asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კრისტინა აგილერა სიყვარულს ეძებს
კრისტინა აგილერა სიყვარულს ეძებს
კრისტინა აგილერა სიყვარულს ეძებს

2010-11-08 17:46:15



კრისტინა აგილერას ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. ცოტა ხნის წინ მომღერალი მეუღლეს, ჯორდან ბრეტმენს დაშორდა. ამ დაშორებამ ბევრი გააკვირვა, რადგან ჯორდანი და კრისტინა იდეალურ წყვილად ითვლებოდნენ. კრისტინა ხშირად ამბობდა, რომ ჯორდანი იდეალური ქმარი იყო და მის ყველა თხოვნას ითვალისწინებდა და ყველაფერში ეხმარებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, იდეალური ქორწინება არ არსებობს. კრისტინამ ცოტა ხნის წინ შეიტანა განცხადება გაყრის შესახებ და წყვილი უკვე ერთად აღარ არის.



კრისტინამ გააკეთა რამდენიმე განცხადება ამ ყველაფრის შესახებ და თქვა, რომ მის ქმარზე ცუდს არაფერს იტყვის, უბრალოდ, ამჟამად უმჯობესი იქნება, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდეს. მომღერალმა არ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ჯორდანი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამგვარი რამ მართლაც მოხდა და ამან გამოიწვია მათი დაშორება. ამაზე კრისტინას სახე მეტყველებს, რომელსაც აშკარად ემჩნევა ძალადობის კვალი. კრისტინა ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა და შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება წინ აქვს. კრისტინამ განაცხადა, რომ ის დეპრესიაში არ ჩავარდება და ყველანაირად ეცდება, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გააგრძელოს. თუმცა ამის გაკეთება არც ისე ადვილი იქნება. ჯორდანს და კრისტინას საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც 2 წლისაა. მისი გაზრდა ორივეს მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად შეხვდებიან ერთმანეთს. კრისტინა ამჟამად კარიერაზე შედარებით ნაკლებად ფიქრობს, თუმცა ამბობს, რომ მალე ამითაც აქტიურად დაკავდება.

გთავაზობთ ინტერვიუს კრისტინა აგილერასთან.

– თქვენი და ჯორდანის დაშორებას ბევრი არ ელოდებოდა.

– მართალია, ჩვენ თითქმის იდეალურ წყვილად ვითვლებოდით, მაგრამ როგორც ჩანს, იდეალური წყვილები არ არსებობს. ჩვენი დაშორება ჩემთვის ტრაგედია არ გახდება. მე საკმაოდ ძლიერი ვარ და მხოლოდ წინ ვიყურები. ჯორდანის მიმართ უარყოფითად არასოდეს ვიქნები განწყობილი, რადგან 5 წლის მანძილზე მასთან კარგად ვიყავი. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ ჯობდა ცალ–ცალკე გვეცხოვრა და ამან გამოიწვია ჩვენი დაშორება. ცხოვრება ამით არ დამთავრებულა.

– ამბობენ, რომ თქვენი დაშორების მიზეზი ღალატი გახდა.

– არც მე და არც ჯორდანს ერთმანეთისთვის არ გვიღალატია და არ ვიცი, საიდან აგორდა ასეთი ჭორები, საიდან მოიტანეს, რომ თითქოს ჯორდანს ვღალატობდი. ბუნებრივია, მე მყავს მამაკაცი მეგობრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმესთან რომანი მქონდა, როდესაც დაქორწინებული ვიყავი. მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია. მსგავსი ჭორები არ მაღელვებს. არასოდეს ვაქცევდი ყურადღებას ჭორებს. და არც ეხლა მივაქცევ.

– ამ ყველაფრის შემდეგ შეძლებთ, კარიერაზე იზრუნოთ?

– ცოტათი გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შევძლებ, რადგან საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და მესმის, რომ პირადი ცხოვრების გამო კარიერა არ უნდა დავაზარალო. პირადი ცხოვრების მოწყობის შანსი ჯერ კიდევ ბევრჯერ მექნება, ამიტომ კარიერაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნო, რადგან შოუ–ბიზნესს მკაცრი წესები აქვს. როდესაც არ ჩანხარ, ხალხს მაშინვე ავიწყდები და შენზე აღარავინ ფიქრობს. ეს რომ არ მოხდეს, მუდმივად უნდა მუშაობდე.

– მარტოობა არ გაწუხებთ?

– მარტოობა არასოდეს მაწუხებდა და არც ეხლა არ შემაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს დავშორდი, მარტო არ დავრჩენილვარ, რადგან მეგობრები ისევ მყავს. მეგობრები და ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგნენ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ამიტომ, მარტოობის სიმწარე არასოდეს განმიცდია, მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ კარიერა ახალი დაწყებული მქონდა, ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა. მათი დახმარების იმედი ყოველთვის მექნება.

– ახალი სიყვარულის პოვნას შეეცდებით?

– რა თქმა უნდა, მინდა ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იქნება. მაგრამ მალე ამის გაკეთებას ვერ მოვახერხებ, რადგან ყველაფრის გასააზრებლად დრო მჭირდება. დარწმუნებული ვარ, დადგება ის პერიოდიც, როდესაც ისევ ბედნიერი ვიქნები პირად ცხოვრებაში. საერთოდ ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება. მინდა, რომ ბედნიერი ვიყო და დარწმუნებული ვარ, ეს გამომივა.

– არ გაღელვებთ ის ფაქტი, რომ თქვენზე ბევრს ჭორაობენ?

– ჩემზე ყოველთვის ბევრს ჭორაობდნენ, ამიტომ ამ ყველაფერს მიჩვეული ვარ და ყურადღებას არ ვაქცევ. ახლა, როდესაც ქმარს გავშორდი, ჭორები მოიმატებს, მაგრამ, როგორც გითხარით, ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ჭორები შოუ–ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, მათ გამო, გაბრაზება და გაღიზიანება არ შეიძლება. პირიქით, როდესაც შენზე ჭორაობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის საინტერესო ხარ, რაც ცუდი არ არის.

– ახალ კლიპებს თქვენგან როდის უნდა ველოდოთ?

– ახალ კლიპებს მალე გადავიღებ, თუმცა უახლოეს დღეებში არა, რადგან ამისთვის ჯერ კიდევ მზად არ ვარ. როდესაც კლიპზე მუშაობ, აუცილებელია, კონცენტრირებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი ნამუშევარი არ იქნება ხარისხიანი. ამიტომ, სანამ მზად არ ვარ, მუშაობას არ დავიწყებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და მალე დავუბრუნდები სამუშაოს.

ბექა გოგინაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯორდანი
კავშირი ტეგთან: ახალი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online