| ქალი და მამაკაცი |

ოჯახში მამაკაცის გარეშე
როგორ ცხოვრობენ დალი ფრიდონაშვილი და მისი გოგონა ოჯახში მამაკაცის გარეშე
დედა–შვილი, ყოფილი ტელეჟურნალისტი დალი ფრიდონაშვილი და მისი 13 წლის გოგონა, ნუკი კოპალეიშვილი, ერთ სერიალში მოხვდნენ, დედა–ეპიზოდურ როლში, ქალიშვილი კი – ერთ–ერთ მთავარში. ნუკის გმირი, სოფო, მისივე თანატოლი, გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონაა, რომელსაც მამის სიკვდილის გამო ხასიათი გაურთულდა. ერთ დროს პოპულარული გადაცემის "გინდ დაიჯერე, გინდ არა"–ს წამყვანი ამჯერად პოპულარობას შვილს უთმობს და აცხადებს, რომ სერიალშიც სწორედ ნუკის პროტექციით მოხვდა და არა – პირიქით.
დალი ფრიდონაშვილი ახლა ერთ–ერთ რადიოში მუშაობს, სადაც საავტორო გადაცემები აქვს. მისი ქორწინება 7 წლის წინ გაყრით დასრულდა და მას შემდეგ მის სახლში სრული მატრიარქატია. ის და ნუკი მარტო ცხოვრობენ და ჰყავთ პუდელი, ასევე მდედრი. დედა–შვილი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრებიც არიან და მათ შორის საიდუმლო არ არსებობს. დალი "სარკესთან" აღიარებს, რომ პირადი ცხოვრება მთლიანად შვილს შესწირა.
– როგორ მოხვდით ერთად დედ–შვილი სერიალში?
დალი: ეს ის შემთხვევაა, როდესაც მე კი არ გავუწიე შვილს დახმარება, არამედ მისი საშუალებით მოვხვდი სერიალში. არადა ყველას ჰგონია, რომ ნუკი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" ჩემი ჟურნალისტური არხებითა და ნაცნობობით მოხვდა.
ნუკი: თეატრალურ სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი. თავიდან ამ სერიალისათვის ბიჭი სჭირდებოდათ და კასტინგი ჩატარდა. სერიალის შესახებ რომ გავიგე, დედაჩემს ვთხოვე, დათო გოგიჩაიშვილისთვის უბრალოდ ჩემი ფოტოსურათი მიეწოდებინა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ნებისმიერ როლზე ჩემი ვარიანტიც ჰქონოდათ.
დალი: თავიდანვე ვუთხარი, რომ უაზრობა იყო კასტინგზე მისი ფოტოების გაგზავნა, რადგან გოგო უბრალოდ არ სჭირდებოდათ. საინტერესო ტიპაჟების ბაზებისთვის მაინც გავაგზავნეთ ფოტო, რომელიც ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ნუკისთვის.
ნუკი: არ მოველოდით, რომ დაგვირეკავდნენ, მაგრამ მალე აღმოვჩნდი კასტინგზე. დედა–შვილის ურთიერთობის სცენარი მომცეს. პროდიუსერების გადაწყვეტილება ჩემთვის აბსოლუტური სიურპრიზი იყო.
დალი: რატომღაც მე უფრო ვღელავდი, ვიდრე ნუკი. ცხოვრებასა და ჩემს პროფესიაში იმდენი არ მინერვიულია, რამდენიც ნუკის კასტინგებზე. შვილთან მიმართებაში სულ სხვა განცდები მეუფლება. მიკვირდა, ნუკი ამ დროს სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა.
– ნუკი, სოფოსგან დიდად განსხვავდებით, თუ ერთნაირი ტიპაჟები ხართ?
ნუკი: როდესაც პირველად დამიხასიათეს ჩემი პერსონაჟი, მივხვდი, რომ აბსოლუტურად ემთხვეოდა ჩემს პიროვნებას. მე და სოფო იმით განვსხვავდებით, რომ ის ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ნაკლები გაქანება აქვს, საკუთარი თავის რეალიზება რომ მოახდინოს. ნაკლებად მიზანდასახულია, მე კი, რასაც მიზნად დავისახავ, ყველაფერს ვაკეთებ. სოფო, ჩემგან განსხვავებით, ცდილობს, უბრალო გოგო იყოს. როდესაც ჩემს გმირს მამა მოუკვდა, ვეცადე, ეს ძალიან გამემძაფრებინა. მივხვდი, რომ, როდესაც გვერდით მამა აღარ გყავს, ძალიან ცუდად იგრძნობ თავს.
