| ქალი და მამაკაცი |

რუსეთმა მას ჩეჩნეთი აჩუქა
რამზან კადიროვი: "მე მივაღწიე იმას, რომ ჩემი ეშინიათ"
გროზნო, 2010 წლის
19 ოქტომბერი
ბოევიკთა ჯგუფმა განახორციელა თავდასხმა ჩეჩნეთის პარლამენტზე. ნიშანდობლივია, რომ თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობაში სვერდლოვსკიდან ჩამოსული დელეგაცია იმყოფებოდა.
კონტრტერორისტულ ოპერაციას თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა. ორმა ტერორისტმა თავი მოიკლა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და დაიჭრა პარლამენტის სამეურნეო ნაწილის გამგე. დაჭრილია 17 კაცი, მათ შორის, ჩეჩნეთის პარლამენტის აპარატის უფროსი.
სვერდლოვსკელი სტუმრებიდან არავინ დაზარალებულა.
საერთაშორისო გამოხმაურებანი
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ თავდასხმას ჩეჩნეთის პარლამენტზე, – ასეთი განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ოფიციალური მოსკოვი მომხდარმა შოკში ჩააგდო, კრემლი ხომ ამტკიცებდა, ჩეჩნეთის პრობლემა გადაწყვეტილია და ბანდიტები დიდი ხანია გავანადგურეთო. "არ–ტი–ვი–აის" ჟურნალისტებმა ამას ირონიული კომენტარი გაუკეთეს:
– ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ მალე გროზნოში დისნეი–ლენდი გაიხსნებოდა, მეტიც, თანახმად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა, მის გასახსნელად კადიროვს საკმაო თანხა გადაურიცხეს.
გაზეთმა "დი ველტმა" აღნიშნა, რომ თავდასხმა პარლამენტზე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრობლემების სიმწვავეს, რასაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში წააწყდა:
– ტერაქტები სისტემატიურად ეწყობა არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ დაღესტანში, ყაბარდო–ბალყარეთსა და ინგუშეთში. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელმა დაჯგუფებამ განახორციელა თავდასხმა პარლამენტზე. ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა მძიმეა, დღეს ეს სავსებით ცხადია.
გაცილებით კატეგორიულია "ფაინენშელ ტაიმსის" ტონი:
– რუსეთი ვერ აკონტროლებს ჩეჩნეთს. თავდასხმა პარლამენტზე ამისი აშკარა მაჩვენებელია. მოსკოვის იმედები, რომ კადიროვი შეძლებდა წესრიგის დამყარებას, არ გამართლდა, რაც სრულიად კანონზომიერია. კრემლმა მას მოქმედების სრული თავისუფლება მისცა და თვალს ხუჭავდა მის მიერ თუნდაც რუსეთის კანონების აშკარა დარღვევაზე, შედეგად, დაისადგურა ძალადობამ და უკანონობამ, რამაც მხოლოდ სიძულვილი წარმოშვა.
ბი–ბი–სის კორესპონდენტის აზრით, თავდასხმა პარლამენტზე მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც კადიროვის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას. ჩეჩნეთის გზებზე სიარული საშიშია, გროზნოში არა თუ ღამით, დღისითა და მზისით ეწყობა თავდასხმები.
– როდესაც ჩვენი კორესპონდენტები ჩეჩნეთში ჩავიდნენ, კადიროვის ხელისუფლებამ მათ შეიარაღებული დაცვა მიუჩინა. სხვაგვარად რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილება საშიში იყო.
აღნიშნულ თემას ეხება "თაიმსიც". მისი აზრით, გახშირებული ტერაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, თავდასხმები თავად რამზან კადიროვზე, მოწმობენ იმას, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ჩეჩნებისათვის ერთიან სახელმწიფოში ცხოვრების ფორმების გამოძებნა. ჩეჩნეთსაც რსფსრ–ს შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ შიშველი ძალის მეშვეობით აკავებენ:
– ჩეჩნეთში, და საერთოდ, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, უმწვავესი სოციალური პრობლემებია, – წერს "თაიმსი", – იქ სიღატაკე, უმუშევრობა, საყოველთაო კორუფცია და უკანონობაა გამეფებული. თუმცა, ეს არა მხოლოდ კავკასიისათვის, არამედ საერთოდ თანამედროვე რუსეთისათვისაცაა დამახასიათებელი. თუკი, რუსი მამაკაცი სასოწარკვეთისგან ლოთდება, კავკასიელი ხელში ავტომატს იღებს და იარაღით ხელში ცდილობს, თავისი ადამიანური ღირსების დაცვას. დღევანდელ პირობებში მას სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დარჩა. თუმცა, რასაკვირველია, შეიძლებოდა პარლამენტზე თავდასხმის თავიდან აცილება. საამისოდ, ჩეჩენ ბოევიკთა შორის აგენტურის ფართო ქსელის არსებობაა საჭირო. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებს ის არ გააჩნიათ.
