| ქალი და მამაკაცი |

როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
როგორ იზრდებოდა ვარსკვლავი
გაგრძელება
ჯოან მარტინეს ვილასეკამ, რომელიც იმდროს "ბარსელონას" მთელ კანტერაზე აგებდა პასუხს, 1997 წლის ივლისში მაცნობა, რომ "ბარსა ც"–ში არ მომიწევდა ასპარეზობა და პირდაპირ დუბლებში უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე დღით ადრე იგივე მითხრა ვილამაც, მეორე გუნდში სათამაშოდ მზად ხარ და შენი ახალი მწვრთნელი ხოსე მარია გონსალვო იქნებაო.
მაშინ ვილას არაფერი უთქვამს, თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ ის უკვე მზად იყო ფილიალის ჩასაბარებლად, მაგრამ ბოლო მომენტში სერა ფერერის კანდიდატურამ გადაწონა და ჩემს ყოფილ დამრიგებელს "ბარსა ც"–ში მოუწია გადაბარგება. დუბლებში მოგზაურობა მარტოს მაინც არ მომიწია. კომპანია ლუის გარსიამ და ანტონიო იდალგომ გამიწიეს.
სანამ მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებდი, ისეთი რამ გადამხდა თავს, რაც სურეალიზმის სფეროს განეკუთვნება. დღეს შეიძლება კარგიცაა, ასე რომ მოხდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ტრაგიკომედიას ჰგავდა.
ავტობუსში ავდიოდი, რათა გუნდთან ერთად ანდორაში წავსულიყავი შეკრებაზე, როდესაც კლუბიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაფორმებამდე ვერსად წავიდოდი. როგორც გაირკვა, პრეზიდენტ ნუნიესს, ე.წ. "ხერარდის საქმის" განმეორების შეეშინდა, რომელიც "ვალენსიაში" უფასოდ გადავიდა და ყველა კანტერანოს პროფესიონალურ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოსთხოვა.
ამ აურზაურის დროს, რომელშიც ჩემთან ერთად მარიო და ჟოფრეც მოხვდნენ, მამაჩემს დაურეკეს და ისიც მოვიდა "ნოუ კამპზე", რათა გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა.
ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვილასეკამ მართლაც გაგვაცნო ახალ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელიც ხერარდის წასვლის შემდეგ შეიქნა, მაგრამ მინიშნებაც კი არ ყოფილა იმაზე, რომ ეს აქ და ახლა მოხდებოდა. მაშინ ერთადერთი რამ მსურდა, თამაშის დაწყება, ამიტომაც ყველა ბიუროკრატიული ფორმალობა გვერდზე გადავდე და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. "ბარსელონას" ოთხი წლით დავუკავშირე ბედი. ხელშეკრულების თანახმად, კიდევ სამი წლით შემეძლო კლუბთან ურთიერთობის გაგრძელება, ხელფასი კი 4 მილიონ პესეტას შეადგენდა, დაქვითვების გარეშე. კლუბის იურისდიქცია ასე მოქცევას არ კრძალავდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ჩვენი ბლაუგრანაში გაწევრიანება.
ანდორაში წავედი შეკრებაზე და მალე მივხვდი, რომ პროფესიონალურ ფეხბურთშიგადავეშვი თავით. ფიზმომზადების მწვრთნელმა, პოსანკომ, არ დაგვზოგა. უბურთოდ ვვარჯიშობდით, მძიმე წონებით.
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემი სხეული ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული. 17 წლის გახლდით და შესაბამისად, აღნაგობაც მოზარდისა მქონდა.
დუბლებში საკუთარი მენტალიტეტი უნდა დამემსხვრია. ყოველდღე უნდა დამემტკიცებინა, რომ საუკეთესო ვიყავი. ჩემს პოზიციაზე სერიოზული კონკურენცია გახლდათ: მიგელ ანხელი და დე მარსელიუსი.