– ერთი პერიოდი შენი გმირი გზას ასცდება. კარგი გოგოს თამაში უფრო ადვილი იყო თუ ცუდის?
ნუკი: ჩემი აზრით, კარგი გოგოს თამაში უფრო რთულია, რადგან ცდილობ, ამ დროს ბუნებრივიც იყო და თან საინტერესოც.
– რა მოგწონს ყველაზე მეტად გადაღებებში?
ნუკი: მსახიობებთან ურთიერთობები. ჩემთვის დაღლა არ არსებობს. საერთოდ ამ სერიალმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნი, მოწესრიგებული, მიზანდასახული გავხდი. გასაკვირია, მაგრამ სერიალზე მუშაობა მეტ ენერგიას მაძლევს. ვცდილობ, უფროსი მსახიობების რჩევები გავითვალისწინო.
დალი: ასე მგონია, ნუკის პერსონაჟი სოფოც ჩემი შვილია. ძალიან ვინერვიულე, როდესაც ის ცუდ გარემოში მოხვდა. შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ, როდესაც სცენარში წავიკითხე, რომ ნუკის სიგარეტი უნდა დაეჭირა ხელში და ცუდ წრეში უნდა ყოფილიყო, სერიოზულად ვიტირე.
– დალი, უშვებთ იმ აზრს, რომ თქვენც შეიძლება გამოგეპაროთ შვილის ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები, როგორიც სოფოს ცხოვრებაში მოხდა?
დალი: ხმამაღალი განცხადება სულაც არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ არ გამომეპარება. შეიძლება 18 და 19 წლის ასაკში ბოლომდე ვერ გაიგო, რა წრე და რა ურთიერთობები აქვს შენს შვილს. ნუკი კი 13 წლისაა და ამ ასაკში ზუსტად ვიცი, როგორ ცხოვრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას რამეში ვზღუდავ. ის აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანია, აქვს მეგობრებთან ურთიერთობის, კინოში წასვლის უფლება. არ განვეკუთვნები იმ დედების კატეგორიას, რომლებიც შვილებს ჩაკეტილ სივრცეში ზრდიან. ჩემი კონტროლის მექანიზმი ისეთია, რომ ნუკი ამას ვერც ხვდება.
– გამოგივიდათ ისეთი შვილის გაზრდა, როგორიც გინდოდათ?
დალი: ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ჯანმრთელი და ღირსეული ქალი. ქალის ღირსებაში კი ძალიან ბევრი რამ იგულისხმება. ნუკის სწავლა–განათლებას დიდი ყურადღება დავუთმე. დღეს ჩვენ იშვიათად ვჩხუბობთ, პრაქტიკულად არც ერთ საკითხზე გვაქვს განსხვავებული აზრები. ჩვენს ურთიერთობაში თუ დაძაბული მომენტი ყოფილა, ეს სწავლას ეხებოდა. ვაღიარებ, რომ მას მეცადინეობა არ უყვარდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ორი წლის წინ მის ცხოვრებაში გადატრიალება მოხდა და ახლა არათუ უყვარს, ძალიან დიდ დროს უთმობს განათლებას. სკოლა ოთხჯერ შეიცვალა და საბოლოოდ ზუსტად ისეთ გარემოში მოხვდა, სადაც სწავლის მეტი სტიმული ექნებოდა. ადრე თუ სჭირდებოდა იმის თქმა, რომ უნდა ესწავლა და გაკვეთილები ჩემთვის ჩაებარებინა, ახლა საერთოდ არ ვეკითხები და მაღალ ქულებზე სწავლობს.
ნუკი: სკოლის შეცვლამ მართლაც დიდი როლი ითამაშა. ადრე ისეთ კლასში ვიყავი, სადაც საერთოდ არ იყო პრობლემა, გაკვეთილი ვიცოდი თუ არა. ახალ სკოლაში გაკვეთილის უცოდინარი რომ მივედი, იქ ისეთი გარემო დამხვდა, რომ ძალიან შემრცხვა. მთელ კლასში ყველა კარგად არის მომზადებული და ეს დიდი სტიმულია.
– ოჯახში მხოლოდ დედა–შვილი ხართ?
