| ქალი და მამაკაცი |

"ქართული წყლის" უკან "რაოესი" დგას
"ქართული წყლის" უკან "რაოესი" დგას
თბილისის წყლის მფლობელი კერძო კომპანიის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან თბილისელები ერთ სულ მოსახლეზე 2 ლარი და 40 თეთრის ნაცვლად, 3 ლარსა და 15 თეთრს გადაიხდიან. ქალაქის მერიამ, კერძოდ კი, გიგი უგულავამ "მოახერხა" და ტარიფი მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის გაიზრდება, ვისაც წყალი გრაფიკით არ მიეწოდება. სემეკის თავჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა კი, ტარიფების გაზრდა კერძო კომპანიის მხრიდან იმით გაამართლა, რომ მათ თანხები, დანარჩენი აბონენტების წყლით სრულყოფილად მომარაგებისა და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად, ესაჭიროებათ. რამ გამოიწვია წყალზე ტარიფის გაზრდა, თუ შეისწავლა ენერგო–მარეგულირებელმა კომისიამ "ქართული წყლის" ახალ მფლობელთან დადებული 5 წლიანი ხელშეკრულება და შეახსენა თუ არა მას, რომ დოკუმენტი ტარიფის სტაბილურობას გვპირდებოდა.
"გუმბათმა" ენერგო–მარეგულირებელ კომპანიას მიმართა, მაგრამ როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვითხრა, ენერგო–მარეგულირებელ კომისიას ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც დოკუმენტთან აქვთ სხვა რაიმე კავშირი.
– იყო თუ არა მარეგულირებელი კომისია ვალდებული გადაეხედა არსებული დოკუმენტის საჭირო პუნქტები და ჰქონდა თუ არა მას უფლება გაეპროტესტებინა კერძო კომპანიის გადაწყვეტილება, – ამ კითხვით "ახალი მემარჯვენეების" წევრ მანანა ნაჭყებიას მივმართეთ.
– ცხადია, მარეგულირებელი კომისია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მონოპოლიები გარკვეულწილად შეზღუდოს და მათ არ მისცეს საშუალება, რომ ისარგებლონ თავიანთი ბუნებრივი მონოპოლიური მდგომარეობით. ჩვენ გაგვაჩნდა დოკუმენტი, პრეზიდენტის განკარგულების სახით, რის საფუძველზეც მათ შეეძლოთ მიეთითებინათ, დაეცვა კერძო კომპანიას იქ გათვალიწინებული პუნქტები, ტარიფის სტაბილურობასთან დაკავშირებით.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთა ეს მარეგულირებელმა კომისიამ?
– ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ასეთი კომპანიების უკან სხვები დგანან. პრაქტიკულად, კერძო კომპანიებმა შეასრულეს ხელისუფლების დაკვეთა. და თუ ისინი ერთად არ არიან, რატომ მოხდა ისე, რომ სახელმწიფო, კერძო კომპანიის, რომელსაც საკუთარი ბაზა და საფინანსო გეგმა აქვს, ამოსაღებ თანხებზე თავად ზრუნავს. კერძო კომპანიები არიან ხელისუფლების მიერ ხელდასმულნი (ვგულისხმობ, გახარჯული ელექტროენერგიისა და წყლის ერთობლივ ქვითარს, რის მიხედვითაც, თუ ერთს არ გადაიხდი ორივეს გაგითიშავენ). გაყიდვების, ტენდერების დროს, დაშვებულია კომპანიების მიმართ გარკვეული შეღავათები, რომელიც მათ აიძულებს შემდეგ ხელისუფლების ინტერესები და დაკვეთა გაიზიარონ. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას, ძალიან ადვილად შეუძლია, მათზე ზეგავლენა მოახდინოს და პირიქით, ისინიც ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ისე ზრდიან ტარიფებს, როგორც მათ გაუხარდებათ. ეს ყველაფერი კი ხდება ხალხის ხარჯზე. წყლის ტარიფი ისედაც ძალიან ძვირი იყო, ნამდვილად არარეალური. ამის ექსპერტული გათვლები არსებობს და ეს თანხა ნამდვილად არ უჯდებოდა კომპანიას თითო სულ მოსახლეზე. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ტარიფების გაზრდა დედაქალაქის გარდა, მალე, დარწმუნებული ვარ, მოხდება რეგიონებშიც. ეს გახლავთ, პირდაპირ კანონის დაღვევა. სანამ ხელისუფლება წყალს გაყიდდა, მუდმივად აპიარებდა თემას, რომ წყალზე ტარიფი უცვლელი დარჩებოდა ანუ 2014 წლამდე ტარიფს არ უნდა გადაეჭარბებინა 2,40 ლარისთვის. რეალურად ამ კომპანიამ დაარღვია პრეზიდენტის განკარგულებაში გათვალისწინებული პირობები. ნაცვლად არსებული ტარიფისა, მივიღეთ 3 ლარი და 15 თეთრი.
