| ქალი და მამაკაცი |

რას გვიქადის კოლხეთის ჭაობის დაშრობა
რას გვიქადის კოლხეთის ჭაობის დაშრობა და ჰიბრიდული თესლი
სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი საჩვენებელი პიარაქცია კახეთში, შუა მინდორში, ფერმერებთან მოაწყო. შოუში პრეზიდენტი შავი სათვალეებით, წინ, სკამებზე ჩამომსხდარი ფერმერებით, უკან სამი მოგუგუნე ტრაქტორით გამოჩნდა. მოგვიანებით მიწის ხვნაში ძალაც მოსინჯა, მანამდე კი ბრძანა, ახლა კი მოვიცალე სოფლისთვის, მიწას ისე დავამუშავებთ, საკუთარი მოთხოვნილების 35 პროცენტი თვითონ დავიკმაყოფილოთ, ამისთვის კოლხეთის ჭაობებსაც კი ამოვაშრობთო. სოფლის განვითარების გეგმაში სხვა რამეებიც შედის, მაგალითად, სამხრეთ აფრიკიდან ბურების გადმოსახლება, რომლებიც ფერმერობაში ჩემპიონები ყოფილან, ქართული სიმინდის და ხორბლის ჯიშების ამერიკულით ჩანაცვლება და სულ ცინცხალი ინიციატივა ამჯერად მეცხოველეობაზეა. ამიერიდან ხორცი მხოლოდ "ბოინიის" გავლით გაიყიდება. ამან უკვე ასწია ხორცზე ფასი. ლეიბორისტები ირწმუნებიან, რომ ნატახტარში გახსნილი სასაკლაო, რომელიც თურმე, როგორც მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, ჩვენი ცივილიზებულობის ერთ–ერთი განმსაზღვრელია, თავად ბატონი ჩოჩელისააო.
ამ ყველაფერზე "სარკე" საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძეს ესაუბრა.
გია გაჩეჩილაძე:
– საშინელ ტყუილებს ამბობენ, მაგრამ აღარავინ ტყუვდება. კაცი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე ისე დაამუშავებს სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რომ 35 პროცენტით უზრუნველყოფს ქვეყნის მოთხოვნილებას და ამისათვის უნდა ავითვისოთ კოლხეთის დაბლობი, ჭაობები უნდა დავაშროთ.
მოგიყვანთ რამდენიმე ციფრს:
2010 წლის ოფიციალური შეფასებებით, დღეს 6–7 პროცენტით ვაკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. სასოფლო–სამეურნეო სავარგულების 70 პროცენტია დამუშავებელი. 2003 წელს 30 პროცენტი იყო. ქვეყანაში, სადაც მიწების 70 პროცენტი დამუშავებელია, რომ გამოხვალ და იტყვი, კოლხეთის ჭაობები უნდა დავაშროო, სასაცილოა. კოლხეთის ჭაობები სულ 47 ათასი ჰაა, დაუმუშავებელი მიწები კი – 540 ათასი ჰა. იმ 47 ათასიდან 15 ათასი გალის რაიონშია. კოლხეთის ზეგანს 28 ათასი უკავია. თუ მაგათ ლოგიკას გავყვებით, 15 ათასი ჰა რჩება იმისათვის, რომელიც ამან უნდა დააშროს და სოფლის მეურნეობის გრანდიოზული გეგმები განახორციელოს. ან მართლა არაფერი ესმით და ჩვენს სოფლის მეურნეობის მინისტრს რომ შეხედავთ, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, ან ფულის გაკეთებას ცდილობენ.
– ფულის გაკეთებას – როგორ?
– საერთაშორისო დონეზე ვიღაც შეიყვანონ შეცდომაში, მსოფლიო ბანკი ან ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი, ფული წამოიღონ ვითომ ჭაობების დასაშრობად. ეს კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამაში შეიძლება მოხვდეს კოლხეთის ეროვნული უნიკალური პარკი, რომელსაც 29 ათასი ჰა უკავია და მისი უდიდესი ნაწილი ჭაობებია. 1996 წელს, როცა მწვანეთა პარტია პარლამენტში ვიყავით, დიდი წვალება დაგვჭირდა, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი შენარჩუნებულიყო.
