის შემდეგ ეცოდინება.
მღვდელმონაზონი იონა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს, აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზები გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვენ. არსებული ცნობით, მღვდელმონაზონი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ილორის ტაძრისთვის ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შოთა უტიაშვილი
კავშირი ტეგთან: უტიაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online