– თქვენ გააკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ წყლის მფლობელი კომპანიის უკან რუსული ძალა დგას, რა საფუძველი აქვს ამ განცხადებას?
– მე ამას ვაცხადებ სრულიად საფუძვლიანად. თბილისის წყლის გაყიდვის პროცესი იყო ძალიან არაგამჭვირვალე. როდესაც რამდენიმე ძალიან მსხვილი და მსოფლიოში ცნობილი კომპანიების ნაცვლად, რომელთაც ფინანსებიც ჰქონდათ და ასევე შეეძლოთ სერიოზული ინვესტიციების ჩადება, რატომღაც, სატენდერო კომისიამ აირჩია "მალტიპლექს სოლუსშენსი". ტენდერი 2007 წელს ჩატარდა და ეს კომპანია კი, მხოლოდ 2005 წელს იყო დაფუძნებული და არც თავისი კაპიტალის საწესდებო სიდიდით გამოირჩეოდა. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები და შემდეგ უკვე გაირკვა, რომ წყლის მფლობელი ორგანიზაცია იყო არა თავიდან დასახელებული შვეიცარული ორგანიზაცია, არამედ "მალტიპლექს ენერჯი ლიმიტიდი", რომლის დამფუძნებლებიც არიან სწორედ რუსული ორგანიზაციები.
– თუ აპირებთ წყლის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საკითხი საკრებულოს სხდომაზე დააყენოთ და არის თუ არა შესაძლებელი წყლის ტარიფი ისევ გაიაფდეს?
– ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გაპროტესტებას. ჩვენი წარმომადგენელი საკრებულოში ბატონი დავით საგანელიძე წყლის გაძვირებასთან ერთად, გააპროტესტებს ტრანსპორტზე ფასების გაზრდასაც. რაც შეეხება შედეგიანობას, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზაცია თუ არასამთავრობოები გააპროტესტებს ამას, მით მეტად არის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. ასევე ვაპირებთ, თბილისის 25 დეპუტატის საკითხის დაყენებას, რომელთაც მოსახლეობას მისცეს წინასაარჩევნო დაპირებები, რომ ისინი იქნებოდნენ მათი ინტერესების დამცველნი. დღეს, ისინი, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან თავიანთი ამომრჩევლის ინტერესები. ეს თავიდან ბოლომდე არის იმ 25 მაჟორიტარი დებუტატის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც თბილისელებმა Óდაუჭირეს მხარი.
888
მიუხედავად იმისა, რომ წყალზე ტარიფი კერძო კომპანიამ გააძვირა, საზოგადოების ნაწილი ქრისტიან–დემოკრატებს გაუნაწყენდა. მათმა ამომრჩეველებმაც და სხვა მოქალაქეებმაც, დაპირებული უფასო წყლის მოლოდინში, გაძვირებული ტარიფი მიიღეს. თუ რა შეუძლიათ მათ საკრებულოში და რა ძალა ექნება რეალურად მათ ინიციატივას, ამის თაობაზე ახალგაზრდა ქრისტიან–დემოკრატების თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას ვესაუბრეთ.
– თქვენ პირდებოდით ამომრჩეველს უფასო წყალს. როგორ აპირებთ უმცირესობით საკრებულოში ამ საკითხის გატანას?
– ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, რაოდენობას აქვს აზრი და არა ხარისხს. ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი, რაც შესაძლებელია. რაოდენობრივად ოპოზიცია წამგებიან მდგომარეობაშია. ქრისტიან–დემოკრატები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, გამოვიყენებთ ყველა დაშვებულ ფორმას დაწყებული სამართლებრივი დავით, პოლიტიკური კონსულტაციებით დამთავრებული. დაახლოებით ერთი კვირის წინ, გავმართეთ გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციები. ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისგან ჩვენს ინიციატივებზე მსჯელობის გაგრძელების პირობა. კიდევ ერთი გამოსავალი გახლავთ სახალხო აქციები. მასში ჩვენ ვგულისხმობთ ფართო მასშტაბიან აქციას, რომელიც დაუკავშირდება ხელმოწერების შეგროვებას. რაც შეეხება, უშუალოდ წყლის ახალ ტარიფს, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და უსაფუძვლო, სრულიად რეალურია და შესაძლებელია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მოსახლეობისთვის წყალი იყოს უფასო. ჩვენ ამის რესურსები რეალურად მოგვეპოვება. რა თქმა უნდა, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომელიც წყალს მოიხმარს საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და არ კომპანიებზე.