მიგელ ანხელს, სხვათა შორის, მასთან დღემდე ვმეგობრობ, მანქანა ჰყავდა და ყოველდღე დავყავდი "მინი ესტადიზე", რადგან საბადელში ვცხოვრობდი. ის მეტსახელიც მან შემარქვა, რომელსაც დღემდე ვატარებ – "პელოპო". ამ სიტყვის ისტორიულ–ფილოლოგიური წარმოქმნის ასპექტებზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა, ვფიქრობ, მიგელ ანხელს უკვე საჯაროდ ექნება მისი მნიშვნელობა ახსნილი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ "პელოპო", ასე ვთქვათ, ისეთი სიტყვების სინონიმია, როგორებიცაა "ბიჭი" და "კოლეგა". ასეა თუ ისე, ეს მეტსახელი მე და გაბრის ბოლომდე გამოგვყვა. დღეს თანაგუნდელები შემოკლებით "პელოს" მეძახიან.
ცოტა გავერთეთ, ახლა კი კვლავ დუბლებში გატარებულ დროს დავუბრუნდეთ, რომელიც ახალ და ახალ სასიამოვნო სიურპრიზებს მთავაზობდა. აგვისტოს ბოლოს მაცნობეს, რომ ვან გაალი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აპირებდა ჩემს შეყვანას. დუბლებიდან იგივე პატივი სერონს, პუიოლს, კუადრადოს, ჟოფრესა და რაულს ხვდათ წილად. ყველანი 20 წელზე ქვემოთ ვიყავით, რასაც საერთაშორისო წესები მოითხოვდა.
საფეხბურთო სკოლის ახლადგამომცხვარ ხელმძღვანელს, სერა ფერერსაც მოვწონდი, რისი დასტურიც "კანტერას" ეგრეთწოდებულ ნაკრებში გამოძახება გახლდათ. კვირაში ორჯერ, დილის რვა საათზე "ჰოსპიტალეტ ნორდში", "მინიზე" ვვარჯიშობდით ფერერის თანაშემწის, პეპ ალომარის ზედამხედველობის ქვეშ.
ითვლებოდა, რომ ჩვენ "კანტერას" ელიტას წარმოვადგენდით და მწვრთნელების მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მთავარი გუნდისთვის მოვემზადებინეთ. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდებოდა, მით უკეთესი იქნებოდა. სულ ოცნი ვიყავით, "ჟუვენილიდან", "ბარსა ბ"–დან და "ბარსა ც"–დან. ყველაზე პატარა არუნა ბაბანგიდა იყო, რომელიც სულ რაღაც 15 წლის გახლდათ.
ფერერთან თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი. დონ ლორენსმა, კლუბის ხელმძღვანელობას ჩემთვის ყოველწლიური პრემია დაანიშნინა მილიონი პესეტას ოდენობით, რადგან, მისი აზრით, ვარჯიშებზე ყოველთვის ნაყოფიერად ვირჯებოდი.
ოქტომბერში, ეროვნული ნაკრებების თამაშებით გამოწვეული პაუზის დროს, პირველ გუნდს ვეთამაშეთ. ახლა ვხვდები, რომ ეს ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაშინ ბლაუგრანასთან ფრეს თამაში (2:2) გამარჯვების ტოლფასი იყო.
ვან გაალი ფილიალზე დაკვირვებას განაგრძობდა. "მინი ესტადიზე" მისი ყოფნა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა და ამასთანავე, თოთოეული ჩვენგანისთვის მოტივაციის დამატებით წყაროს წარმოადგენდა. გუნდმა, "სეგუნდა ბ"–ს მესამე ზონაში სეზონი არათანაბრად დაიწყო, მაგრამ ნელ–ნელა ფორმა ავკრიბეთ და დეკემბერში სატურნირო ცხრილს სათავეში ჩავუდექით.
მახსოვს, მამაჩემს კარლეს რეშაკმა დაურეკა, რომელიც სამი თვით იაპონიაში გამგზავრებას და "იოკოჰამა მარინოსში" თამაშს მთავაზობდა. თანხმობის შემთხვევაშიჯიბეს 21 მილიონი პესეტათი გავისქელებდი. იაპონური ავანტურისთვის ჩარლიმ, მე, მარიო და ფელიპი შეგვარჩია. სერა ფერერმა ჩვენს გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა: ჩემპიონატი გახურებული იყო და თანაც, ვან გაალს ჩვენთან დაკავშირებით უკვე კონკრეტული გეგმები ჰქონდა.
მალე ყველაფერმა რეალური სახე მიიღო, ნოემბრის თვეში მე და მარიო პირველად გამოგვიძახეს მთავარ გუნდში. "ნიუკასლთან" საშინაო მატჩის განაცხადში მოვხვდით, რომლის შედეგიც უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან "ბარსა" ჯგუფიდან დროზე ადრე გავიდა.
