| ქალი და მამაკაცი |

იპოვნე ნატალი
იპოვნე ნატალი
6
დილით ადრიანად გამოეღვიძა. უხალისობას გრძნობდა. გადაწყვიტა, დროებით შეეზღუდა ნატალისთან ურთიერთობა, მაგრამ ყურსასმენების დანახვაზე ის ღამე გაახსენდა, როცა ნატალი პირველად დათანხმდა ინტერნეტით ხმოვანი კავშირის დამყარებაზე.
უკვე ღამის ორი საათი იქნებოდა, როცა წერილი მიიღო: "საბ, შენთან ლაპარაკი მინდა. სიგიჟემდე მინდა. მე აქ ვარ და გელოდები, შემოხვალ თუ არა, დამირეკე, გიპასუხებ".
ბიჭი ჯერ დაიბნა. ძალიან აინტერესებდა, როგორი ხმა ექნებოდა, როგორ დაელაპარაკებოდა, მაგრამ ყურსასმენები არ ჰქონდა. ამ საუბრის მეორე დღისთვის გადადება არ შეიძლებოდა. რომ გადაეფიქრებინა ნატალის, მერე ხომ ინანებდა, ხომ არ აპატიებდა თავს? ამიტომ გადაწყვიტა, მოეძებნა გამოსავალი და ბინიდან გავიდა.
ლიფტით მერვე სართულზე ავიდა და იმ სახლის კარზე დააკაკუნა, რომელთანაც ინსტინქტურად მივიდა. არავინ გაუღო. ამიტომ კიბით მეშვიდე სართულზე ჩავიდა და თეთრი რკინის კარის წინ შედგა. ის იყო, ზარის დარეკვას აპირებდა, რომ საკეტის ჩხარუნი გაისმა. საბა დაიბნა და წასვლა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო. მის წინ წელსზევით შიშველი, 30 წლის თვალებჩასისხლიანებული მამაკაცი იდგა.
– ეე, – თქვა იმ ტიპმა, – აქ რას აკეთებ, ტო? ბაითის გატანა გინდოდა?
– არა, როგორ გეკადრებათ, მე თქვენი მეზობელი...
– არ გიცნობ, არ მიცნობ, ხო ესეა, ჩემი ძმა?
– კი, ასეა ნამდვილად.
– ვა, ჩემი, რა სტრანნი მასტი ხარ ტო. დიმკააა! – ვიღაცას გასძახა კაცმა და მერე საბას მიუბრუნდა, – მე ლადუკა ვარ. ამ უბანში დავიბადე, გავიზარდე და აქ ვიქნები სიკვდილამდე, არსად ვაპირებ გასვლას, გაიგე? ხო გაიგე? – ბოლო ორი სიტყვა უფრო ხმამაღლა თქვა და სახე სახესთან მიუტანა.
– ვაა, ჩემი, ძაღლობა! – გაისმა შეშინებული ხმა, შემდეგ კი გამხდარი ბიჭის სილუეტიც გამოჩნდა, რომელმაც სწრაფად ჩაუქროლა საბას და კიბეებზე ჩაირბინა.
– დიმკა, მოდი აქ, სად გარბიხარ, – მიაძახა ლადუკამ და დიმკას გაეკიდა.
საბაც თვითონაც გაიქცეოდა, მაგრამ ბიჭები მალე მობრუნდნენ უკან. დიმკასაც მოეშიშვლებინა ტანი. სიგარეტს ეწეოდა და სტუმარს ეჭვნარევი მზერით შესცქეროდა.
– რა გქვია შენ, ძმაო, აქ როდის გადმოსახლდი ან რა გინდა ვაბშე ჩემს სახლთან და საერთოდ ცხოვრებაში რას აკეთებ? – ისევ წამოიწყო საუბარი ლადუკამ.
– საბა მქვია. არქიტექტორი ვარ, სახლებს ვაპროექტებ. ხუთი თვის წინ გადმოვედი მოდებაძეების ბინაში, მესამე სართულზე.
– ვააა, მოდებას ბაითი იყიდე? – ისე უცნაურად გაუხარდა დიმკას, საბა შეიშმუშნა.
– ეგ მოდება მაგარი ახვარი ნაშა იყო და შენი ვინმე ხო არაა? – ჰკითხა ლადუკამ.
– არა, ჩემიანი საიდან. განცხადება ვნახე გაზეთში და მოვედი, – საბამ სიგარეტს მოუკიდა.
