asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლაგოდეხის ნაკრძალში მე-9 საუკუნის ეკლესია ნადგურდება
პრობლემა
ლაგოდეხის ნაკრძალში მე-9 საუკუნის ეკლესია ნადგურდება

2012-01-25 12:46:00



  ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში მე-9 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესია ნადგურდება. შემორჩენილია მხოლოდ შუა ნავის ჩრდილო კედელი, დასავლეთისა და სამხრეთის კედლების ნაწილები, აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთის მცირე ეკლესიის მინაშენის ნანგრევები.

„მონასტერი მართლაც ცუდ მდგომარეობაშია, სახურავი მთლიანად ჩამონგრეული აქვს, შემორჩენილი კედლები კი დაბზარულია. მონასტერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება. ლაგოდეხის რაიონში არსებული ყველა ეკლესიის მონაცემები, რომლებსაც რესტავრაცია სჭირდება, 2011 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადავუგზავნეთ. წინასწარ ვერ გეტყვით სააგენტო ლაგოდეხში რომელი ეკლესიების სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს. ამ ინფორმაციას სააგენტო მომავალში შეგვატყობინებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების სპეციალისტმა აკაკი მჭედლიშვილმა.

 

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლაგოდეხი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online