| ქალი და მამაკაცი |

მიმდინარეობს საქართველოს საზღვრების ჩაკეტვა

საქართველოში ჯაშუშური ქსელის გამოვლინების გამო, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გაუარესებას ნაკლებად ვარაუდობს და მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოს უკვე მიაყენა ყველა ზიანი, რისი გაკეთებაც მას შეეძლო. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებამ ჩათვალა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ "პროვოკაციით" ნატოსა და ეუთოს სამიტების წინ ყურადღება მიიქციოს, რომლის ჩატარებაც ასტანაში 1–2 დეკემბერს არის დაგეგმილი. ძნელი სავარაუდოა, რა სახის კულმინაციას შეიძლება მიაღწიოს პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების შეფასებით, რუსეთ–საქართველოს შორის მიმდინარე პროპაგანდისტულმა ომმა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური პრობლემები არსებობს, რომელსაც გადაწყვეტა სჭირდება. რუსული სპეცსამსახურების პროვოკაციულ–ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი ჯგუფის დაკავების პარალელურად, ვითარება გამწვავდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელზეც საგანგებო რეაგირებას პარლამენტის ვიცე–სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს საგარეო უწყებას სთხოვს.
– რა ხდება განსაკუთრებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საგანგებო რეაგირებასაც საქართველოს საგარეო სამინისტროსგან ითხოვთ?
– 8 ნოემბერიდან, ახალგორის მიმართულებით საზღვარი ჩაიკეტა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობისგან ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ გაცემულ ფორმა #9–ს ითხოვენ და ვისაც ის არ გააჩნია, მათთვის გადაადგილება არის შეზღუდული. ეს ქმედება არღვევს ყველაფერს, რადგან საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილების უფლება აქვთ. პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მან საკითხი ევროკავშირის დამკვირვებლების წინაშე დააყენოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ სახლში შესვლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ. რეალურად ეს არის ახალი ეთნიკური წმენდის ნიშნები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო.
– ფიქრობთ, რომ კონფლიქტური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, ჯაშუშების ჯგუფის დაკავების ფაქტზე რუსული მხარის საპასუხო ნაბიჯია?
– რეალურად ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება და სახელმწიფოს საზღვრების ჩაკეტვა მიმდინარეობს. ეს პროცესი ამ ეტაპზე ახალგორის ტერიტორიაზე ხდება, მაგრამ ანალოგიური მაგალითია აფხაზეთის მიმართულებით ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ე.წ. ფილტრაციული ზონები მდებარეობს. იქ არ არსებობს ფორმა #9, მაგრამ უარეს ფორმებს იყენებენ. ამგვარ სირთულეებს ადგილი ადრეც ჰქონდა, უბრალოდ, ახლა პროცესი გააქტიურდა. ევროკავშირი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ საკითხში და ეს პრობლემა, გარწმუნებთ, მოგვარებადი გახდება. ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია უშუალოდ უნდა შევიდეს კონფლიქტის ზონაში და საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების დაცვა უზრუნველყოს.
– თუკი საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე ამის გაკეთება შეუძლია, ამ დრომდე რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე არარეალურია?
– ევროკავშირის მისიის ჩასვლას კონფლიქტურ ზონაში სეპარატისტებისა და რუსების კეთილი ნება სჭირდება და მათზე ზეწოლაა განსახორციელებელი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს ევროკავშირს, რათა მან ეს წნეხი განახორციელოს. პერევიდან რუსეთის ჯარები სწორედ ამ დიპლომატიური ზეწოლის საფუძველზე გავიდნენ და ეს ფაქტია. დარწმუნებული ვარ, მეორე ეტაპი ახალგორი იქნება.
– რუსეთის ჯარი პერევიდან სხვა მიმართულებით გადაადგილდა, მაგრამ ის საქართველოს ტერიტორიიდან არ გასულა... რეალურად როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