1997 წლის 26 ნოემბერი! ეს თარიღი ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. ცხოვრებაში პირველად ვიჯექი მთავარი გუნდის სათადარიგოთა სკამზე და ზურგს 29 ნომერი მიმშვენებდა. ამ მომენტამდე ზედიზედ ორი დღე მარიოსთან ვრჩებოდი ღამე, რადგან ის სტადიონის მახლობლად ცხოვრობდა და ვარჯიშებზე ერთად შეგვეძლო სიარული.
ოტელ "ხუან კარლოს |"–ში გავჩერდით, ასევე პირველად. ასე იყო თუ ისე, მოედანზე გასვლა არ მოგვიწია. ვან გაალმა ძირითადი გუნდის ის ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდათ.
დუბლებში საქმეები მშვენივრად მიდიოდა. კვლავაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვიყავით. მატჩს მატჩზე ვიგებდით და მომავალს ოპტიმიზმით ვუცქერდით. ფლეი–ოფისა და კლასში ამაღლების იმედით ვიყავით აღვსილნი. გონსალვო ის მწვრთნელი იყო, რომლსაც არსენალში კოლექტივის ერთ მუშტად შეკვრის არაერთი დამაჯერებელი მეთოდი ჰქონდა: ყოველ ხუთშაბათს მთელი გუნდი ბარსელონას რომელიმე რესტორანში ვახშმობდა.
ჩემგან ის ყოველთვის იმას მოითხოვდა, რომ ისეთივე შემართებით მევარჯიშა, როგორითაც თავიდან შევუდექი საქმეს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მთავარი გუნდისკენ მისასვლელი გზა უკვე გაკაფული მქონდა. გონსალვო რეკომენდაციას ხშირად მიწევდა ვან გაალთან, სთხოვდა, ჩემთვის შანსი მოეცა. "კანტერაში ახალი გვარდიოლა გვეზრდება, – ეს პრეზიდენტ ნუნიესის სიტყვებია, რომელიც "რადიო კატალონიამ" გააჟღერა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თავი ქუდში მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ვან გაალმა გააკეთა განცხადება: დუბლებში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლის თამაშის სტილი ამორისა და დე ლა პენიას ნაზავს წარმოადგენსო.
დღეს ამ სიტყვებს, როგორც საქებარს, ისე აღვიქვამ, მაშინ კი სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს ჩემზე. ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვაღიარო, რომ კანტერას ფეხბურთელებს ძალიან გაუმართლათ, რადგან საფეხბურთო სკოლას ვან გაალი კურატორობდა, რომელიც ჩვენი მთავარი დამცველი და პროტექციონისტი იყო. თანაშემწეებს, ფრანს ხოეკას, ვან დერ ლემსა და მოურინიოს, ხშირად აგზავნიდა დუბლების თამაშზე დასაკვირვებლად, უფრო მეტიც, ისინი საწვრთნელ პროცესშიც კი ეხმარებოდნენ გონსალვოს.
ვცდილობდი კონცენტრაცია დუბლებში თამაშზე მომეხდინა, რაც არც ისე იოლი იყო, რადგან ერთის მხრივ უკვე მთავარ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, ხოლო მეორეს მხრივ ფლეი–ოფის მატჩები იყო კარს მომდგარი, სადაც "კადისთან", მადრიდის "რეალთან" და "ლეონესასთან" მოვხვდით ერთ ჯგუფში. ფინიშის სწორზე, სეგუნდაში გადასასვლელად, "რეალთან" გველოდა ორრაუნდიანი ორთაბრძოლა, რომლის წინაც დედაქალაქელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ. ბლანკოსი ერთი ქულით გვისწრებდა და "მინიზე" დამარცხების შემთხვევაში თამამად შეგვეძლო "ადიოს" გვეთქვა ჩვენი გეგმებისთვის, რადგან "მარენგემი" მათემატიკურად მიუწვდომლები ხდებოდნენ.
კულეები ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურნენ – "მინი" ბოლომდე შეივსო. როგორც კი მსაჯის სასტარტო სასტვენი გაისმა, ყველას მოეჩვენა, რომ ლეგენდარული "ოცნების გუნდის" რეინკარნაცია მოხდა. ყველაფერი გამოგვდიოდა, ყოველი შეტევა მეტოქის კარის აღებით სრულდებოდა, რამაც მატჩი ნამდვილ ეიფორიად გადააქცია. ყველაფერთან ერთად, პუიოლი მოტეხილი მაჯით თამაშობდა, ხოლო ისმაელს, გაბრის, მარიოსა და ჟოფრეს, გუნდი რეალურ ექსტაზში მოჰყავდათ.