დალი: გარკვეულ ეტაპზე მე და ნუკის მამამ, გიგა კოპალეიშვილმა, გადავწყვიტეთ, ცალ–ცალკე გვეცხოვრა. მე და ნუკი ფიზიკურად აბსოლუტურად არ ვგავართ ერთმანეთს, ის მამის განსახიერებაა, ძალიან უყვართ ერთმანეთი და ერთად ბევრ დროსაც ატარებენ. ბედნიერი ვარ, რომ მამა–შვილს კარგი ურთიერთობა აქვთ. ნუკი 7 წლის იყო, როდესაც მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს დავშორდით. ამ გადაწყვეტილების მიღებაში შვილის ბიძგიც ვიგრძენი. ისიც მიხვდა, რომ ჩვენი ცალ–ცალკე ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. როგორც კი მე და გიგა დავშორდით, ის პრობლემები, რაც არსებობდა, აბსოლუტურად გაქრა და ბავშვმა უკეთესად იგრძნო თავი. ჩემთვის ცხოვრებაში ისედაც ნუკი იყო მთავარი. პატარა გოგო არ ვიყავი, როცა ის გავაჩინე, ამიტომ თავიდან გიჟი დედის იმიჯიც კი მქონდა. დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ნუკით იწყება, ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად მას შევწირე.
– თუმცა ხშირად თვლიან, რომ არასწორია, როდესაც ქალი შვილისთვის მსხვერპლს იღებს.
დალი: უბრალოდ ასე აეწყო. ყველას აქვს უფლება, ისე იცხოვროს, როგორც უნდა. ნორმალურია, როდესაც დედას პირადი ცხოვრება აქვს. მე კი ასე ვგრძნობ თავს კარგად და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს შვილი. უბრალოდ შეიძლება არც გაჩენილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ძლიერი გრძნობა, რომელიც დედაშვილობას გადაფარავდა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მიჯაჭვული დედა–შვილი ვართ, მაგრამ რეალურად ორი თავისუფალი ადამიანი ვართ.
– ნუკი, დედა როგორი მეგობარია?
ნუკი: ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი დედა მყავს. სურვილიც არ მიჩნდება, რამე დავუმალო. როგორც კი სკოლიდან გამოვდივარ, დედაჩემი მირეკავს. თუ სახლში მივედი და ის არ დამხვდა, მე ვიწყებ მის კონტროლს. ყოველთვის ვიცით ერთმანეთის შესახებ, სად ვართ და რას ვაკეთებთ.
– ყოფილა შემთხვევა, როდესაც გითქვამს: "დედა, შენ ჩემი არ გესმის"?
ნუკი: არა, როგორც დედამ აღნიშნა, ერთადერთი პრობლემა სწავლა იყო, მაგრამ აქაც სიტუაცია შეიცვალა.
– როდესაც დედა აქტიურად მუშაობდა ტელევიზიაში, მასთან ურთიერთობის დეფიციტი არ გქონდა?
ნუკი: არასოდეს მითქვამს, რომ დედას ჩემთვის არ ეცალა. ყოველთვის ახერხებდა, ჩემთვისაც და თავისი საქმისთვისაც სათანადო დრო დაეთმო. მივხვდი, რომ დედასნაირი ჟურნალისტი ვერასოდეს გამოვიდოდი. ძალიან აქტიური და ენერგიული ქალია, მე კი ცოტა ნელი ვარ. ალბათ გამიჭირდება ისეთ საქმეში ყოფნა, სადაც ისეთი ენერგია და სისწრაფეა საჭირო, როგორიც ტელევიზიაში.
– დალი, რთული იყო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს თქვენს საყვარელ საქმეს და ტელევიზიას დაემშვიდობეთ?
დალი: არ იყო რთული. წლების განმავლობაში ვაკეთებდი გადაცემას – "გინდ დაიჯერე, გინდ არა", ანუ ვეხებოდი ისეთ ანომალიურ მოვლენებს, როდესაც არსებობს კითხვები, მაგრამ პასუხები არ არის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ეს თუ არ დამთავრდებოდა, ჩიხში მოვექცეოდი. ამდენი პასუხგაუცემელი კითხვა უკვე აბსურდამდე მიმიყვანდა. იმ კარს მივადექი, რომლის გაღებაც უბრალოდ არ შეიძლებოდა. ამ გადაცემამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა, ეკლესიას მეტად დამაკავშირა. მე და ნუკი ვცდილობთ, ეკლესიურად ვიცხოვროთ და ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. ტელევიზიის შემდეგ გავაკეთე საკუთარი სარეკლამო კომპანია და მთლიანად ამ საქმეზე გადავერთე. ჩემით ვისწავლე ყველაფერი – მარკეტინგი, პიარი, რეკლამა. ამაში ისიც დამეხმარა, რომ ფსიქოლოგიური მაქვს დამთავრებული. დღეს დავუბრუნდი ჟურნალისტიკას, მაგრამ სულ სხვა სფეროში. რადიო "სტარ ეფემ"–ში მაქვს საკუთარი საავტორო გადაცემა "ბიზნეს ავანტაჟი". ავანტაჟი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სარგებელს, ანუ ბიზნესისგან ჩვეულებრივმა ადამიანებმა რა სარგებელი უნდა მიიღონ. მაქვს კიდევ ერთი გადაცემა წარმატებულ ადამიანებზე. ჩემი ახლანდელი ამპლუა ძალიან მომწონს. ჟურნალისტიკა ცოცხალი პროფესიაა – მუდმივი ურთიერთობები, კონტაქტები, სიახლეები.
