| ქალი და მამაკაცი |

ვიცინოთ ერთად
ვიცინოთ ერთად
* * *
გოგი მასწავლებელს ეუბნება:
– მასწავლებელო, მეც არ ვარ ხშირად თქვენით კმაყოფილი, მაგრამ თქვენ მშობლებს ხომ არ ვურეკავ!
* * *
ავადმყოფი ექიმს ეკითხება:
– ექიმო, ეს რა წამალია 1.000 ლარი რომ ღირს.
– ზედმეტი ფულისგან გასანთავისუფლებელია.
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:
– ამ დილა ადრიან რა დაღლილი სახე გაქვს?
– ყველაზე მძიმე საქმეს ყოველთვის დილით ვაკეთებ.
– მაინც რას აკეთებ ასეთს?
– ლოგინიდან ვდგები!
* * *
ერთი ავადმყოფი მეორეს ეუბნება:
– ვერ გავიგე რა ხდება ამ საავადმყოფოში. როდესაც აქ დამაწვინეს, ერთმა ექიმმა მითხრა, რომ ბრმანაწლავი მაწუხებდა, მეორემ – თირკმელებში კენჭები გაქვსო.
– მერე რით დასრულდა ყველაფერი?
– "არიოლ" – "რეშკა" ააგდეს და გლანდები ამომჭრეს.
* * *
საოცარ დასკვნამდე მივიდნენ რუსი ლოთები: თუ საღამოს არაყს არ დალევენ, მეორე დილით თავი არ სტკივათ.
* * *
ერთი მეზობელი მეორეს ეკითხება:
– აბა, როგორ ჩაიარა სააგარკო სეზონმა?
– შესანიშნავად. ერთი ტომარა კარტოფილი დავთესე და ერთი ტომარა ავიღე...
* * *
ქალი პოლიციაში მივიდა და განაცხადა:
– ჩემი ქმარი დაიკარგა.
– როდის? – ეკითხება მორიგე პოლიციელი.
– ოთხი დღის წინ.
– განცხადება დაწერეთ.
ქალმა განცხადება დაწერა და მიაწოდა. პოლიციელმა წაიკითხა და ეკითხება:
– რა გადავცეთ, თუ ვიპოვნით?
– უთხარით, რომ დედაჩემი აღარ ჩამოდის...
* * *
სახლში დაბრუნებული ცოლი ქმარს ეკითხება:
– თეთრეული რომ დაგიტოვე, ჩამოკიდე?
– არა, შევიწყალე.
* * *
კაცი ბავშვს ეკითხება:
– რას აკეთებ ჩემს ბაღში?
– ვაშლი ჩამოვარდა ხიდან და მინდოდა ისევ ხეზე დამეკიდა, – პასუხობს ბავშვი.
* * *
ხელოსანი დიასახლისს ეუბნება:
– თქვენი სარეცხი მანქანა სახელოსნოში მიმაქვს შესაკეთებლად.
– მერე მე? – ეკითხება დიასახლისი.
– თქვენი შეკეთება უკვე შეუძლებელია...
* * *
– გამარჯობათ, ეს თქვენ ანადგურებთ ტარაკანებს?
– დიახ, მაგრამ ეს ეღირება...
– ფული პრობლემა არ არის, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, ყველაფერი ისე უნდა გამოიყურებოდეს თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა.
– ავტოავარია გაწყობთ?
* * *
ღამეა, ქარიშხალია... ფოსტალიონი ნავით მიცურავს შუქურასკენ. მიცურდება, გამოვა შუქურის ხედამხედველი და ფოსტალიონი გაბრაზებული გადასცემს ამანათს:
– აჰა, აიღე.
– თუ ისევ ასეთი სახით მომიტან ამანათს, იცოდე ჟურნალ–გაზეთებსაც გამოვიწერ, – ეუბნება ზედამხედველი.
* * *
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– გივი, შეგიძლია შენს საუკეთესო მეგობარს ერთი თვის 1.000 ლარი ასესხო?
– რა თქმა უნდა, შემიძლია! მაგრამ ასეთი მეგობარი არ მყავს.
* * *
ბარმენი კლიენტს ეკითხება:
– ჭიქა ცარიელი გაქვთ... მეორეს ხომ არ ისურვებდით?
– რა ჯანდაბად მინდა მეორე ცარიელი ჭიქა?
* * *
გოგონა ბიჭს ურეკავს:
– ავადავარ... ხომ მნახავ?
– რა თქმა უნდა, ისევე, როგორც შენ მნახე, როდესაც მე ვიყავი ავად.
– ასეთი სასტიკი რატომ ხარ?
* * *
ერთი ნაცნობი მეორეს ეუბნება:
– ისეთი მშიშარა ძაღლი მყავს, როდესაც ვინმე კარზე აკაკუნებს, მაშინვე საწოლის ქვეშ ძვრება!
– მერე არ შეძვრეს.
– ჰო, მაგრამ იქ ორის ადგილი არ არის...
* * *
ორი დაქალი შეხვდა ერთმანეთს. ერთი მეორეს შესჩივის:
– ჩემი ქმარი ისე ხშირად ლაპარაკობს ძილში, რომ პირდაპირ საშინელებაა! შენი თუ ლაპარაკობს ძილში?
– არა, მხოლოდ იღიმება... ნაძირალა!
* * *
გვიან ღამით სტუმარი მასპინძელს ეკითხება:
– საათს რატომ აჩერებ?
– რომ არ გაცვდეს.
– კი მაგრამ, დროს როგორ გაიგებ?
– ამისთვის საყვირი მაქვს!
– ეგ როგორ?
მასპინძელი საყვირს აიღებს და ჩაჰბერავს. ამ დროს მეზობელი ბინიდან ყვირილის ხმა ისმის:
– დამაძინეთ, უკვე ღამის ორი საათია!
* * *
ინგლისელი ლორდი მოულოდნელად სახლში დაბრუნდა და ხედავს მისი მსახური სასტუმრო ოთახში მის საშინაო ხალათში გამოწყობილი ზის, მის სიგარას ეწევა და მის ვისკის წრუპავს.
– ჯეიმს, – შეუღრინა ლორდმა, – იქნებ ჩემს ცოლთანაც შესულიყავით საძინებელში?!
– წინააღმდეგი არ ვარ სერ, მაგრამ მებაღის გამოსვლას ველოდები.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 