– საბა რა სახელია, ტო, ლუდოვიკოსთან გალოდინეს და მეცამეტე კაცად მიგიღეს და რამე? საფრანგეთიდან კაი სუბოს არ ჩამოგვიტან, რამე რო იყოს, ბრატან? – დიმკა სიცილით გადაბჟირდა.
– აუ, მეც ეხლა დავიადე ეგ პონტი, საღოლ დიმკა, რა მაგარი გაარტყი ეგ შუტკა, – ახარხარდა ლადუკაც.
საბას ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა და მძიმედ სუნთქავდა.
– კაროჩე, ეხლა დეიდაშვილი მყავს ცუდად, რა, სიცხე მისცა გდე ტა სოროკ ადინამდე, წამლის საყიდლად მივდიოდი კაკ რაზ, რა, ბრატუხა, მარა რო გამოვედი, გამახსენდა, რო კაპიკი ფული არ მაქ, ხოდა, შენც გაეძრე...
– რაღაცა არსებობს, რა, ნაღდი ბოზი ვიყო, აბა ესე როგორ, – დიმკა ისევ გადაბჟირდა.
– კაი რა, ბიჭო, რა გჭირს, მოწევ პეტრუშკას და მერე ვეღარ გაჩუმებთ, – ლადუკამ დიმკა ბინაში შეაგდო, – მიხედე ანზორას, არ გაიპაროს... კი არა, არ დაიფუფქოს, წყალი მიუტანე.
დიმკა ჩაბნელებულ ოთახში გაუჩინარდა.
– ხოდა, იმას ვამბობდი, პარაცეტამოლი უნდა ვუყიდო და ფული გვჭირდება–მეთქი, რა, ერთი ოცი ლარი, – ლადუკა საბას მიაშტერდა.
– ეტყობა, მართლა მაგარი სიცხე აქვს, თორემ ოცი ლარის პარაცეტამოლით გარნიზონს დაუკლებ სიცხეს, – თქვა საბამ, – კარგი, მოგცემ ფულს, პრობლემა არაა.
ლადუკას სახე გაებადრა კმაყოფილებისგან.
– კომპიუტერი გაქვს? – ჰკითხა საბამ მოულოდნელად.
– ე, მეკაიფები? როგორ არ მაქვს,, აბა ჩემ სოფჩიკას რო არ ვებაზრო ძილის წინ, რა დამაძინებს.
– სოფჩიკა უცხოეთში ცხოვრობს და თქვენ ძალიან გიყვართ?
– საზღვარგარეთ არა, მაგრამ რუსთავშია, რა. მაგრა მევასება ეგ გოგო. აი მაგისი გულისთვის იმენა ფეხით ჩავიძუნძულებ იქამდე, დედას ვფიცავარ. და შენ ვაბშე რა გინდა, რეებზე მელაპარაკები? – გამოერკვა უცებ ლადუკა.
– ხო გითხარი, ფული არაა პრობლემა, მოგცემთ, მაგრამ უნდა მომეხმარო შენც.
– ე, ბაზარი არაა, ვინმე თუ გიტრაკებს, მითხარი.
– ყურსასმენები მჭირდება ოცი ლარის სანაცვლოდ, ნაუშნიკები.
წამით დუმილი ჩამოვარდა.
– ბაზარი არაა, მაგრამ კომპენსაცია მჭირდება, სულ ორმოცდაათი ლარი მინდა მოკლედ.
– კარგი, ოცდაათს მოგცემთ სულ, მეტი არ მაქვს. კაი?
– ეე, ძმობაში მოსულა, მერე მომე დანარჩენი, ბაზარი არაა.
ცოტა ხანში საბას ყურსასმენები გამოუტანეს.
– მადლობა დახმარებისთვის, ჯიგარი ხარ, – უთხრა საბამ.
– რა დახმარება, ტო, თუ გინდა, კომპიუტერსაც მოგყიდი. პენტიუმ სამია, დაგიკლებ კიდევაც.
– კარგი, ვიფიქრებ, – უთხრა საბამ.
სახლში მისული გიჟივით ეცა კომპიუტერს, ყურსასმენი შეაერთა და ნატალის პროფილზე ღილაკი "დარეკვა" მოძებნა. მცირე ლოდინის შემდეგ, როცა გოგოს ნაზი, დაღლილი და ნამტირალევი ხმა მოესმა, მიხვდა, რომ მისი ღამის ვოიაჟი ღირდა ამად.
7
ნასტი ზუსტად პირველი იანვრის დილას, აეროპორტში გაიცნო საბამ.
