| ქალი და მამაკაცი |

"რუსეთი საქართველოში ინფორმაციის მოპოვებაზე იხარჯება"
გიორგი თავდგირიძე: "რუსეთი საქართველოში ინფორმაციის მოპოვებაზე დიდ რესურსებს ხარჯავს"
სააგენტო "რეიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირობა შეასრულა და ჯაშუშების მორიგ ქსელს 5 ნოემბერს ახადა ფარდა. რატომ მაინცდამაინც 5 ნოემბერს? იმიტომ, რომ იმ დღეს რუსეთში სამხედრო დაზვერვის დღეს ზეიმობდნენ და იმიტომაც, რომ ორ დღეში 7 ნოემბერი თენდებოდა. ოპერაცია "ენვერი" 4 წლის თავზე წარმატებით დასრულდა. რუსეთში, როგორ წესი, ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების მორიგ პიარს დაუკავშირეს და ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე გაიმეორეს, რომ საქართველოში აგენტურული ქსელისთვის ფულს არ დახარჯავენ, რადგან რასაც მოისურვებენ, ისედაც გაიგებენ. სხვა მოსაზრებისაა ექსპერტი გიორგი თავდგირიძე, რომელსაც "სარკე" ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ რუსეთის კომენტარს, რომ მათ საქართველოში ჯაშუშური ქსელი არ სჭირდებათ?
– რუსეთის ეს განცხადება არაპროფესიონალურია და კონტრპიარს ემსახურება, რომ საკითხის ნიველირება მოახდინონ. კავკასიაში დაპირისპირების ვექტორი საქართველო–რუსეთზე გადის. ამ რეგიონში, ვინც რუსეთის ინტერესებს უპირისპირდება და რეალურად შეუძლია კავკასიიდან ფეხი ამოაკვეთინოს, საქართველოა. უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენი პოტენციალის რეალიზება დაბალ დონეზე ხდება, მაგრამ რუსეთში მომავალსაც წინასწარ თვლიან. რუსეთი ცდილობს, თავის მოსახლეობას უთხრას, თითქოს ის არის ზესახელმწიფო და საქართველოში ამერიკას ებრძვის. რეალურად კი საქართველო თვითონაა მოთამაშე, თუმცა სხვა საკითხია, ამას კარგად ახერხებს თუ ცუდად. რუსეთი საქართველოში ინფორმაციის მოპოვებაზე რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს. ესაა – ცალკეული აგენტები, გავლენის აგენტები, ღია წყაროები, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ.
თუ რუსეთი დიპლომატიურ და საინფორმაციო ომს წააგებს, ხისტი მეთოდების გამოყენება მოუწევს, როგორიცაა შეიარაღებული დაპირისპირება, დივერსიული აქტები, პოლიტიკური ძალების დაფინანსება გადატრიალებისთვის და ა.შ. და გაცილებით მეტი რესურსი დაეხარჯება საქართველოს ამბიციების შესაზღუდად და კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად. ამიტომ ურჩევნია, აგენტურულ ქსელში ჩადოს რესურსები.
– დაკავებულებში ძირითადად სამხედრო მფრინავები და რამდენიმე ბიზნესმენია. რამდენად მიუწვდებათ მათ ხელი საჭირო ინფორმაციებზე?
– ამ ჯგუფის ამოცანა ოპერატიული გეგმების მიწოდება არ იქნებოდა. მათი მიზანი იყო, ის ინფორმაცია გადაეცათ, რომელსაც ხედავდნენ. როცა წვრილ–წვრილი ინფორმაციებით ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებ, ანალიტიკურ სამსახურს აძლევ საშუალებას, დაადგინოს, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, თუ რამდენჯერმე შეიძინეს ებრაული საავიაციო ტექნიკა, თუ ებრაელი ინსტრუქტური გამოჩნდა და რომელიღაც ჯგუფი ინგლისურს სწავლობს, იკვეთება ტენდენცია, რომ საქართველო სამხედრო ავიაციის გასაძლიერებლად თანამშრომლობას ისრაელთან იწყებს.
– ოპერაციაზე 2006 წლიდან დაიწყო მუშაობა. 4 წელი დიდი დრო არა არის?