რამ განაპირობა თავდასხმა პარლამენტზე?
ემიგრაციაში მცხოვრებმა ჩეჩენთა ლიდერმა ზაკაევმა გაავრცელა განცხადება, რომ მას მომხდარ ტერაქტთან არავითარი კავშირი არა აქვს. იგივე განაცხადა ბოევიკთა ლიდერმა დოკუ უმაროვმაც. მომხდარზე პასუხისმგებლობა მეორე ლიდერმა გაკაევმა აიღო, რომელიც უმაროვს გაემიჯნა:
– ეს იყო არა ტერაქტი, არამედ შახიდური ოპერაცია, – განაცხადა მან.
პარლამენტზე თავდასხმა პირდაპირ კავშირშია ჩეჩნეთში დღეს არსებული ძალადობისა და ტერორის ატმოსფეროსთან, იმასთან, რაც აქ კადიროვის რეჟიმმა შექმნა.
– კადიროვი, – ნათქვამია "არ–ტი–ვი–აის" კომენტარში, – რა თქმა უნდა, ჭკვიანი კაცია, მაგრამ მას აშკარა პრობლემები აქვს ზნეობასთან. ცნებები – დემოკრატია, კანონი, ადამიანის უფლებები – მისთვის უცხოა. ერთადერთი არგუმენტი, რასაც პატივს სცემს, შიშველი ძალაა, ამიტომაც რესპუბლიკას ძალისმიერი მეთოდებით მართავს.
რამზან კადიროვი ჩეჩენთა მუფტის (სასულიერო ლიდერი) ახმად კადიროვის ვაჟია. თავის დროზე რამზანმა წარჩინებით დაამთავრა მახაჩკალის უნივერსიტეტი. ის არა მხოლოდ წარჩინებული სტუდენტი, არამედ კარგი სპორტსმენიც გახლდათ და კრივში სპორტის ოსტატის წოდებაც მოიპოვა. თავის დროზე რამზანი მამასთან ერთად ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ჩაება და გენერალ დუდაევს მხარი დაუჭირა. როდესაც პირველი ჩეჩნური ომი დაიწყო, რამზანმა ხელში ავტომატი აიღო და რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ჩაება. მამამისმა ახმად კადიროვმა, რომელიც ამ დროს მუფტი გახლდათ, ჰაზავათი ანუ საღმრთო ომი გამოაცხადა:
– ომის დამთავრებისა და გროზნოდან რუსების განდევნის შემდეგ, ახმად კადიროვი პრეზიდენტ მასხადოვს ოპოზიციაში ჩაუდგა, – წერს "უკრაინსკე სლოვო", – ოფიციალური ვერსიით, კადიროვის უკმაყოფილება ვაჰაბისტთა მოძალებამ განაპირობა. სინამდვილეში მისი ოპოზიციონერობა განპირობებული იყო იმით, რომ მასხადოვმა კადიროვების კლანის ფინანსური ინტერესები შელახა.
ამრიგად, მამა–შვილი კადიროვები რუსების მხარეს გადავიდნენ. როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, რუსებმა შეძლეს გროზნოს აღება. ჩეჩნეთის მარიონეტულ მთავრობას სათავეში რამზანის მამა ახმად კადიროვი ჩაუდგა სათავეში. ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი გაოცებას ვერ მალავდა.
– ჩეჩნეთში წესრიგის დასამყარებლად საჭიროა ავტორიტეტული ლიდერი, რომელსაც ხალხი ენდობა, – განაცხადა "ნტვ"–ს ეთერში ნემცოვმა, – კადიროვი კი, მაპატიეთ და, მხოლოდ კრემლის ნდობით სარგებლობს.