ნასტი ბერლინში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და საახალწლო არდადეგების გასატარებლად თბილისში მარტო ბრუნდებოდა. ერთმანეთი არქიტექტორ–ფოტოგრაფთა ფორუმზე გაიცნეს. გოგოს ძალიან აინტერესებდა კლდეში ნაკვეთი ქალაქების არქიტექტურა და საბას და მისი მეგობრების საზამთრო ექსპედიციაში მონაწილეობასაც აპირებდა. ბიჭსაც უხაროდა მისი გაცნობა. მას შემდეგ, რაც ნატალიმ დანაპირები არ შეასრულა და ნოემბრის ბოლოს ქალაქში არ ჩამოვიდა, საბამ კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება აღარ ეფიქრა მასზე და ვინმე სხვა გაეჩინა.
ნასტის თვითმფრინავი ხუთის ნახევარზე ჩამოფრინდა. საბამ ადვილად იცნო ნასტი, ნასტიმაც გაუღიმა და ხელი დაუქნია.
– წავედით, – უთხრა ნასტიმ.
– წავედით, – თქვა საბამ.
– ჩემთან წავედით, – უთხრა ნასტიმ.
– შენთან წავედით, – გაუღიმა საბამ.
გზაში საბას ხმა არ ამოუღია. ხანდახან აპარებდა ხოლმე თვალს გოგოსკენ. მოსწონდა მისი სახე და მუქი კანი. ნასტიც ჩუმად იჯდა და ქალაქს ათვალიერებდა.
ყველაფერი ნასტის სახლში დაიწყო, როცა ქალმა გამომცდელი მზერა მიაპყრო საბას და უთხრა:
– შენ ალბათ არც კი იცი, რატომ ხარ აქ.
– რატომ ვარ? – დაიბნა საბა.
– ყველაფერს გეტყვი. რა თქმა უნდა, ექსპედიცია არანაკლებ მნიშვნელოვანია. უბრალოდ, პირადად შენთან ურთიერთობის დასაწყებად სხვა მოტივაცია მქონდა.
– ვერ გავიგე, რაზე მელაპარაკები.
– აგიხსნი, დრო ბევრი გვაქვს. სუფრას მივუსხდეთ.
ბინა ორი ოთახისგან შედგებოდა. მისაღებ ოთახში დიდი სავარძლები იდგა, მათ წინ კი – მომცრო მაგიდა. სწორედ იქ მოკალათდნენ. ნასტიმ მუსიკა ჩართო, მერე კი სტუმარს მიუბრუნდა.
– ჩემი მეკვლე ხარ, – ღიმილით უთხრა ქალმა.
– კარგია.
– ძალიან მომწონხარ. მინდა შენი აზრიც ვიცოდე, მინდა ერთად გადავწყვიტოთ, როგორ ჯობია გაგრძელება.
საბას სიგარეტის კვამლისგან თვალები აეწვა და ფანჯრის გასაღებად წამოდგა. მერე უკან დაბრუნდა და სავარძელში ჩაჯდა.
– მე ვიცი, რომ შენ ანის მეგობარი იყავი, – თქვა ნასტიმ და საბას თვალებში შეხედა.
საბა სავარძელზე გადაწვა.
– კი, ჩემი მეგობარი იყო, ისიც არქიტექტორია და ჩვენთან ფორუმზეც იყო. შენი ვინმეა?
საბა ანის რამდენიმე თვის წინ დაშორდა. გადაწყვეტილების სისწორეში ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი, მაგრამ ხანდახან, როცა ნოსტალგია შემოაწვებოდა, გულახდილად უყვებოდა ხოლმე ნატალის ანის შესახებ. ისიც ამშვიდებდა, რჩევებს აძლევდა, ამხნევებდა.
– კი, ძალიან ჩემი ვინმეა, პრინციპში ძალიან ახლობლადაც მეკუთვნის უკვე, – თქვა ნასტიმ.
– ჯერ ცოტა დროა გასული ჩვენი დაშორებიდან და არ მეხალისება მაგაზე საუბარი, – თქვა საბამ.
– ანი ორი კვირის წინ იმ კაცის ცოლი გახდა, რომელმაც მე ერთი თვის წინ საქორწინო ბეჭედი უკან გამომართვა, გამეყარა, მოკლედ რომ ვთქვათ. სულ ორი თვის დაქორწინებულები ვიყავით, მანამდე კი წლები გვიყვარდა ერთმანეთი, ბერლინში რამდენიმე თვე ერთად ვსწავლობდით და ვცხოვრობდით.