პირველი ტაიმი 5:0 დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ. გასახდელისკენ აღმაფრენით და სიცილ–კისკისით გავეშურეთ. მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა და საპატიო ლოჟაში მოკალათებული ნუნიესის ფანატიური აპლოდისმენტებით დამამახსოვრადა.
ვან გაალმა ამ მატჩზე დასწრება ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, ერთი კვირის თავზე "ბერნაბეუს" ესტუმრა. პირველ შეხვედრაში მეტოქის გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხების მიუხედავად, მადრიდელები შინ თუ მოგვიგებდნენ, სეგუნდაში სწორედ ისინი გადადიოდნენ. გამარჯვება ან ფრე გვაძლევდა ხელს.
მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბის ხელმძღვანელობამ მაცნობა, რომ შეხვედრას ვან გაალი დაესწრებოდა, რომელიც პირველ რიგში ჩემს საქმეში სანახავად იყო მადრიდში ჩამოსული. მორიგი სუპერ–მატჩი შევთავაზეთ გულშემატკივრებს – 2:0, ვან გაალი კი ჩვენს მიერ გატანილ გოლებს ისე გულმხურვალედ აღნიშნავდა ვიპ–ლოჟაში, რომ ამ ფაქტით აღშფოთებული ლორენსო სანსი ("რეალის" იმჟამინდელი პრეზიდენტი), იძულებული შეიქნა საფინალო სასტვენამდე დაეტოვებინა საკუთარი ადგილი.
დუბლები სეგუნდაში თავაწეულნი დაბრუნდნენ!
ბავშვობაში ერთი და იგივე სიზმრების ნახვა დამჩემდა. ზოგიერთი მათგანი კოშმარული იყო. ერთ–ერთი შემდეგი შინაარსის გახლდათ. ვიღაც პისტოლეტმომარჯვებული მომდევდა, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა, არც ახლობლები, არც მეგობრები. კიდევ ერთი საზარელი სიზმარი სკოლას უკავშირდებოდა, სადაც დედიშობილა მივდიოდი. მივდივარ და ვერაფერს ვამჩნევ, მთელი კლასი სიცილს იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ გავრბივარ სირცხვილნაჭამი. რაც შეეხება საფეხბურთო კოშმარს, ეს "კამპ ნოუზე" დებიუტი იყო. სასტარტო სასტვენისთანავე ყველაფერი თავდაყირა დგებოდა, გაზონზე ფეხი მიცურავდა, ისე, როგორც ძროხას ყინულზე. ყველა ჩემი მცდელობა უშედეგო იყო. არ მახსოვს, რა ხდებოდა შემდეგ, რადგან ამ დროს ოფლდასხმულს მეღვიძებოდა და შვებას ვგრძნობდი.
მახსოვს, 1998 წლის 18 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე "მალიორკასთან" მატჩში, პირველ გუნდში დებიუტისას, ზემოთხსენებული სიზმარი თავიდან ვერ ამოვიგდე. ვფიქრობდი, ახლა მართლა რომ დავიწყო სრიალი მინდორზე–თქო. საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, ბალეარელთა კარში გოლი შევაგდე.
თუმცა, მოდით, მოვლენთა განვითარებას თანმიმდევრულად მივყვეთ. სადებიუტო მატჩამდე თითქმის ნახევარი წელიწადი მთავარ გუნდში ვვარჯიშობდი. 1998 წლის 1 იანვარს, ასე ვთქვათ, ჩემი ნათლობა შედგა. ამ მოვლენამდე ორი დღით ადრ, გონსალვომ მე და მარიოს გვიხმო თავისთან და გვითხრა, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი ვარჯიში იყო დუბლებში და მომავალი წლიდან უკვე "ბარსაში" უნდა გვევარჯიშა, თუმცა კვლავინდებურად ფილიალში მოგვიწევდა თამაში. ვან გაალს ძალიან უნდა თქვენთან მუშაობაო, მოგვილოცა მწვრთნელმა.
