| ქალი და მამაკაცი |

ბმვ-ს ჰიბრიდული სპორტქარი
ბმვ ჰიბრიდულ სპორტქარს ჩაუშვებს წარმოებაში
კომპანია ბმვ–მ ოფიციალურად დაადასტურა წერმოებაში ჰიბრიდული სპორტქარის ჩაშვების ინფორმაცია. ჰიბრიდული კონცეპტუალური სპორტქარი პირველად საზოგადოებას გასული წლის შემოდგომით ფრანკფურტის ავტოშოუზე წარუდგინეს. ამ ავტომობილის წარმოების დაწყებაზე განცხადება ამ დღეებში ლეიფციგში კომპანიის ახალი მანქანების შექმნის განყოფილების უფროსმა და ბმვ–ს დირექტორთა საბჭოს წევრმა კლაუს დრეგერმა გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილის გაყიდვა 2013 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.
– ჩვენ ამჟამად ჰიბრიდული სპორტქარის შექმნის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით და ჯერ კიდევ განვიხილავთ ავტომობილის ძალოვანი მოწყობილობების სხვადასხვა ვარიანტებს. ვეძებთ ისეთს, რომელიც იდეალური იქნება ყველა ბაზრისთვის, სადაც ჩვენი მანქანის გაყიდვას ვაპირებთ. მაგალითად, გამორიცხული არ არის, რომ შედეგად დიზელის ძრავი ადგილს ბენზინის ძრავს დაუთმობს, – განაცხადა დრეგერმა.
მისი თქმით, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ სპორტქარებზე, რომლებიც ამერიკისა და აზიის ბაზრებისთვისაა განკუთვნილი, სადაც ბენზინის ძრავი ძალოვან მოწყობილობაში მიმზიდველს გახდის მყიდველისთვის.
– ეს ავტომობილი ჩვენი მოდელების რიგის მწვერვალი იქნება, ხოლო ტექნოლოგიების მიხედვით იგი ყველაზე ინოვაციური იქნება ჩვენს მანქანებს შორის, – დაამატა დრეგერმა.
ჰიბრიდული სპორტქარის პირველი სატესტო პროტოტიპები იგივე ძალოვან მოწყობილობას მიიღებენ, რომელიც პირველ პროტოტიპზე იყო გამოყენებული. ის თავის თავში აერთიანებს 1,5 ლიტრი მოცულობის დიზელის 163 ცხენიძალიან ძრავს, ორ ელექტროძრავს (თითო ყოველ ხიდზე), ჩამოსხმულ–პოლიმერულ აკუმულატორებს და ექვსსაფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის რობოტიზებულ კოლოფს. ამ აგრეგატის საერთო სიმძლავრე 328 ცხენისძალა იქნება. კომპანიის მონაცემებით, ასეთ სპორტქარი საათში 100 კილომეტრი სიჩქარის განვითარებას 4,8 წამში შეძლებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 250 კილომეტრი იქნება.
მხოლოდ ელექტროძრავებით ჰიბრიდული სპორტქარი 50 კილომეტრის გავლას მოახერხებს, ხოლო სრულად შევსებული 24 ლიტრიანი საწვავის ავზით ავტომობილი 700 კილომეტრს გაივლის. შერეულ ციკლში საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 3,76 ლიტრი იქნება. ავტომობილის აკუმულატორების სრულად დამუხტვა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო შტეფსელიდან იქნება შესაძლებელი, რასაც სულ 2,5 საათი დასჭირდება.
ჰიბრიდული სპორტქარის სავარაუდო ფასი ჯერჯერობით უცნობია. ამ თემაზე საუბრისას დრეგერმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები იაფი არ ჯდება, ამასთან, ეს ავტომობილი ყველა თანამედროვე ჩვენთვის ცნობილი სისტემით იქნება აღჭურვილი.

კავშირი ტეგთან: პირველი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 