888
რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც "ქართული წყლის" გასაიდუმლოებულ ისტორიაზე პირველი განცხადებები გააკეთა. რა დეტალურ ინფორმაციას ფლობს ის აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით და რატომ ითხოვდა დიფერენცირებული ტარიფის დაწესებას.
თინა ხიდაშელი:
– როდესაც გაიყიდა თბილისის წყალი, გაყიდვის პირობების ორი მიზეზი იყო დასახელებული – გავყიდეთ მაღალ ფასად და იქნებოდა დაბალი გადასახადი. ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც ტენდერში მონაწილეობდა, 120 მილიონი შესთავაზა სახელმწიფოს და რამდენიმე სხვა კომპანიამ კიდევ უფრო დიდი თანხები, მაგრამ მაშინ ახვლედიანმა, რატომღაც ჩათვალა, რომ 120 მილიონი ნაკლებია 85 მილიონზე და ამ თანხად გაყიდა "თბილისის წყალი". ამ დროს, ეს 85 მილიონიც არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. დოკუმენტურად მითითებულია, რომ თბილისის წყალი გაიყიდა მხოლოდ 70 მილიონად. დოკუმენტში გაურკვეველი იყო თუ რა ფორმით და როგორ უნდა მიგვეღო დანარჩენი 15 მილიონი. თავიდან, როდესაც თბილისის წყალი იყიდებოდა, ამის თაობაზე რაიმე დოკუმენტის მოპოვება იყო შეუძლებელი, შესაბამისად, ეჭვები ბუნებრივად არსებობდა "ქართული წყლის" ახალ მფლობელთან დაკავშირებით. მე როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით ჩავატარე პირველი ბრიფინგი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემს ხელთ მოხვდა უამრავი დოკუმენტი და თუ ბოლომდე, ქრონოლოგიურად მივყვებით მოვლენებს, თუ როგორ და რა ვითარებებში გასხვისდა წყალი, შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული წყლის" მფლობელი კომპანიის უკან დგას, რუსული "რაოესი". რაც შეეხება, ტარიფებს მე თავიდანვე ვითხოვდი დიფერენციაციას და ტენდერში მონაწილე სხვა მსხვილი კომპანიები, დედაქალაქს მაღალ ინვესტიციებთან ერთად, სთავაზობდნენ სწორედ დანაწევრებულ ტარიფებს და ეს სრულიად მისაღები მიდგომა იყო. თბილისის ყველა მაცხოვრებელი ერთნაირად არ უნდა იხდიდეს წყლის ტარიფს, განსხვავება უნდა ყოფილიყო გადასახადში.
– ახალი გადაწყვეტილებით, სწორედ დიფერენციაცია მოხდა და წყლის გადასახადი გაძვირდა მხოლოდ იმ ოჯახებზე, ვისაც გრაფიკით არ მიეწოდება წყალი?
– ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო ტარიფების გაზრდის ხარჯზე. გვეუბნებიან, რომ ღირებულება არის მაღალი და აქედან გამომდინარე, გაძვირდა ტარიფიც, საინტერესოა, საიდან ითვლიან ამ ღირებულებას.
– პრეზიდენტის განკარგულება, რომელიც 2007 წელს იქნა მიღებული, გულისხმობდა, რომ არ 2014 წლამდე არ გაიზრდებოდა ტარიფები?
– პრეზიდენტს არავინ ეკითხება ფასის დადგენას ქვეყანაში. ეს ჰგავს საბჭოთა კავშირის სისტემას, როცა ეკონომიკა იყო ცენტრალიზებული. როცა პარტიის პირველი მდივანი ადგენდა პურის ფასსაც და სხვას. ეს არ გახლავთ პრეზიდენტის კომპეტენცია და უფლებამოსილება. თუმცა, დოკუმენტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არსებობს და სწორედ 2014 წლამდე უცვლელ ტარიფს გულისხმობს. რაც, ამ შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული და ეს გახლავთ სწორედ კანონდარღვევა.
ანა ქარდავა

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 

.jpg)