საბამ თავი გააქნია.
– რომ გათხოვდა, ვიცოდი, მაგრამ ის კაცი თუ შენი ყოფილი ქმარი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, – თქვა მან.
– თავისთავად ეს ჩემთვის უდიდესი დარტყმაა, როგორ მოტყუებულად ვგრძნობ თავს, ალბათ წარმოგიდგენია, მაგრამ მე ვერ ვხსნი, რა მოხდა ასეთი. იმ საღამოს, როცა დავშორდით, აქ იჯდა, – ნასტიმ საბას სავარძლისკენ გაიშვირა ხელი, – ძალიან არეული მომეჩვენა, არეულად მიყვებოდა, როგორ გაიცნო ანი რომელიღაც მეგობრის დაბადების დღეზე, როგორ დაუმეგობრდა, როგორ დაწვა მასთან, გესმის? ქმარი მიყვებოდა ამას!
საბამ თავი დაუქნია.
– მე ვეკითხებოდი, რატომ აკეთებ–მეთქი ამას, ან რატომ მიყვები–მეთქი საერთოდ ამ სისულელეებს. მჯეროდა, რომ ეს ერთჯერადი ისტორია იქნებოდა, გაგრძელებების გარეშე და მაშინვე, როცა ის ჯერ კიდევ მიყვებოდა ამ ამბავს, გადავწყვიტე მეპატიებინა, მაგრამ...
ნასტი წამით გაჩუმდა. მერე ახალი სიგარეტი აიღო და განაგრძო:
– ზაზუმ თქვა, რომ ანა ორსულად იყო. მე კი ვიფიქრე, რომ მამაც ეს იქნებოდა და გული წამივიდა. ამდენს ვეღარ გავუმკლავდი. თუმცა წინ მელოდა ყველაფერი ჯერ კიდევ...
– ორსულად? – იკითხა საბამ.
– როცა მოვსულიერდი, ის ისევ ისე იჯდა, გაუნძრევლად, გეგონებოდა, არც სუნთქავსო და მიყვებოდა, რომ ანა ორსულად იყო, ოღონდ მისგან არა.
– ეგ როგორ?
– შენ შენს შვილს ჯერ მოაშორებინებ ვინმეს და მერე მოიყვან ცოლად? – ჰკითხა ნასტიმ.
– არა. მაგრამ რა იცი, იქნებ არც მოაშორებინა, შენ რა იცი?
– თვითონ მითხრა ესე. ჯერ მე გამეყარა, მერე მუცელი მოაშორებინა და მერე ცოლად მოიყვანა.
საბას ყელი გაუშრა. ალკოჰოლი საერთოდ გამოუნელდა. ცარიელი ბოთლი ძირს ჩადგა და ახალი გახსნა.
– იმ საღამოს, რომელზეც გიყვები, მან თქვა, რომ ეს ბავშვი არაა მისი და რომ ანი უბედურია, მას არავინ ჰყავს გვერდით, ის მიტოვებულია და, ზაზუს გარდა, არავინ ჰყავს. ამიტომ გაჰყვა ექიმთან, მოაშორებინა ბავშვი და გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა. ეს იყო ზაზუს მოტივაცია, გესმის?! მე კი არა ვარ მიტოვებული, არა ვარ ორსული და, შესაბამისად, თურმე ბედნიერიც კი ვარ ამის გამო!
ნასტი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
საბას თვალწინ ანი დაუდგა. მათი დაშორებიდან ერთი კვირაც კი არ იყო გასული, რომ ანიმ უთხრა, ორსულად ვარ შენგანო. საბამ მაშინ არაფერი უთხრა და ქალაქგარეთ წავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა და ანის შეხვდა. გოგო უჩვეულოდ მშვიდი მოეჩვენა, რაღაც უფრო თავდაჯერებული. მუცელი ბუნებრივად მომეშალაო, უთხრა ანიმ და არც ზაზუს გაცნობა დაუმალა. ბედნიერი ვარო მასთან, – ამბობდა.
ნასტი ოთახში შემოვიდა, ვისკის ბოთლი თაროდან ჩამოიღო, საბას ჭიქა შეუვსო და სავარძლის კიდეზე ჩამოუჯდა.
– აი, ეს გვაკავშირებს ერთმანეთთან, არ ვიცი, შეიძლება ძალიან დიდი დებილობაა, მაგრამ მომინდა შენი გაცნობა, შენთან ლაპარაკი და მიხარია, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი და რომ აქ ხარ.
