asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ილია მეორე - ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას
ახალი წლის პარაკლისი
ილია მეორე - ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას

2012-01-14 13:21:00



ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ახალი წლის პარაკლისი გადაიხადა .
პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების შესახებ ისაუბრა.
უწმინდესმა შესთხოვა უფალს, ახალი წელი ქვეყნისთვის იყოს მშვიდობიანი, უხვი, ბედნიერი, ისეთი, როდესაც გაერთიანება საქართველო. პატრიარქმა ქადაგების დროს ბრძანა, რომ ყოველი ადამიანი ახალ წელს იმედით უყურებს. აღნიშნა, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი და ჯვრის ძალა გადაგვარჩენს ჩვენ. პატრიარქმა ასევე ბრძანა, რომ ადამიანები ხშირად უსურვებენ ერთმანეთს ბედნიერებას, ბედნიერება კი არის უფალთან სიახლოვე.
"ადამიანი რეალურად უნდა უყურებდეს ცხოვრებას. ზოგიერთს ჰგონია, რომ ამ ცხოვრებაში სულ ბედნიერი და გახარებული უნდა იყოს. ადამიანის ცხოვრება კი არის გამოცდა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა შესთხოვა უფალს "ნუ შეგვიყვანს განსაცდელში, არამედ გვიხსნას ჩვენ ბოროტისაგან". უწმინდესმა ასევე ითხოვა უფლისგან, იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაცდელი აქვთ, იმყოფებიან საპყრობილეში, საავადმყოფოებსა თუ სახლებში, გაათავისუფლონ ისინი ამ განსაცდელისაგან და მისცეს მათ და მთელ საქართველოს სიხარული.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online