| ქალი და მამაკაცი |

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურებთან ერთად წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა.
"ამდენი წმინდანი არ ჰყავს არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ეკლესიას და ეს წმინდანები არიან ზეციური მხედრიონი, რომელიც იცავს და იფარავს ჩვენს ქვეყანას", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია II-მ ანდრია პირველწოდებულის შესახებ ისაუბრა; როგორც პატრიარქმა ბრძანა, მოციქული ანდრია პირველწოდებული იყო პეტრე მოციქულის ძმა და ისინი იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, შემდეგ პეტრე და ანდრია გახდნენ იესო ქრისტეს მოწაფეები. უწმინდესის თქმით, წმინდა ანდრია პირველწოდებული არის პირველი სახარების მქადაგებელი საქართველოში.
"ძალიან მძიმე იყო მისი დასასრული. იგი გააკრეს ჯვარზე. მან ჯვარცმამდე მთელი შავი ზღვის სანაპიროზე იქადაგა. ანდრია პირველწოდებული ჩვენი პირველი განმანათლებელია და ჩვენ თაყვანს ვცემთ მის ღვაწლს", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ისაუბრა ასევე მეფე ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვახტანგ გორგასალი იყო დიდი წმინდანი და მის დროს V საუკუნეში საქართველოს ეკლესიამ ანტიოქიის კრების დადგენილებით და ანტიოქიის პატრიარქის ბრძანებით ავტოკეფალია მიიღო. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ვახტანგ გორგასლის დროს იყო ნაკურთხი პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომელსაც ჰყავდა მეგობარი სამუელი და პეტრეს გარდაცვალების შემდეგ სამუელი გახდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ვახტანგ გორგასალთან და ანდრია პირველწოდებულთან ერთად პატრიარქების პეტრესა და საუელის ხსენების დღეც აღინიშნება.
ილია მეორეს თქმით, დღევანდელი დღესასწაული უნდა აღინიშნებოდეს მცხეთაში, რადგან ვახტანგ გორგასლის დროს მცხეთა იყო საქართველოს დედაქალაქი და ვახტანგ მეფე პირველ კათოლიკოსებთან ერთად სწორედ მცხეთაში არიან დაკრძალული. პატრიარქის თქმით, მომავალ წელს ეს დღესასწაული მცხეთაში აღინიშნება.
უწმინდესმა ასევე დღევანდელ ქადაგებაში აღნიშნა, რომ 24 დეკემბერს დასრულდება უნიკალურ ხატზე მუშაობა, რომელიც შემოწირული ძვირფასეულობით გაკეთდა. პატრიარქის თქმით, 24 დეკემბერს ხატს საპატრიარქოთან სიონში გადააბრძანებენ, ამის შემდეგ სიონში პარაკლისი აღევლინება და სიონიდან ხატს ხელით გადმოასვენებენ სამების ტაძარში.
"ამ ხატს ჩვენ დავარქვით საქართველოს იმედი", - ბრძანა პატრიარქმა.
დღესვე უწმინდესმა მღვდელმონაზვნები ანდრია სილაგაძე და ანდრია ალადაშვილი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 





































































