– რეალურად ახალგორის მოსახლეობა უნდა ჩავიდეს თავის საცხოვრებელ ადგილზე, რასაც დღეს ვერ ახერხებს. მათ ეუბნებიან, რომ თუკი იქაურ საბუთს არ აიღებენ, იმ ტერიტორიიდან გაყრიან. დასავლეთი სარკოზი–მედვედევის შეთანხმების შესრულებას ითხოვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ კოდორისა და ახალგორის მიმართულებითაც იქნება მოძრაობა, რასაც ავტომატურად კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის დამკვირვებლების შეყვანა უნდა მოჰყვეს. ახალგორთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება და კონკრეტული შედეგის მიღწევა მხოლოდ დროის ფაქტორია. მთავარია, რუსულმა ჯარმა ის ტერიტორიები დატოვოს, რომელიც 2008 წლამდე გვქონდა, რომელიც უპირველესად, სწორედ ამ ადგილების დეოკუპაციას გულისხმობს. რუსეთი სარკოზ–მედვედევის ამ შეთანხმებას არ ასრულებდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ საერთაშორისო ორგანიზების, აშშ–სა და ევროკავშირის ძალისხმევით, ეს პროცესი პერევიდან უკვე დაიწყო. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოკუპაციასთან დაკავშირებით განცხადება რომ გააკეთა და პარალელურად საკითხი კონგრესმა დააყენა, ეს პრაქტიკულად რუსეთის მიმართულებით გაგზავნილი მესიჯი იყო. რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და როცა ასეთ განცხადებას საერთაშორისო არენაზე ასეთი ძლიერი სუბიექტი აკეთებს, ამას აუცილებლად კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა მოჰყვება.
– გასაგებია, მაგრამ პერევის პატარა მონაკვეთზე დისლოკაციის ადგილის შეცვლით, რუსეთმა მსოფლიოს უკვე დაუმტკიცა, რომ მან ქმედითი ნაბიჯი გადადგა...
– ასე არ არის. მედვედევ–სარკოზის შეთანხმება რუსული ჯარის გაყვანას არა მარტო პერევიდან, არამედ ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან ავტომატურად გულისხმობს. რუსები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან სამხედრო ბაზებს არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ გაიყვანენ, მაგრამ რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ პოზიციას, ახალგორი და კოდორი განხილვის თემა აუცილებლად უნდა გახდეს.
– რუსეთ–საქართველოს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, სულ უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა სეპარატისტული რეგიონების საზოგადოების დამოკიდებულებას საკუთარი ხელისუფლებების მიმართ. კონფლიქტურ ზონებში მოსახლეობის უკმაყოფილება უკიდურეს ფაზაშია. ხომ არ ვარაუდობთ, რომ იქ არსებულ უმძიმეს ვითარებას, შესაძლოა, სერიოზული პროცესების ესკალაცია მოჰყვეს?
– ცხინვალში განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ იქ რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს და იქაური მცხოვრებლები მოსახლეობას კი არა, ამ ბაზის მომსახურე პერსონალს წარმოადგენდნენ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ასეთი დამოკიდებულების კულმინაცია სახალხო აფეთქებაში გამოიხატება. ასევე ვიცი, რომ აფხაზეთის დე–ფაქტო მთავრობის მაღალჩინოსანმა რამდენიმე ქვეყანას პირადად მიმართა, რათა აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ ეღიარებინათ. ეს ერთი მაგალითი მოგიყვანეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ აფხაზების თვითგადარჩენის გენი მუშაობს და დროთა განმავლობაში ვითარება უფრო მეტად დაიძაბება. არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელიც პოლიტიკურ გარემოებებზეა დამოკიდებული.
– არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკური ომის კულმინაცია რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესიის ფორმით გამოვლინდეს?
– ამ ეტაპზე ომი გამორიცხულია, თორემ კავკასიაში ზოგადად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხე და სხვადასხვა სახის წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, სულ პოტენციურად იარსებებს.
ხათუნა ხატიაშვილი

კავშირი ტეგთან: ვახტანგ დავითაია

კავშირი ტეგთან: ვახტანგ დავითაია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 