ახალი წლის ღამეს ჩემს გემოზე ვერ გავისეირნე, რადგან მთავარ გუნდში პირველ ვარჯიშზე კარგ ფორმაში მინდოდა მისვლა. მარიოს ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შევხვდი და გასახდელისკენ გავწიეთ. უნდა გენახათ ჩვენი გაკვირვებული სახეები, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ იქ უკვე ვიღაც იყო. ეს ვიღაც გილერმო ამორი აღმოჩნდა, რომელმაც თავაზიანად შეგვიპატიჟა ოთახში. ამორი ცოტა ხნით ჩვენს გიდად იქცა და პირველ რიგში მეურნეობის შეფი ხოსეპ მარია კარბელიე გაგვაცნო. მან სავარჯიშო ეკიპირება გადმოგვცა და ჩვენი კარადა გვაჩვენა. ჩემპიონატის ბოლომდე მე და მარიოს ერთი გარდერობით მოგვიწია დაკმაყოფილება, რადგან თავისუფალი მეტი არ იყო.
ცოტა ხანში ვან გაალიც გამოჩნდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ის დიდი ავტორიტეტი იყო, მით უმეტეს, ისეთი უწვერული ბიჭებისთვის, როგორებიც ჩვენ ვიყავით. მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, ეგრევე მიგახვედრებდა იმას, რომ ეს ბიძია მზად იყო შეეჭამე. თავისთან გვიხმო, რათა მოგვსალმებოდა: გამარჯობა, ხხხავი (ხ–ზე ენა ებმოდა ხოლმე), მწვრთნელს სჯერა შენი, წარმატებას გისურვებ!
სადებიუტო სეზონში ცეკვა–თამაშის ხასიათზე ყოველთვის როდი ვიყავი. მძიმე წუთებიც მქონდა, რადგან ჰოლანდიელი ძალიან მომთხოვნი იყო. დუბლებში ვარჯიშისას, თავისუფლად ვგრძნობდი თავს, რადგან ერთი მოწმეც კი არ გვყავდა, მთავარ გუნდში კი 200 ჟურნალისტის წინაშე მიხდებოდა ოფლისღვრა. რამეს ცუდად თუ გააკეთებდი, მაშინვე საზოგადოებისთვის ხდებოდა ცნობილი. მწვრთნელი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. გგონია, რომ მას არ დაუნახავს შენი შეცდომა, მაგრამ უცბად მისი მჭექარე ხმა გესმის: ხხხავი, სად არის შენი კლასი!
ის ძალიან მომთხოვნი იყო თითოეული პასისას, ვარჯიშისას, ბურთთან შეხებისას. ვფიქრობ, ვან გაალის მუშაობის ამგვარი სტილი ზოგჯერ არაპროდუქტიული ხდებოდა. მასთან მუშაობის პირველ თვეებში საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დავიწყე, შეძლებს კი ხავი გაუძლოს ასეთ გამოცდას ყოველდღიურ რეჟიმში? ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში ელემენტარული დახმარება სჭირდებათ და არა რკინის ხელი.
ასე იყო თუ ისე, ვან გაალი მაინც არაჩვეულებრივი მწვრთნელი გახლდათ – სულით ხორცამდე პროფესიონალი, სამართლიანი, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და პირდაპირი. შესაძლოა, მას ინტელექტი აკლდა, მაგრამ საკუთარი ხასიათი მუდამ თან სდევდა.
გასახდელში ვეტერანები გავიცანი, რომლებმაც ცხოვრება შემიმსუბუქეს. ალბერტ ფერერი, გილერმო ამორი, სერხი ბარხუანი, პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე და რაღა თქმა უნდა, აბელარდო. "პიტუს" თავიდანვე დავუახლოვდი. ძალიან მხიარული და ენაკვიმატი ადამიანი იყო. ჩემს სავარჯიშო ფორმაზე სულ იცინოდა ხოლმე, დღემდე ვერ გამიგია, რატომ. არასასიამოვნოა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ გუნდში ფეხბურთელების დაჯგუფება იყო, რომლებსაც იარაღი მუდამ ჩახმახზე ჰქონდათ შეყენებული. ვან გაალი პიცის, დიუგარის და სტოიჩკოვს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა, რაც გუნდის შიგნით ატმოსფეროს ძაბავდა. ვარჯიშებზე ზოგჯერ ისეთი დაძაბულობა იყო, დანით შეგეძლო გაგეჭრა.
