| ქალი და მამაკაცი |

"ოპოზიციას ხელისუფლების შურს"
გიგი წერეთელი: "ოპოზიციას ხელისუფლების შურს"
რუსეთი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დალაპარაკებას არ აპირებს, თუმცა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას, ცალმხრივი პირობა დადო, რომ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობს. მან თავის რუს კოლეგას, დიმიტრი მედვედევს თბილისთან "ღრმა და ყოვლისმომცველ" მოლაპარაკებებში ჩართვა და "პოლიტიკური დიალოგის დაწყება" შესთავაზა. ევროპარლამენტის მაღალ ტრიბუნაზე გამოსვლამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან, ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც პატივი ერგო, უკვე მეორედ გამოვიდეს სიტყვით ევროპარლამენტში. პირველად მან ევროპარლამენტარებს 2006 წლის ნოემბერში მიმართა. მისი თქმით, ეს ხდება არა პირადად მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის, არამედ საქართველოსადმი ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერის გამო.
ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების შეფასებით, საქართველოს ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპარლამენტთან მიმართებაში არის რეზოლუციის მიღება, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "ოკუპირებულ ტერიტორიებად" იქნებიან მოხსენიებულები. საერთაშორისო არენაზე დიპლომატიური წარმატებების ფონზე რადიკალური მოსაზრებები ყველა მხრიდან გამოითქვა. მიხეილ სააკაშვილის ისტორიული გამოსვლას კრიტიკული შეფასებები პარლამენტშიც მოჰყვა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნულმა მოვლენამ საბჭოთა კავშირის ეპოქალური მენტალიტეტი გაახსენათ. პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა "გუმბათის" შეკითხვებს უპასუხა.
– საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, ოპოზიციას თავისი მოსაზრებები აქვს, რომელთა შორის, ერთ–ერთი ქვეყანაში წარუმატებელი რეფორმების შედეგების სხვაგვარად წარმოჩენას ეხება. ევროპული აპლოდისმენტები მართლა მიხეილ სააკაშვილის კულუარული ხვეწნა–მუდარის შედეგია, თუ მსოფლიო საზოგადოება მართლა წარმატებული ქვეყნის პრეზიდენტს მიესალმა?
– როცა ხელისუფლებაში ხარ, კრიტიკა უნდა მოისმინო, მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი ნამდვილად პასუხობს იმ სატკივარს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად არსებობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს კიდევ ბევრი პრობლემა, რაც საქართველოს განვითარებასა და წინსვლას ხელს უშლის. გასულ კვირას ბევრი ითქვა და მომავალშიც ითქმება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნათქვამზე მეტი რამ რეალურად გაკეთდება. ლისაბონის სამიტთან ერთად, ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლა და ის რეაქცია იყო, რომელიც პრაქტიკულად ევროპის პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა იმ თემებზე, რის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა. საქართველოს პრეზდენტი იქ მთელი ქვეყნისა და იმ მოქალაქის სახელით გამოდიოდა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ქვეყანაში ჩატარებული თუ მიმდინარე რეფორმების წარმატებულობა. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და მის მოპოვებას ძალიან დიდი შრომა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.
– საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და სხვა პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო მონიტორინგი ბევრ კრიტიკულ რეკომენდაციას იძლეოდა. იქნებ, ეს არის მიზეზი, რის გამოც, ოპოზიციის სოლიდური ნაწილი დღევანდელ საერთაშორისო მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის შედეგად არ მიიჩნევს?
– მსოფლიო ბოლო წლების განმავლობაში აკვირდება საქართველოს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კრიტიკა თუ რჩევა იყო. რამდენჯერმე სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობა გადავიტანეთ, ჩავატარეთ რამდენიმე არჩევნები, გვქონდა ომი რუსეთთან და როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს ევროპარლამენტში ფეხზე ადგომით რამდენიმე გზის ტაშს უკრავენ, არა მგონია, რომ ამ მოვლენას რაიმე კომენტარი უნდა სჭირდებოდეს. პოლიტიკური ოფთალმოლოგია ჯერჯერობით არ არსებობს, რომ ზოგიერთებს თვალების ახელაში დავეხმაროთ, მაგრამ რამდენად გვჭირდება ეს თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს, კიდევ საკითხავია. ხელისუფლების აქცენტებს ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება. ის არის კრიტიკული, როცა ეს საჭიროა და არის ხელისუფლების მხარდამჭერი, როდესაც ის ასევე ქვეყნის ინტერესებს შეეხება. ვუყურებდი ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას და მქონდა გარკვეული სიამაყის განცდა, რადგან ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ევროპაში სათქმელი აქვს და ამის გამო, მას აპლოდისმენტები შეიძლება მიუძღვნან.
– პრეზიდენტის მიერ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე გაკეთებულ აქცენტებს კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, რის თანახმადაც, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად ის ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს მართავს, მაგრამ მასთან შეხვედრა თავად რუსეთში არ სურთ.