როგორც ცნობილია, ახმად კადიროვი ტერაქტის მსხვერპლი გახდა. მისი ადგილი მისმა ვაჟმა რამზანმა დაიკავა:
– რამზან კადიროვი, – ნათქვამია "ნტვ"–ს კომენტარში, – ის ლიდერია, რომელიც ბოევიკთა წინააღმდეგ ენერგიულ ღონისძიებებს განახორციელებს და რესპუბლიკაში წესრიგს დაამყარებს. მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ ერთ დროს იარაღით ხელში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. მამის მოკვლის შემდეგ, მას შურისძიების გრძნობა ამოძრავებს, ამიტომაც ყოფილი თანამებრძოლების მიმართ დაუნდობელი იქნება.
მართლაც, რამზან კადიროვმა ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ოპერაციები განახორციელა. მისი მებრძოლები ბანდიტებისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ ფორმა ეცვათ და ოფიციალურ სტრუქტურებში ისხდნენ. ისინი ყოველგვარი ორდერის გარეშე იჭრებოდნენ ბინებში, აწყობდნენ ჩხრეკებს, რომლის დროსაც მიჰქონდათ ყველაფერი, რაც მოეწონებოდათ. ადამიანებს ყოველგვარი სანქციის გარეშე აპატიმრებდნენ, აწამებდნენ და ხვრეტდნენ:
– ზოგიერთი ამბობს, რომ ბოევიკები სიკვდილით არ უნდა დავსაჯოთ, – განაცხადა რამზანმა ტელევიზიით გამოსვლისას, – შესაძლოა, სასამართლომ ისინი მართლაც შეიწყალოს, მაგრამ მე ასე არ მოვიქცევი და სასამართლომდე საქმეს არ მივიყვან. ყველაზე მიუდგომელი მსაჯული ხომ ჩვენი მეხსიერება და სინდისია! კი, ბატონო, მოსამართლეს მოისყიდი, მოწმეებსაც აიძულებ, შენი სასარგებლო ჩვენება მისცენ, მაგრამ ადამიანთა სინდისს რას უშვრები? ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს, თუ რას სჩადიოდნენ აქ ბოევიკები!
რამზანი არ მალავდა, რომ ძალადობისა და ტერორის რესპუბლიკას ძალადობისა და ტერორის მეთოდებით მართავდა. "ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტის შეკითხვაზე, უყვარხართ მოსახლეობას თუ არაო, მიუგო:
– მე მივაღწიე იმას, რომ ჩემი ეშინიათ და ეს ყველაფერია. ხომ გახსოვთ ხალხური სიბრძნე: შიში შეიქმს სიყვარულსო.
რამზან კადიროვის მოქმედებებით შეშფოთებას არა მხოლოდ დასავლელი ჟურნალისტები გამოთქვამდნენ. თვით რუსი ჟურნალისტებიც კი (მათ შორის, ისინიც, რომლებიც იმპერიულ–შოვინისტურ პოზიციებზე იდგნენ), ხელებს ასავსავებდნენ.
– ჩეჩნეთში რუსეთის ფედერაციის კანონები არ მოქმედებენ! კადიროვი აკეთებს იმას, რაც სურს!
ოფიციალურ ხელისუფლებას ამაზე საკუთარი პოზიცია ჰქონდა. დიახ, კადიროვი აკეთებს იმას, რაც სურს, დიახ, მისი მოქმედება შესაძლოა, თვით რსფსრ–ს კანონის ფარგლებში არ ჯდება, მაგრამ მან აღიარა ჩეჩნეთის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა და განახორციელა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციები ბოევიკთა წინააღმდეგ. შედეგად, ლიკვიდირებულ იქნენ ბასაევი, მასხადოვი, სხვა ლიდერები. ბოევიკთა ნაწილი კადიროვმა შემოირიგა, ნაწილი მოსპო.
– განა ეს იმად არ ღირს, რომ რაღაც–რაღაცეებზე თვალი დავხუჭოთ? – განაცხადებს თავის სატელევიზიო გამოსვლაში ვლადიმერ ჟირინოვსკი, – დღეს მთავარია არა ის, არღვევს თუ არა რამზან კადიროვი კანონს, არამედ ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩეჩნეთი და მთელი ჩრდილოეთ კავკასია!