– ნუკი, დედა, როგორც ქალი, რამდენად მისაბაძია შენთვის?
ნუკი: ვთვლი, რომ დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალია. მეც მინდა, მასავით ძლიერი ვიყო. ჩემთან ერთად და ჩემ გარეშეც ბევრი რამ გადაუტანია ცხოვრებაში. მას ბევრ რამეში ვბაძავ, თუნდაც ლაპარაკში, ჟესტიკულაციაშიც. როცა დედაჩემისთვის მიმიბაძავს, მიგრძვნია, რომ ცხოვრებაში წინ წავსულვარ.
– დალი, როდესაც პატარა შვილით ქმრის გარეშე დარჩით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი ნებით შეგნებულად მოხდა, ცხოვრებისეული სირთულეების არ შეგეშინდათ?
დალი: როდესაც მე და ნუკი მარტო აღმოვჩნდით, მაშინ პატარა იყო, მაგრამ მას დიდი ადამიანივით აღვიქვამდი. 7–8 წლის ასაკში დავისვამდი და ყველა პრობლემას მასთან ერთად გავნიხილავდი. ალბათ მუდამ გჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც გაუზიარებ რაიმეს, თუნდაც ყოფით პრობლემას და მისგან პასუხს მიიღებ. კარგად მახსოვს, ნუკის საბანკო ოპერაციებზეც კი ვესაუბრებოდი. ვცდილობდი, მისთვის ამეხსნა, ამა თუ იმ ოპერაციის შემდეგ რა სარგებელი გვექნებოდა, რას მოვიგებდით ან რას დავკარგავდით. ასეთი დამოკიდებულებით ნუკიმ ძალიან ბევრი რამ ისწავლა. თვითონ ალბათ მაინც იმ ასაკშია, როდესაც გოგოებს სურთ, პატარა საიდუმლოებები მაინც ჰქონდეთ. დედის ეგოიზმს მხოლოდ მაშინ ვავლენ, როდესაც ვხვდები, რომ არ მინდა, მის პირად ცხოვრებაში ჯერ რაიმე სერიოზული ცვლილებები იყოს.
– ნუკი, სერიალმა თანატოლებში ალბათ პოპულარული გაგხადა.
ნუკი: კი, ყურადღება ჩემ მიმართ აშკარად გაიზარდა, მაგრამ სერიალმა ჩემი ცხოვრება უფრო დატვირთული გახადა და ასეთი ურთიერთობებისთვის დრო აღარ მრჩება. როდესაც უცნობი ბიჭები მწერენ, რომ კარგი გოგო ვარ, მათ მოვწონვარ, თავაზიანად ვპასუხობ, რომ ძალიან დაკავებული ვარ. სერიალმა დამანახა, რომ ჯერ სიყვარულობანას დრო არ არის, ჯობია, მომავალზე ვიფიქრო და ვისწავლო. არ მრჩება დრო იმისათვის, რომ ვინმეს მოვაწონო თავი ან ვინმე მომეწონოს.
– დალი, რა რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი გოგონას მიმართ ბიჭები ყურადღებას გამოხატავენ?
დალი: ძალიან უცნაური ისტორია გადაგვხდა. ერთხელ კარი გავაღე და პატარა ბიჭი დავინახე ულამაზესი ყვავილებით. მითხრა, ეს თაიგული თქვენთან იდოო. ძალიან ბედნიერად ვიგრძენი თავი, ჩავთვალე, რომ ინკოგნიტო თაყვანისმცემელმა ყვავილი მომართვა, ჩავდე ლარნაკში და მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი. მოგვიანებით მეზობელმა მითხრა, დავინახე, ნუკის თანატოლმა ბიჭმა როგორ მოიტანა ყვავილები და თქვენს კართან დადოო. ასე რომ, იმ ყვავილების ადრესატი მე არ ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ ნუკი უკვე პატარა გოგო აღარ არის, მისი თაყვანისმცემლების რაოდენობაც მოიმატებს და გამოხატვის ფორმებიც სხვადასხვანაირი იქნება.
ავთო ჩიტიძე

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 

.jpg)