asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს
ზეიმი
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულისა და ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს

2011-12-13 09:25:00



წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სადღესასწაულო წირვას სამების საპატრიარქო ტაძარში შეასრულებს.
წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი V-VI საუკუნეებში მეფობდა. მისი მეფობის დროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მართლმადიდებელი ეკლესი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online