ნასტიმ ტუჩები ყურთან ისე ახლოს მიუტანა, რომ საბამ თბილი სუნთქვა შეიგრძნო.
– ნამდვილად ბევრი საერთო გვქონია, – თქვა მან.
– მე არ მჯერა მეკვლეების, კარგი ფეხის დაბედების და ეგეთი სისულელეების, მაგრამ ეხლა რაღაც სხვანაირ მნიშვნელობას იძენს ის, რომ სწორედ შენ ხარ ჩემი მეკვლე...
– მე მგონი, ცხოვრებაში პირველად ვარ მეკვლე და თან ვისთან, ჩემი ყოფილი შეყვარებულის ახლანდელი ქმრის ყოფილი ცოლის სახლში, – საბას გაეცინა.
ნასტი სამზარეულოში გავიდა და მალე ისევ შემოვიდა.
– და შენი აზრით, რა ჰქონდა ანის ასეთი განსაკუთრებული, ან რატომ დაშორდით? – ჰკითხა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ.
საბა წამით ჩაფიქრდა და მერე უპასუხა:
– ნამდვილი მიზეზი თვითონ ანისთვისაც არ მითქვამს. ჩემი მეგობარია ერთი, სიმენსა, ციხიდან ახალი გამოსული იყო. ერთად გაზრდილები ვართ და დედამისმა მთხოვა, ამოდი ხოლმე ჩვენთან და ელაპარაკე ხოლმეო, ცოტა აზრზე მოვიდეს, თორემ გამოყრუვდაო. ხოდა, ხშირად ვნახულობდი იმ პერიოდში. მასთან საკანში მჯდარა ერთი ტიპი, ვასკა. ერთი გოგო ყვარებია და სულ იმაზე ლაპარაკობდაო. ცოლი ყოფილა მისი. ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონიათ, რომ ჩავარდნილა რაღაც საქმეზე. ცოლიც ხშირად აკითხავდა თურმე. პაემანზე რამდენიმე დღითაც რჩებოდა სპეციალურ ოთახში. მოკლედ, ვასკას მხოლოდ იმიტომ უნდოდა გარეთ გასვლა, რომ ცოლი სიგიჟემდე უყვარდაო. და ეს გოგო სწორედ შენი ყოფილი მეუღლის ახლანდელი ცოლი გამოდგა. ნაღდი სერიალია, რა!
– და არ მოსთხოვე პასუხი მერე, არ აახსნევინე, რატომ გექცეოდა ეგრე ან შენ ან იმას?
– ერთი მიზეზი მქონდა დუმილისთვის. მატყუებდა. რა აზრი ჰქონდა ესეთ ადამიანთან ლაპარაკს? ამიტომ, უბრალოდ დავშორდით, ულაპარაკოდ, ახსნების გარეშე.
– შენც არ ყოფილხარ ჩემზე ნაკლებ დღეში, – გაეღიმა ნასტის და მუსიკის შესაცვლელად კომპიუტერთან მივიდა.
სწორედ ამ დროს საბას მასთან მიახლოება მოუნდა. ნასტის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ტანსაცმელიც კი არ გაუხდიათ ბოლომდე, ისე სწრაფად დაასრულეს ყველაფერი, იქვე, მაგიდაზე. მერე კიდევ შეცვალეს მუსიკა და ახლა სავარძელზე გადაინაცვლეს.
გამთენიისას საბა თავის ტკივილმა გამოაღვიძა. რამდენიმე წუთი იხსენებდა, როგორ მოხვდა იქ. მერე შარვალი ამოიცვა, სამზარეულოში გავიდა და ყავა აიდუღა.
ნასტის გათიშულს ეძინა. საბამ ყავის აივანზე დალევა გადაწყვიტა და ფრთხილად გააღო კარი. არ უნდოდა გოგოს გაღვიძება. გარეთ ყინავდა. ქუჩაში მანქანები არ დადიოდნენ. ქალაქი დასაძინებლად წვებოდა. ბიჭმა ოთახში შეიხედა და ნასტის შეხედა.
ნასტის დაბღვერილს ეძინა, სახეზე წინა ღამით მოთხრობილი ისტორიის განწყობა ეხატა. საბამ იცოდა, რომ ნასტის ზაზუ ჯერაც უყვარდა და გრძნობდა, რომ ქალი უფრო შურისძიების გამო დაწვა მასთან და არა იმიტომ, რომ მოსწონდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 