asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა დაიწეროს
ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა დაიწეროს
ახალი საარჩევნო კოდექსი უნდა დაიწეროს

2010-11-22 16:07:24



პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებების რაუნდი განახლდა. რვა პოლიტიკური სუბიექტია: "ახალი მემარჯვენეები", "ქრისტიან–დემოკრატები", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს გზა", "ხალხის პარტია", "კონსერვატორები" და "რესპუბლიკელები" აპირებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის ინიცირება მოახდინოს. ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, როგორი იქნება ახალი საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ფაქტია, რომ კონსულტაცია და დიალოგი ორჯერ უკვე შედგა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდს შორის დიალოგის დაწყებას წლევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა უწოდა, რომელიც სირთულის მიუხედავად, საწყის ეტაპზე კონსტრუქციული და საერთო გამოსავლის ძიებაზე ორიენტირებული აღმოჩნდა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი პოლიტიკური კონსენსუსის ფარგლებში იმუშავებს და გაზიარებული იქნება ყველა ის მოსაზრება, რომელსაც ნებისმიერი მხარე წარმოადგენს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება რთულია, მაგრამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა, მათ ამ სირთულის დაძლევისკენ უბიძგებს. ოპოზიციური სუბიექტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ნაცვლად, უნდა შეიქმნას ახალი კანონი, რომლითაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. წინასწარ ისიც ითქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ვიდრე ეს პროცესი ძალაში შევიდა, მხარეებს შორის უკმაყოფილება ოპოზიციის მხრიდან, მეორე შეხვედრისთანავე გამოითქვა. მოლაპარაკებების დასაწყისშივე ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის გამოვლინება ხმამაღლა გააპროტესტა საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.

– კონსულტაციების დაწყებისთანავე, ხელისუფლების წინააღმდეგ პრეტენზიები წამოაყენეთ. რა გახდა თქვენი აღშფოთების მიზეზი?

– პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ–ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს ბრძანა, რომ ერთმანდატიანი ოლქები უნდა დარჩეს და მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ქვეყანაში მათი გაუქმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის წინაპირობა და გარკვეული ულტიმატუმი მოლაპარაკებების წინ. ჩვენთვის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, როცა პრეზიდენტი ამ წინაპირობებით გვესაუბრება და ეს ხდება იმ ფონზე, როცა ანალოგიური პოზიცია ჩვენ სულ ახლახანს დაგვიწუნეს. გახსოვთ, ალბათ, როცა გარკვეული პერიოდი არ ტარდებოდა შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. უმრავლესობის ლიდერები გვეუბნებოდნენ, თქვენი მხრივ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი არის ულტიმატუმი და თქვენთან ამ ენით საუბარი არ გვსურსო. ახლა, მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ეთერში ზეპირსიტყვიერად იგივე გააკეთა. ამიტომ მოვუწოდებთ მასაც და "ნაციონალურ მოძრაობასაც", ნუ აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელმაც შეიძლება მოლაპარაკების პროცესი დაამუხრუჭოს.

– რამდენად რეალურად გეჩვენებათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, როცა არსებობს შანსი, რომ ხელისუფლებამ და საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავებას, შესაძლოა, მხარი არც დაუჭიროს?

– ყველაფერი მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული. თუ არ დავილაპარაკებთ, ვერ შევთანხმდებით. რვა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან დიალოგი შეჩერებული იყო, რადგან უმრავლესობამ, რომელმაც კონკრეტული დოკუმენტი შეიმუშავა, მხოლოდ კონსულტაციების გამართვის წინაპირობებს გულისხმობდა. ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსის ვარიანტი უცდომელობის დოკუმენტს არ წარმოადგენს და მასში განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინების მომხრე ვართ. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეხვედრები სწორედ ამ ფორმატში დავიწყეთ, მაგრამ მეორე პრობლემა ის არის, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციებს ღიად გამოხატავს, რაც მოლაპარაკების პროცესის შეფერხებას ხელს უწყობს.

– ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის პოზიცია დიალოგში მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობისთვის მიცემულ დირექტივას ნიშნავს?

– არა მგონია, რომ ეს ხელისუფლების წითელი ხაზია, მაგრამ ეს განცხადება ოპოზიციის წინააღმდეგ წაყენებული ულტიმატუმი იყო. მგონია, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე, მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. პავლე კუბლაშვილიც აჰყვა პრეზიდენტს და ეს, სამწუხაროდ, საჯარო დებატების დაწყებას ნიშნავდა, რაც გამორიცხავს იმ ფორმატში მუშაობას, რომელშიც ვიმყოფებით. თუ გამოდიან ამ ფორმატის საზღვრიდან, უნდა გვითხრან, რომ ვიცოდეთ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ.

– იქნებ, უკვე სხვა დეტალებიც ცნობილია, რომლის შეცვლასაც საარჩევნო კოდექსში ხელისუფლება არ დათანხმდება?

– ვიდრე არ დავილაპარაკებთ და საჯაროდ არ გაცხადდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მანამადე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.

ხათუნა ხატიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online