ასეთმა მხარდაჭერამ რამზანს ფრთები შეასხა. ის დაუნდობელი იყო არა მხოლოდ ბოევიკების, არამედ ყველას მიმართ, ვინც "მის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას გადაწყვეტდა". ჩეჩნეთში ჩასული არაერთი ჟურნალისტი თუ ადამიანის უფლებების დამცველი უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა. რამზანი არაფრის წინაშე უკან არ იხევდა. მწვანე შუქი მას თავად ვლადიმერ პუტინმა აუნთო:
– ფაქტობრივად, კრემლმა რამზან კადიროვს ჩეჩნეთი აჩუქა. მას უფლება მისცეს, რაც სურდა, ის გაეკეთებინა, ოღონდაც უზრუნველეყო ამ მეამბოხე რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში დარჩენა, – წერს "შლიახ პერემოგი".
ყოველი მოქმედება უკუქმედებას წარმოშობს. ძალადობამ და უკანონობამ, რაც ჩეჩნეთში კადიროვმა დაამკვირდა, ლოგიკურად წარმოშვა ტერორიზმი. ასე გაჩნდა და განვითარდა შახიდთა მოძრაობა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად სპობდნენ მტერს.
– შახიდებად მიდიან ისინი, ვისაც დაუხოცეს დედ–მამა, აუწიოკეს ოჯახი. ამ გამწარებულ ხალხს, შურისძიების გარდა, სხვა აღარაფერი დარჩათ, – ნათქვამია რადიო "თავისუფლების" კომენტარში.
პარალელურად ჩეჩენ ბოევიკთა ხელმძღვანელობაშიც მოხდა გადაჯგუფება. წინა პლანზე გამოვიდა დოკუ უმაროვი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მკვლელობისათვის იძებნებოდა, მას ნადირობისას უეცრად იარაღი გაუვარდა. უმაროვი აქტიურად მონაწილეობდა ჩეჩნეთის პირველ ომში. ის გილაევის რაზმში იბრძოდა. გროზნოდან რუსების განდევნისა და პრეზიდენტად ასლან მასხადოვის არჩევის შემდეგ უმაროვი უშიშროების საბჭოს მდივანი ხდება. მალე მასსა და მასხადოვს შორის კონფლიქტი მოხდა და პრეზიდენტმა ის თანამდებობიდან გადააყენა.
– მასხადოვმა ბრალი დასდო უმაროვს ადამიანთა გატაცებაში, – წერს "სეგოდნია".
მიუხედავად ამისა, როგორც კი რუსეთთან საომარი მოქმედებები განახლდა, უმაროვი უყოყმანოდ დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. მასხადოვის, ბასაევისა თუ სხვა ლიდერთა დაღუპვის შემდეგ, ის პირველ პლანზე გამოვიდა.
– კრემლში ტყუილად იმედოვნებენ, რომ დუდაევის, მასხადოვისა და სხვა ლიდერების მოკვლით გაგვტეხენ, – ნათქვამია უმაროვის ერთ–ერთ განცხადებაში, – სანამ არსებობს თუნდაც ერთი ჩეჩენი, თავისუფლებისათვის ბრძოლა არ შეწყდება.
უმაროვს გამოეყო გაკაევი, რომელიც გაცილებით რადიკალურ პოზიციაზეა და რუსეთის დიდ ქალაქებში ტერაქტების განხორციელებას აპირებს. არსებობენ აგრეთვე დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც არავის ექვემდებარებიან და ბრძოლას საკუთარი შიშისა თუ რისკის ფასად განაგრძობენ. შესაბამისად, ტერორმა და ძალადობამ უკუეფექტი წარმოშვა და ძალადობაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.
ეპილოგი
– შეუძლებელია, ორმა ერმა ერთ სახელმწიფოში იცხოვროს, თუკი საამისოდ არავითარი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიური ბაზისი არ არსებობს. მმართველნი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მთლიანობას მხოლოდ და მხოლოდ შიშველ ძალაზე დაყრდნობით ცდილობდნენ, მარცხდებოდნენ. ეს ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, – წერდა ბისმარკი.
რუსეთმა ჩეჩნებს ჯერჯერობით მიმზიდველი ვერაფერი შესთავაზა. კრემლიც მხარს უჭერს რამზან კადიროვს და სანამ ეს გაგრძელდება, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩეჩნეთში (ისევე, როგორც მთელ ჩრდილო კავკასიაში) მშვიდობამ დაისადგუროს.
ნიკა თევზაძე

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი

კავშირი ტეგთან: ვლადიმერ პუტინი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 