asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ხელისუფლება მოსწავლეების უფლებებს არღვევს
ხელისუფლება მოსწავლეების უფლებებს არღვევს
ხელისუფლება მოსწავლეების უფლებებს არღვევს

2010-11-22 16:07:25



მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლა, რომელიც 19 ნოემბერს უნდა განახლებულიყო, ჩაიშალა. 3 საათზე დაგეგმილ აქციაზე არცერთი მოსწავლე არ მივიდა. აქციის მოლოდინში, რამდენიმე საათის შემდეგ, მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ანი მუსელიშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად სკოლის მოსწავლეების გარეშე გამოცხადდა. თუ რა მიზეზით გადაიდო დაგეგმილი აქცია, ვინ და რამ შეუშალა ხელი მოსწავლეებს, საკუთარი ნების გამოხატვაში, ამ შეკითხვებით საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთ ხელმძღვანელს, ანი მუსელიშვილს მივმართეთ.

– რა მოხდა, რატომ ჩაიშალა აქცია, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ?

– ბავშვები არიან შეშინებულები, მე ძალიან ბევრ მოსწავლეს დავუკავშირდი და ყველა აპირებდა აქციაზე მოსვლას. რამდენადაც ვიცი, სკოლის დირექტორებმა აუკრძალეს მათ აქციაზე გამოჩენა და ამის გამო ხელწერილებიც კი დააწერინეს. შევეცდები, ყველას ინდივიდუალურად დავუკავშირდე და მიზეზი გავარკვიო, თუმცა, სანამ აქ მოვიდოდი წინა დღეს ვესაუბრე აქციის მონაწილეთა უმრავლესობას და ისინი, ჩემი ინფორმაციით, უნდა მოსულიყვნენ აქციაზე, რაიონებიდანაც ველოდებოდით მოსწავლეებს, რომლებიც ამ პროტესტს შეუერთდებოდნენ.

– შეგიძლიათ, დაასახელოთ კონკრეტული დირექტორების გვარები და რა შინაარსის ხელწერილს აწერინებდნენ მოსწავლეებს?

– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ კონკრეტულ ადამიანებს, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მათ დააწერინეს შემდეგი შინაარსის ხელწერილები, თუ ისინი აქციებში გააგრძელებდნენ მონაწილეობას, მათ დაითხოვდნენ სკოლებიდან.

– რას აპირებთ, დამთავრდა თქვენი საპროტესტო აქციები?

– არა, არ დამთავრებულა არაფერი. ჩვენ ამის შესახებ შევთანხმდებით, ვისაუბრებთ და ვფიქრობ, კვლავ განახლდება აქციები. ჩვენ შევეცდებით, ყველა იმ მოსწავლეს, ვისზეც ზეწოლა ხორციელდება, გადავალახინოთ შიში.

– თქვენი ინფორმაციით, რამდენი სკოლა უნდა გამოსულიყო აქციაზე?

– დაახლოებით 70–ზე მეტი.

888

აქვთ თუ არ მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლება და რა სამართალდარღვევებს აქვს ადგილი ახალგაზრდების წინააღმდეგ? – ამ კითხვით მოძრაობა "7 ნოემბერის" ლიდერ ჯაბა ჯიშკარიანს მივმართეთ.

ჯაბა ჯიშკარიანი:

– მერაბიშვილის მანქანა ამუშავდა მაქსიმალურად ყველა მიმართულებით. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებმა თანამდებობები დაატოვებინეს იმ სკოლის დირექტორებს, რომელთა მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციებზე. უბნის ინსპექტორები, აქციის პირველივე დღეებში, სახლებში აკითხავდნენ ამ ბავშვებს და ცდილობდნენ, მუქარით დაეშინებინათ ისინი. აქციის დღეებში, უფროსკლასელებს, 16 საათამდე საჯარო სკოლებში მანდატურები შენობებში კეტავდნენ. კუდის თანამშრომლები ვიდეო–კამერებით იღებდნენ აქციებს, აზუსტებდნენ მათ სკოლებს, მისამართებს, მათი მშობლების სამუშაო ადგილებს და ამის შემდეგ ხდებოდა უკვე აქტიური ახალგაზრდების შესაბამისი დამუშავება. მათი მისამართების დადგენა და შემდეგ მათ სახლებთან გავლა და მერე უკვე, რა თქმა უნდა, მათი მანქანაში ჩასმა და პოლიციის განყოფილებაში ჩაყვანა. რესურსცენტრის ხელმძვანელებმა კატეგორიულად გააფრთხილეს მასწავლებლები, რომ არ ჰქონოდათ კეთილგანწყობა აქციის მსვლელობებში აქტიური მოსწავლეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორალური დისკომფორტით დაემუქრნენ. აქტიურ უფროსკლასელებს კი აშინებდნენ მათი მშობლების სამსახურებიდან დათხოვნით, სკოლებიდან გარიცხვით და სამტრედიის ე.წ. სპეცსკოლებში ანუ კოლონიებში გადაყვანით. ერთ–ერთი პირველი აქციის შემდეგ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, კუდის მანქანამ, ნომრებით კუდ. 040, ჩასვა ერთ–ერთი მე–12 კლასელი რეზი რევაზიშვილი და წაიყვანა ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებაში, სადაც განახორციელეს ზეწოლა და დაემუქრნენ დაპატიმრებით. ერთ–ერთი მოსწავლე ვაჟა მელაძე დაიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ–ერთ განყოფილებაში. მანდატურები ეფექტურ საშუალებად იქცნენ სკოლებში პოლიციური რეჟიმის დამყარებისთვის და ისინი ცდილობენ, ტერორში ამყოფონ არამარტო მოსწავლეები, არამედ პედაგოგები და ასევე დირექტორებიც. ნებისმიერი გონიერი ადამიანი დაეთანხმება იმ აზრს, რომ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ და შემდეგ უნდა მოსთხოვონ გამოცდების ჩაბარება. მაგრამ ხელისუფლება მოსწავლეთა მიმართ საპროტესტო აქციებზე იყენებს პოლიციურ ზომებს და ამ შემთხვევაში არღვევს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებს, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობას. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის მიხედვით (ანუ გამოხატვის თავისუფლება), ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაცვალოს ინფორმაცია ხელისუფლების ჩაურევლად, აქვს გამოხატვის უფლებაც. ხოლო, ამავე კონვენციის მე–12 მუხლით (თავისუფლებას გულისხმობს ეს მუხლი), ყველას აქვს უფლება მნიშვნელოვანი, მშვიდობიანი შეკრებისა, მათ შორის, პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა, საკუთარი ინტერესების დასაცავად. რაც ყველაზე მთავარია, ისინი არღვევენ კანონის მოთხოვნებს, რადგან ყველაფერში რევოლუცია ელანდებათ, ძილშიც და ცხადშიც, ამიტომ, ხელისუფლება სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს მოსწავლე–ახალგაზრდობის წინააღმდეგ (ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თანამდებობის გადამეტება ანუ 333–ე და 332–ე მუხლი).

– ბოლოს დაგეგმილი აქციის ჩაშლის მიზეზად, რომელიც 19 ნოემბერს უნდა ყოფილიყო, მოსწავლეები სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებას კი არა, სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ. როგორც ჩვენთან საუბარში საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, მოსწავლეებს დირექტორები ხელწერილებს აწერინებენ, რის საფუძველზეც აქციებში არ მიიღებენ მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლიდან გარიცხვით ემუქრებიან.

– ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველა სოლიდარული უნდა იყოს მომავალი მოზარდი თაობის მიმართ, მით უმეტეს, მათი მოთხოვნა არის სრულიად საფუძვლიანი და სამართლიანი. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვგმობთ და დავუპირისპირდებით მოსწავლე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, უფრო იაქტიურონ, რათა სახელმწიფო ტერორს დაუპირისპირონ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ორგანიზებული და ცივილიზებული ბძოლის ფორმა, რათა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და დააკმაყოფილოს ახალგაზრდების კანონიერი და სამართლებრივი მოთხოვნები. ამ ბავშვებს დღეს სჭირდებათ გვერდში დოგმა. რაც შეეხება, საპროტესტო აქციების გაგრძელებას, მე რამდენადაც ვიცი, მოსწავლეები კვლავ აპირებენ, უკვე შემდეგი პარასკევიდან, გამოვიდნენ. მათ ერთი ნაბიჯითაც უკან არ უნდა დაიხიონ, თუ სურთ, რეალურად მიაღწიონ სამართლიან შედეგს.

– თქვენ რას სთავაზობთ ამ მოსწავლეებს?

– ჩვენ არ ჩავერევით მათი საქმეების ან რაიმე კამპანიის, ღონისძიების თუ აქციის დაგეგმარებაში. მე ვაცხადებ, რომ განვახორციელებთ მონიტორინგს მომავალ აქციებზე. თუ იქნება პოლიციელთა ან თუნდაც სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან ზემოთ აღნიშნული კანონდარღვევები და უფებამოსილების გადამეტება, რაც მოხდა ამ დღეებში, ჩვენ ვპირდებით ახალგაზრდებს, რომ დავეხმარებით.

ანა ქარდავა



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online