| ქალი და მამაკაცი |

საქართველოს სათავეში აგენტურული ხელისუფლებაა

გასულ კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ რეგიონებად პირველად არის მოხსენიებული. ოფიციოზის მტკიცებით, რეზოლუციის ტექსტი თავისი შინაარსითა და სიმწვავით ყველა წინამორბედი რეზოლუციებისაგან გამოირჩევა, რომელიც ასამბლეას დღემდე მიუღია. რეზოლუციაში ხაზგასმულია რუსეთისადმი მოწოდება, რომ მან ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები დაიცვას და შეასრულოს. ვალდებულებების შესრულება გულისხმობს, რომ მან უზრუნველყოს როგორც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, ასევე, ეთნიკური წმენდის შედეგად, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლებში და დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზედამხედველობისა და ჰუმანიტარული ღონისძიებების გატარების მიზნით. რეზოლუცია ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს და მიესალმება საქართველოს დემოკრატიულ პროცესებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რეზოლუცია მიღებულია ლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ეს მოწმობს, რომ საქართველოს მიმართ ალიანსის წევრი ქვეყნების მტკიცე და ურყევი თანადგომა არსებობს. საერთაშორისო დონეზე მიღწეულ დიპლომატიურ წარმატებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ვთხოვეთ "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე ნოდარ ნათაძეს.
– ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, შინაარსობრივად ყველა წინამორბედი დოკუმენტისგან განსხვავებით, ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენად შესაძლებელია, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მხრიდან საქართველოს დეოკუპაციის დაწყება მოჰყვეს?
– თავიდანვე ცნობილია, რომ ეს პოზიცია თანდათან გამკვეთრდება და მივა თავის ლოგიკურ ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ გაეთრევა აქედან და ეს გარანტირებულად მოხდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოდან რუსების გარეკვით ჩვენ რაიმეს მოვიგებთ. ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, რომელიც თავადვე უნდა გადავჭრათ და ამაში არავინ დაგვეხმარება. ეს პრობლემაა, თუ როგორი იქნება რუსეთის მიერ განთავისუფლებული სივრცე მოწყობილი. ამ სივრცეს სახელად საქართველო ერქმევა, მაგრამ ის იქნება რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ იქნება ფურთხით შეწებებული კონფედერაცია, დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთითა და დამოუკიდებელი აფხაზეთით, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ვიდრე საქართველოს სათავეში არის აგენტურული ხელისუფლება, ანუ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხროვა, მანამდე თითს არავინ გაანძრევს იმისათვის, რომ ამ კუთხით რაიმეს მიაღწიოს. ამაშია უბედურება, თორემ რუსები რომ აქედან გაიყრებიან, ეს უკვე ისედაც ცნობილია.
– რუსების საქართველოდან გასვლის იძულება პრაქტიკულად საერთაშორისო დიპლომატიური ომის შედეგად ხდება და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგს ვერ ხედავთ?
– დიპლომატიური ომი ფიზიკური ომის ზრდილობიანი ფორმაა და დღეს ინფორმატიულობა ძალიან ეფექტურად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, როცა ცნობილი ხდება, რომ ერთი მხარე მეორეზე ძლიერია, ამ ხაზით დიპლომატიაში დიპლომატი იმარჯვებს. როგორც საბჭოთა კავშირი დაიშალა უსისხლოდ, რუსების მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვებაც ზუსტად ასევე მოხდება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პროცესში საქართველოს ინტერესები ნაკლებად არის გათვალისწინებული და მხოლოდ საერთაშორისო ფაქტორები მართავს ამ პროცესს?
– მსოფლიო ინტერესებში შედის, რომ დაცული იქნას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ეს დასავლეთს ძალიან სჭირდება. ამასთანავე, გათვალისწინებულია, რომ რუსეთი შავი ზღვიდან და კავკასიიდან განდევნილი უნდა იქნას. ეს შედეგი აუცილებლად მიღწეული იქნება, მაგრამ საქართველომ რომ თავისი ისტორია გააგრძელოს და მის სახელოვან ნიშნულს დაუბრუნდეს, ეს არავის აინტერესებს. ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს, რომ საქართველო ჩემი ტერიტორია და მიწაა, რომ ამ მიწაზე ერთადერთი ავტოქტონური მოსახლეობა ვარ და მას საუკუნეების განმავლობაში, არც მომავალში არ დავთმობ, ვიდრე ხელისუფლება არ მიიღებს შესაბამის სანქციებს ოკუპანტის წინააღმდეგ, მანამდე ეს საკითხი საქართველოს სასარგებლოდ არ გადაწყდება.
– ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და სტრატეგია სახელმწიფოებრივი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული. ბოლო წლებში მიღებული ყველა დონის გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია და სხვანაირად როგორ უნდა თქვას?
– თემა, თუ როგორ უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიულ–ადმინისტრაციულად მოწყობილი, არსად ფიგურირებს. ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ ქვეყნის ტერიტორიული ნაწილებია და ისინი დოკუმენტებით საქართველოს შემადგენლობაში ფიქსირდება, ერთი საკითხია და მეორე და მთავარი, ის არის, როგორ იქნება ისინი გაფორმებული ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში. დღეს გაეროში დევს დიტერ ბოდენის გეგმა, რომელიც ზუსტად იგივეს იმეორებს, რაც რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე ბნელი ლიდერთაგანის, პრიმაკოვის გეგმას გულისხმობდა. დიტერ ბოდენის სახელმწიფო, მართალია, ნატოს წევრია, მაგრამ ის ცოფიანი ანტიქართველია და თვალი რუსეთისკენ გაურბის. ამაზე რატომღაც არავინ არსად საუბრობს და გაეროში, ჯერჯერობით, ეს გეგმა დევს. იგი მსოფლიოში აღიარებული არ არის როგორც ალოგიკური და როგორც ანტიჰუმანური, ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო გეგმა. ვიდრე ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, საქართველოს გამარჯვებებზე საუბარი ვერ გვექნება.
– იქნებ ამ საკითხზე აქცენტის გაკეთება ნაადრევია და როცა სახელმწიფოს ტერიტორიულ–ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი დღის წესრიგში დადგება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მასთან დაკავშირებული პრობლემებიც წინა პლანზე მაშინ წამოიწევს?
– პირველი და მეორე ეტაპი ერთმანეთისგან რომ გაარჩიო და შუაში წითელი ხაზი გაავლო, ამისთვის ძალისხმევა და აქტივობა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, მაგიდაზე მუშტის დარტყმა და ხმამაღლა დალაპარაკება გჭირდება. საქართველოს ხელისუფლებას კი საამისოდ, ჯერ ერთი, უპირველესად ტვინი, ცოდნა, უნარი, მომზადება, ადამიანური ხარისხი არა აქვს. მეორეც, ხელისუფლება თვითონ წარმოადგენს აგენტურას და ამიტომაც საკუთარი ნება არ გააჩნია.
– იქნებ დააკონკრეტოთ, ვის აგენტურას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება?
– საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის რუსეთის აგენტურა. ის და მისი გუნდის წევრები დასავლური ფრაზეოლოგიის ფონზე შევარდნაძის ხაზს აგრძელებენ. მათ საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს. ამას გარდა, 1992 წლიდან დღემდე არსად დააფიქსირეს, რომ საქართველოს შიდა ფიზიკური ომების ყველა ფაქტი არის არა ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ომები, არამედ რუსეთ–საქართველოს ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.
– რას ნიშნავს, არსად არის დაფიქსირებული, ყველა რეზოლუციასა და გადაწყვეტილებებში რუსეთის აგრესია ფიქსირდება.
– რუსეთი აგრესორად 2008 წელს გამოცხადდა, მაგრამ მანამდე ეს ოფიციალურად არ გაცხადებულა. ვიდრე რუსეთმა თვითონ არ გააუქმა თავისი "სამშვიდობოების" სტატუსი, საქართველოს ხელისუფლებამ – არც შევარდნაძემ, არც მისმა "ლეკვებმა" ეს მანდატი არ გააუქმეს. ბოლოს, 2008 წლის აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილმა თავიდან ბოლომდე რუსული სცენარით ჩაატარა. მართალია, რომ ომი მას დაუწყია, რადგან ისეთი რთული ამოცანა, როგორიც ომის დაწყებაა, რუსეთს სააკაშვილისთვის არ დაუვალებია. რუსეთმა 6–7 აგვისტოს ომი მანევრით დაიწყო: შემოვიდა საქართველოში, დაიკავა საკვანძო პოზიციები და ამ ადგილებზე ჯარების კონცენტრაცია მოახდინა. რუსეთმა, აი, ასე დაიწყო და დაასრულა, რაც ნიშნავს, რომ მან ომი მანევრით მოიგო. ძალების კონცენტრაცია მოახდინა და მერე მიხეილ სააკაშვილს უბრძანა, ახლა ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემ, მერე საომარ მდგომარეობას გამოაცხადებ, მერე ცარიელი ქალაქისკენ ამა და ამ ტიპის ჭურვებს გაისვრი და ა.შ. თავად რუსეთმა ომის მდგომარეობაში ყოფნა მხოლოდ 8 აგვისტოს, ნაშუადღევს დააფიქსირა. მიხეილ სააკშვილმა კი, ეს დააფიქსირა მაშინ, როცა 8 აგვისტოს დადგომას 35 წუთი აკლდა. ეს არის ოფიციალური დოკუმენტი და სხვა რომ არაფერი იყოს, მხოლოდ ეს ეპიზოდებიც საკმარისია ბრალდების წასაყენებლად, რომ მიხეილ საკაშვილი არის რუსეთის აგენტი საქართველოში, რომ ბრძანებით და არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს.