– 2006 წელს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსები საქართველოს ავიაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებდნენ. ამის შემდეგ საჭირო იყო შესწავლა, რადგან ძნელია, დააკავო ადამიანი, თუ სრული მტკიცებულება არ გაგაჩნია. ხშირად მოწინააღმდეგე რომელიმე ქვეყნისთვის ღირებულ ოფიცერზე დეზინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, ჩემი აგენტიაო. ამას იმისთვის აკეთებს, რომ ის ოფიცერი "გაგაფუჭებინოს" და ამით შენი ბრძოლისუნარიანობა დასწიოს. როცა ყველაფერი დალაგებული გაქვს, გამოძიებისთვის ამდენი დრო არ უნდა დაგჭირდეს, მაგრამ როცა თავდაცვის სამინისტროში პერსონალის მენეჯმენტი დაბალ დონეზეა, კონტრდაზვერვის მუშაობაც ფერხდება. თუ სამხედრო მოსამსახურეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, აქვს ვალები, კონფლიქტები, არის დეპრესიაში, ანუ ის, რაც მოწინააღმდეგეს მისცემს მისი გადაბირების საშუალებას, მათ მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, განსაკუთრებით ეს ღირებულ ოფიცრებს ეხებათ.
– აგვისტოს ომის შემდეგაც დააკავეს ოცამდე სამხედრო მოსამსახურე აგენტობის ბრალდებით. გამოდის, რომ თავდაცვის სამინისტროში რუსული გრუ საკმაოდ ღრმადაა შესული.
– არ მინდა, წავახალისო ხელისუფლება, რომ რაღაც რეპრესიები გაატაროს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შეიარაღებული ძალები მკაცრ ფილტრში უნდა გატარდეს. ეს ადვილი არაა, თუმცა არც ისე ძნელია. თითოეული ოფიცერი უნდა გადამოწმდეს, მაგრამ არა "ნაჯახის" მეთოდით და ღირსების შელახვით, არამედ იმ წესით, რაც ნატო–ს ქვეყნებშია დამკვიდრებული.
– 5 ნოემბერი რუსი მზვერავების დღეა. იმ დღეს ოპერაციის შედეგების გახმაურება იყო თუ არა ამ დღისადმი მიძღვნილი პიარაქცია?
– სამხედრო კუთხით, საინფორმაციო ომს პიარი სჭირდება. მისაღებია, რომ მოწინააღმდეგეს მიაყენო მორალური დარტყმა. აქცენტი რუსეთზე იყო გაკეთებული და არა იმაზე, რომ ვაი, შეირაღებულ ძალებში ამდენი აგენტი გვყოლია. ეს კარგია. ხელისუფლებამ არ მიაყენა მორალური ზიანი ქართველ ოფიცრებს, განსხვავებით მუხროვანის ამბოხის მცდელობისაგან, როცა საკმაოდ დამთრგუნველი იყო ის წნეხი, რომელიც მაშინ შეიარაღებულ ძალებზე განხორციელდა.
– ამ კადრებში რაიმე სიყალბე, მაგალითად, ის, რომ ვიღაც იძულებული იყო, აგენტობა დაებრალებინა, ხომ არ შეგიმჩნევიათ?
– საკმაოდ ძნელია, ამდენ კაცს აიძულო, დაიბრალოს, აგენტი ვარო. რაც ითქვა, თუ მართალია, ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ინფორმაციას მოიპოვებდა, იღებდა, აგზავნიდა. სადაზვერვო ქსელის მთელი ჯაჭვი სახეზეა და ამის მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო რუსეთის აგენტურული ქსელის განადგურება.
– აგვისტოს ომის შემდეგ მრავალი ადამიანი დააკავეს – რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენო. როგორ ფიქრობთ, მართლა აწვდიდნენ ქართველები მტერს ინფორმაციებს?
– რუსეთის ქმედებაში იგრძნობოდა, რომ ისინი ინფორმაციას ფლობდნენ. იცოდნენ, რომ ახალგორის მიმართულებით ქართული შეიარაღებული ძალები არ იდგა და მისი დაკავება, ისევე როგორც ხაშურის და გორის, ამიტომაც მოხდა იოლად. ეს არ იყო საველე დაზვერვის ინფორმაცია, არამედ სწორედ აგენტურის ნამუშევარი გახლდათ. ინფორმაციას ის ადამიანები აწვდიდნენ, ვინც ქართულ შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ ან ქართულ პოლიტიკურ წრეებში ისეთი თანამდებობები ეკავათ, რომლებსაც ამ ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებოდათ.
– ოპოზიციაშიც ხომ არ იპოვიან აგენტებს?
– ვფიქრობ, არა. მუხროვანის ამბების შემდეგ დიდი ცდუნება ექნებოდა ხელისუფლებას, რომელიმე პოლიტიკური ძალა მიება აჯანყებისთვის და ამის ფალსიფიცირება ძნელი არ იქნებოდა, მაგრამ არ გაკეთდა. დღესაც ექნებათ იმის ცდუნება, რომ პოლიტიკას დაუკავშირონ, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც ამას ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში აკეთებდნენ. გასულ წელს იმ ამბებს, რომ თითქოს ბურჯანაძის პარტიის წევრები იარაღს ყიდულობდნენ, გაგრძელება არ მოჰყოლია. ვფიქრობ, არც ამ ოპერაციას ექნება პოლიტიკური გაგრძელება.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: დღეს

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 

.jpg)