– რასაც საკუთარი თვალით ვხედავ, იმისი მჯერა და ვხედავ, რომ საქართველოს აქვს ძალიან სერიოზული შანსი, გამოიყენოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც გაგვაჩნია. რაც ამ კვირაში საქართველოს თავს ხდება, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ოპოზიციური სპექტრის ნაწილს არ სიამოვნებს, ვიღაცას შურს, ვიღაცას ურჩევნია, რომ ყველაფერი საპირისპიროდ იყოს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა სხვაგვარად ფიქრობს და ამას უამრავი კვლევა და გასული არჩევნების შედეგები ადასტურებს. საერთაშორისო თანამეგობრობის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გულისხმობს, რათა უშეცდომოდ განხორციელდეს ყველა დემოკრატიული პროცესი, ანუ ის, რაც მაღალი ტრიბუნიდან ითქვა. პრეზიდენტის გამოსვლიდან, ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის მისამართით გამოთქმული სამშვიდობო ინიციატივა იყო, რომელიც სიახლეს არ წარმოადგენდა, მაგრამ ახალ კონტექსტში იქნა გახმოვანებული და მას მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე სერიოზული შეხვედრა წინ არის. გარწმუნებთ, ისეთი ნეიტრალური ქვეყანაც კი, როგორიც შვეიცარიაა, ნამდვილად არ მოითმენს, მისი ტერიტორიული საზღვრები სხვა სახელმწიფომ დაარღვევინოს, დაუბომბოს ქალაქები და მოსახლეობის ეთნიკური წმენდა ჩაატაროს. იმ ვითარებაში, როცა რუსეთი თავის პოლიტიკასა და დოქტრინას არ ცვლის, დღეს იარაღით არ ომობს და სხვა საშუალებებს იყენებს, ევროპისთვის კიდევ უფრო თვალნათელი გახდა, რომ, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა, დიდი საფრთხის შემცველი პრეცენდენტია ზოგადად ევროპისთვის. ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, შესაძლოა, ბევრისთვის, მათ შორის, სკეპტიკურად ან აგრესიულად განწყობილი ევროპელებისთვისაც ახალი ეტაპის დაწყებას მოასწავებდეს. სწორედ ეს საკითხები იქნება, რაზეც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგს გამართავს, განურჩევლად იმისა, იქნება თუ არა ამ დიალოგის გზები კულუარული, ან ტრანსფარენტული გზით მიღწეული.
– ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლისაბონის სამიტის შედეგები საქართველოს ხელისუფლების დამსახურება კი არა, ის მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესია, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის რუსული გავლენისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების ემოციური განცხადებები დიპლომატიური გამარჯვებების შესახებ მართლა გადაჭარბებულია?
– ეს, ალბათ, იმათი მოსაზრებაა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპასა და საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენ თვალებში ნაცარს ვაყრით. თუმცა, ისე ხდება, რომ ვინც ასე აზროვნებს, მომარჯვებული კოვზიც ნაცარში სწორედ მას უვარდება ხოლმე. ვერ გავიზიარებ ამ ადამიანების მოსაზრებებს და ამგვარი ვიწრო ხედვის ინტერპრეტაციებს ვერც ანალიტიკაში ჩავუთვლი. ევროპას, აშშ–სა და მსოფლიოს ყველა დიდ მოთამაშე ქვეყანას რომ თავისი ინტერესები აქვს, გასაგებია, მაგრამ ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება არის პარტნიორი ევროკავშირთან და არავინ ითანამშრომლებს იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელთანაც პარტნიორობას საჭიროდ არ თვლის. ჩემი აზრით, ამგვარი მოსაზრებები შურით და ბოროტებით ნათქვამი მგონია და ჩვენ საიმისო იმუნიტეტი გვაქვს, რომ ამ ტიპის მოსაზრებების ნაცვლად, რეალობებს დავეყრდნოთ. წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, შეჯამება–შეფასება ხდება და ამ კვირაში მომხდარმა მოვლენებმა, სწორედ ამ ყველაფრის შეფასების შედეგი წარმოაჩინა. ევროპელები საქართველოსთან დათმობებზე არასდროს მიდიოდნენ.
– თქვენი აზრით, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, შეიცვლება თუ არა შიდაპოლიტიკური სურათი თავად რუსეთის ხელისუფლებაში და რამდენად სავარაუდოა, რომ ეს ცვლილებები საქართველოს დადებითად წაადგეს?
– რუსეთშიც, ალბათ, რაღაც პროცესები შეიცვლება. საქართველოსთან მსოფლიოს დღევანდელი დამოკიდებულება რუსეთს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ მისი ინსტრუმენტები ვეღარ მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციებში ვეღარ აღწევს წარმატებებს. საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დეკლარირებას, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ყველა ძალით ეწინააღმდეგებოდა, მაინც დამკვიდრდა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველოს რეგიონები ოკუპირებულია. რუსეთს ეს ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაში აყენებს მსოფლიოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების კუთხით და ეს მომავალშიც თავს კიდევ ბევრჯერ იჩენს. ლისაბონის სამიტის შემდეგ, დიმიტრი მედვედევის განცხადება გავრცელდა, სადაც ის პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მმართველი ძალის მუდმივი გამარჯვება, ქვეყანას სტაგნაციამდე მიიყვანს. ჩვენ მივესალმებით, თუკი მედვედევი ამგვარი მოსაზრებებით წინააღმდეგობას გაუწევს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც რუსეთში მმართველი პარტიის შეთავაზებების საფუძველზე მიიღება. არა მგონია, რომ რუსეთმა თავის ექსპანსიურ პოლიტიკას თავი დაანებოს, მაგრამ ფაქტია, რომ მას გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რომლის ნაწილიც, შესაძლოა, საქართველოს საბედნიეროდაც იყოს.
ხათუნა ხატიაშვილი

კავშირი ტეგთან: ზვიად ძიძიგური

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 

.jpg)