– როგორც თქვენი მსჯელობიდან გავიგე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ინტერესების მიხედვით განხორციელდა?
– ჩვენი ხელისუფლება საქართველოს გასათავისუფლებად არაფერს აკეთებს, ამას დასავლეთი აკეთებს. დღეს, ჩვენ სიცოცხლით მიბმულნი ვართ დასავლეთისა და ნატოს არეალზე და აქ მიხეილ სააკაშვილის დამსახურება არაფერი არის. რაც შეეხება ნატოსთან მის დამოკიდებულებას, 2007 წლის 7 ნოემბერის აქცია უნდა გაგახსენოთ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ბარბაროსული დარბევითი აქცია ჩაატარა. მან საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველგვარი საჭიროების გარეშე მხუთავი გაზი იხმარა. მე, პირადად, იქ გაშვებული გაზი ჩავყლაპე და ვიცი, რომ ის მხუთავი იყო და არა ცრემლმდენი. ეს გააკეთა იმიტომ, რომ მაშინ ახლოვდებოდა ბუქარესტის სამიტი და საქართველოს პრეზიდენტს რუსეთისგან მიცემული დავალება ჰქონდა, მკვეთრად ბარბაროსული აქტი ჩაედინა, რათა ჩვენთვის მაპ–ის მოცემის მოწინააღმდეგეებს ხელში საბუთი ჰქონოდათ, რომ საქართველო არის კაციჭამიების ქვეყანა და მათი ადგილი ნატოში არ არის. მიხეილ სააკაშვილმა ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბრძანებით გააკეთა. მოვლენებისა და ფაქტების ქრონოლოგიით, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ნათლად ჩანს, რამდენჯერაც საქმე–საქმეზე მივა, რომ ჩვენ ნატოში უნდა შევიდეთ, იმდენჯერ ის სჩადის ან ბარბაროსულ ქმედებას, ან ქმნის სიტუაციას, რომ რუსეთს ომის აგრესიის საბაბი მიეცეს და შემდეგ მსოფლიოს მხრიდან ითქვას, რომ საქართველოში ჭკუა არა აქვთ, რომ ამ ქვეყანაში ვერ ისწავლეს აკადემიური მოქცევა, ვერ ისწავლეს დემოკრატია და ამიტომ მათი ნატოში მიღება არ შეიძლება.
– ამჟამინდელი რეზოლუცია ლისაბონის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე იქნა მიღებული, იმოქმედებს თუა არა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე პოზიტიურად? ხომ არ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მიუხედავად, დასავლეთის დამოკიდებულება დღეს საქართველოს ხელისუფლებისადმი დადებითად არის შეცვლილი?
– რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს. ახლა მიხეილ სააკაშვილს ელოლიავებიან იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო ფორმალობა, რომელიც დასავლეთმა უნდა დაიცვას, რათა საქართველოს ინტერესებს ემსახუროს. იცით, რატომ არის ევროკავშირის ეს განცხადება კარგი, რომელიც უშუალოდ ნატოს სამიტს უსწრებს? ეს კარგია იმიტომ, რომ ნატოში გაერთიანებულია ორი მძლავრი ერთეული: აშშ, რომელსაც ჰყავს უაღრესად განვითარებული 350 მილონზე მეტი მოსახლეობა, მეორე – ევროკავშირი, რომელსაც ჰყავს, 500 მილიონამდე მოსახლეობა. ამის გარდა, აქ არის კანადა და თურქეთიც. ამ ახალი რეზოლუციით, ევროკავშირმა გააკეთა დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს დახმარების აქტიური მომხრეა ნატოს ის ნაწილიც, რომელსაც ევროკავშირი წარმოადგენს. ეს არსებითი ფაქტორია და ამ თემისთვის გვერდი რომ აევლო და არ მიექცია, მკვეთრი აქცენტები არ გამოჩნდებოდა. რეზოლუციაში ჩადებულ ყველა დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხათუნა ხატიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 