ყველაფრის მიუხედავად, იმ სეზონმა საშუალება მომცა გავზრდილიყავი და პროფესიონალურ გზაზე სიარული გიგანტური ნაბიჯებით განმეგრძო. მთავარ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩამიტარებია, მაგრამ ვან გაალი მაინც აგრძელებდა ჩემს ძერწვას, რათა ცოტა ხანში შანსი მოეცა.
სანტ ანტონი დე კოლონში ვისვენებდი, როდესაც "ბარსა ბ"–ს ადმინისტრატორმა, ტონი ალონსომ დამირეკა და დაუყოვნებლივ მთავარ გუნდში გამოცხადება მომთხოვა. რამდენიმე წუთში უკვე "ბარსას" ადმინისტრატორი კარლეს ნავალი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მეორე დღეს ვარჯიშზე უნდა მივსულიყავი. სამკვირიანი შვებულება ერთამდე დავიდა, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვიყავი.
მთავარ გუნდს შევუერთდი, მომდევნო დღეს კი მალიორკაზე გავემგზავრე. იმ საღამოს ვან გაალმა თავისთან მიხმო: მზად ხარ? ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნები.
ყბა ჩამომივარდა. ვიცოდი, რომ მოედნის ცენტრში გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რადგან გვარდიოლა და სელადესი ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ ასეთ მოულოდნელ დებიუტს, თანაც, სასტარტო თერთმეტეულში, ნამდვილად არ ველოდი.
შეიძლება ითქვას, ღამე თეთრად გავათენე. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ პოზიცია, რომელზეც უნდა მეთამაშა, ჰოლანდიელის სქემაში საკვანძო იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ერთი–ორად იზრდებოდა. მატჩი კარგად დაიწყო, საჯარიმოს გარედან სწრაფი გოლი გავიტანე. ამის შემდეგ მოედნიდან ავორთქლდით და შეხვედრა ბალეარელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. "ნოუ კამპზე" 0:1 წავაგეთ და სეზონის პირველი ტიტული გავუშვით ხელიდან.
ჩემპიონატში დებიუტი "მესტალიაზე" მქონდა "ვალენსიასთან" მატჩში, ჩემპიონთა ლიგაზე კი "მანჩესტერთან" "ოლდ ტრაფორდზე". ნათელი იყო, რომ ვან გაალმა ფრონტის წინა ხაზზე გამიშვა, რათა გაეგო, გავტყდებოდი თუ არა. ამ ორმა გუნდმა დადებითი და უარყოფითი მოგონებები დამიტოვა. "მანჩესტერ იუნაიტედი", ჩვენი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე, საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. ბექჰემის, სქოულზის, გიგზისა და იორკის ბურთაობისთვის აღფრთოვანების გარეშე არ შემეძლო მეყურებინა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მანკუნიანელები ჩვენი მეტოქეები იყვნენ. ორივე შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა და ერთნაირი ანგარიშით, 3:3 დასრულდა. "ვალენსია" პირიქით, კაპასი გუნდი იყო. თავდასხმაში პიოხო ლოპესიჰყავდათ, რომელიც წამდაუწუმ არღვევდა ჩვენს დაცვას, ხოლო უკან სალი კლდესავით იყვნენ აღმართულნი უკანახაზელები, მაშინდელი "ვალენსია" ჟოზე მოურინიუს "ჩელსის" მაგონებს.
"ნოუ კამპზე" დებიუტი "სალამანკასთან" მატჩში მქონდა. ვარჯიშზე მამამ წამიყვანა, შევამჩნიე, რომ ცივი ოფლი ასხამდა.
– რა მოგივიდა? – ვკითხე მე.
– ცოტას ვნერვიულობ, "ნოუ კამპზე" ხომ პირველ მატჩს ატარებ.
– ნუ ღელავ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც "მინიზე", ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც მასწავლიდნენ.
მამა ჩემზე მეტად განიცდიდა. ერთი ისტორიაც კი მომიყვა, როდესაც "საბადელში" ვთამაშობდი, უფრო მშვიდად მაშინ ვგრძნობდი თავს, როდესაც სასტარტო შემადგენლობის გამოქვეყნებისას ჩემს გვარს ვერ ამოვიკითხავდი სიაშიო.
გაგრძელება იქნება

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

კავშირი ტეგთან: ხოსეპ გვარდიოლა

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 