| ქალი და მამაკაცი |

რეკლამა თავს 5 ათასი წელია გვაბეზრებს
რეკლამა თავს 5 ათასი წელია გვაბეზრებს
რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და უკვე მომაბეზრებელი ნაწილიცაა. მის შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ის გულგრილად არავის ტოვებს, ზოგი ლანძღავს, ზოგიც განადიდებს და ყველა მოსაზრებას აქვს თავისი საფუძვლიანი არგუმენტი. ერთი კი ფაქტია – რეკლამა, რომელიც ტელევიზიის საშუალებით ასე ღრმად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.
სანამ რეკლამის წარმოშობის ისტორიაზე გადავიდოდეთ, მარტივად განვმარტავთ, რომ რეკლამა საზოგადოებამდე პროდუქტის მიტანის ერთ–ერთი ფორმაა, რაშიც მწარმოებელია დაინტერესებული.
რეკლამის დოკუმენტური ისტორია 5000 წელს ითვლის. ერთ–ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეგვიპტური პაპირუსია. მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.
უძველესმა ქალაქმა პომპეიმ, რომელიც ვულკანის ლავის ქვეშ პირველყოფილი სახით შემორჩა სამყაროს, ათასზე მეტი სხვადასხვა სარეკლამო მიმართვა შემოინახა, რომლებიც ძალიან ჰგვანან თანამედროვე რეკლამებს. მაგალითად, მასწავლებლის გამოსახულება, რომელიც წკეპლით სჯის მოსწავლეს, სასწავლო დაწესებულებაზე მიგვანიშნებს. რეკლამას უკეთებდნენ ანტიკურ აბანოებსაც, ეს იყო რომაელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი. აბანოს რეკლამა ხალხს სთავაზობს, იქირაონ "კარგად და ხარისხიანად აშენებული ვილა". სხვათა შორის, პომპეიში ნაპოვი რეკლამების დიდი ნაწილი რომაელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ბრძოლას ეხება.
უძველეს სახელმწიფოებში, ინფორმაციის გავრცელების და რეკლამირების მიზნით, ხელოსნები თავიანთ ნაწარმზე სპეციალურ ბეჭედს იყენებდნენ, რომელიც უზრუნველყოფდა ხელოსნის რეპუტაციას და რეკლამას უკეთებდა მის ხარისხიან ნაწარმს.
ნელ–ნელა საზოგადოებრივმა წინსვლამ რეკლამის სრულყოფაც მოითხოვა, ამიტომაც იყო, რომ 1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო მე–15 საუკუნის მიჯნაზე გამომცემელმა მანუციმ, რომელმაც პირველად შემოიტანა თავის წიგნებში მძიმეები (მანამდე მხოლოდ წერტილს და ორ წერტილს იყენებდნენ), დაიწყო წიგნების სათაურების ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა.
რაც შეეხება ზეპირ რეკლამას, ის პირველად მონათმფლობელურ ბაზარზე ჩაისახა – მონის ყიდვა–გაყიდვას თან ახლდა მის ღირსებებზე საუბარიც.
შუა საუკუნეებში ევროპაში რეკლამის განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც რეკლამასაც აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი "ყოველდღიური ამბები". გაზეთში მოთავსებული იყო განცხადებები დიდგვაროვან ან ცნობილ ოჯახებში მოქალაქეების დაბადების, გარდაცვალებისა და ქორწინების შესახებ.
რადიოსა და ტელევიზიის შექმნა–განვითარებამ სარეკლმო საქმეში, რა თქმა უნდა, უდიდესი ძვრა მოახდინა.
ტელესარეკლამო ბაზრის მხრივ, ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იტალიაა, სადაც ჯერ კიდევ \ საუკუნის 80–იან წლებში 257 კომერციული ტელეარხი არსებობდა. ამჟამად სარეკლამო ბიზნესი ყველაზე კარგად ამერიკის შეერთებულ შტატებშია განვითარებული და სწორედ ეს ქვეყანა ითვლება სარეკლამო ბიზნესის მხრივ წამყვანად.
პირველი ამერიკული სარეკლამო კომპანია ჯერ კიდევ 1841 წელს ფილადელფიაში გახსნა ფოლინ პალმერმა, რომელიც სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო განცხადებებს გაზეთებში აქვეყნებდა და ამ სამსახურისთვის კომპანიების შემოსავლის 25%–ს ითხოვდა. პირველი სარეკლამო სააგენტო "სრული მომსახურებით" კი ჯორჯ ბატენმა დააარსა ნიუ იორკში 1891 წელს. მისი სააგენტო კლიენტებს არამარტო რეკლამის განთავსებას სთვაზობდა, არამედ ტექსტებსაც ადგენდა, მხატვრულად აფორმებდა და დასაბეჭდად ამზადებდა. 1986 წელს ეს ფირმა მეოთხე იყო მსოფლიო სარეკლამო სააგენტოებს შორის წელიწადში 3,26 მლრდ დოლარიანი ბრუნვით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიურში, მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც, სარეკლამო ბლოკები ყველა არხზე ერთსა და იმავე დროს უნდა გადიოდეს.
კარგი რეკლამა ხელოვნების ნიმუშია. გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, სარეკლამო დუბლების გადაღების ყველაზე დიდი რაოდენობა (28 დუბლი) 1973 წელს მსახიობ პეტ კუმბსის შემთხვევაში დაფიქსირდა. საბრალო ქალი ისე გააწამეს რეჟისორებმა და დამკვეთებმა, რომ სანამ ძირითად საკითხამდე მივიდოდა, ავიწყდებოდა, თუ რას უწევდა რეკლამას.
ლონდონში დიდი პოპულარობით სარგებლობს რესტორანი, რომლის პატრონიც მელოტია. აღსანიშნავია, რომ რესტორნის ყველა სხვა თანამშრომელიც აბსოლუტურად მელოტია. რესტორნის აბრაზე კი წერია: "ჩვენთან ვერასოდეს აღმოაჩენთ თმას წვნიანში".
ამრიგად, დღევანდელ განვითარებულ მსოფლიოს რეკლამა რომ აუცილებლად სჭირდება, ამაზე აღარავინ დავობს. მხოლოდ ერთია – ხალხი ითხოვს, რომ რეკლამა ყოველთვის მათ ინტერესებს ემსახურებოდეს.
მოამზადა თათია ბოჭორიძემ

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 