– ჭაობებს თუ დააშრობენ, ამაში ცუდი რა არის?
– ვიღაცას ჰგონია, რომ ჭაობი რაღაც საშინელებაა. ეს არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც იცავს ქვეყანას გლობალურადაც და ლოკალურადაც. ფილტრია. ამავე დროს კოლხეთის ჭაობებს აქვს განსაკუთრებული ფუნქცია. ჭაობებს იცავს გაერო–ს უმკაცრესი კონვენცია "რამსარი", რომელსაც 1996 წელს შევუერთდით და მის საფუძველზე შეიქმნა კოლხეთის ეროვნული პარკი. პალიასტომის ტბაზე კომუნისტებმა საშინელი ცოდვა ჩაიდინეს არხის გაყვანით, მაგრამ ტბა იმდენად უნიკალურია, რომ ბოიმრავალფეროვნება მაინც შეინარჩუნა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმითაა, რომ იქ არის ჩრილოეთიდან სამხრეთით და პირიქით გადამფრენი ასიათასობთი ფრინველის მოსასვენებელი ადგილი. ამ ჭაობებში 294 უნიკალური სახეობა ბუდობს და, თუ ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ეს ტურიზმის ნაწილია. თუ სააკაშვილი ამის განადგურებას აპირებს, ეს საერთაშორისო სკანდალის ტოლფასი იქნება.
გახსოვთ, აჭარას სააკაშვილმა ქედების მოჭრა რომ დაუპირა? შარშან რომ ჩავიდა და იკითხა, სეზონი რატომ ჩავარდაო, მეგობარმა ვარშალომიძემ უთხრა, იმიტომ რომ ბევრი წვიმაა, ეს ქედები ღრუბლებს იქით არ უშვებენ და აქ აკუმულირდებაო, მერე ადექი და ეს მთები მოჭერიო. კოლხეთის დაშრობა დაახლოებით ასეთი იდეაა.
ერთი ნიშანდობლივი რამ მინდა გითხრათ. კოლხეთის ჭაობების ამოშრობის იდეა თავში ლავრენტი ბერიას მოუვიდა, როცა ხელისუფლების პირველი პირი გახდა. ეტყობა, ეს წაიკითხა სააკაშვილმა. ესენი ხომ ბაძავენ ბოლშევიკებს და ეს იდეაც, ეტყობა, აქედან ამოუტივტივდა. ეს ვერ განხორციელდება, სანამ მწვანეთა პარტია და პირადად მე ვართ ცოცხლები! არავის მივცემ იმ უნიკალური ეკოსისტემის დანგრევის საშუალებას და იმ პერსპექტივის მოსპობას, რასაც ტურიზმი ჰქვია. თუ ხორბლის და სიმინდის მოყვანა უნდათ, ის 540 ათასი რომ არაა დამუშავებული, ის დაამუშაონ და მოიყვანონ.
ცოტა ხნის წინ მოვისმინე ტელევიზიით, ეს ჩვენი "სოფლის მეურნეობის მეფე" ჩასული იყო სამეგრელოში და პირდაპირ ტენიდა ცხვირში ხალხს, ამერიკული სიმინდის თესლი შეიძინეთ და დიდ მოსავალს მიიღებთო.
– ამაზეც უნდა გკითხოთ. მეც გამეგება სოფლის მეურნეობაში რაღაც და ვიცი, რა არის ჰიბრიდული თესლი, მაგრამ, მოდით, თქვენ დამეხმარეთ.
– ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ეს სიმინდის თესლი არის ამერიკული ფირმა "პიონერის" გამოყვანილი, რომელიც ლიცენზიანტია გენმოდიფიცირებული უზარმაზარი კორპორაციის, რომელსაც "მონსანტო" ჰქვია და იმას უსაღებენ სიმინდს. ამ ამერიკულ ფირმებს, რომლებიც გენმოდიფიცირებაზე მუშაობენ, უზარმაზარი ცოდვა აქვთ ჩადენილი მსოფლიოს მასშტაბით. შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ვიეტნამის ომის დროს აირმომწამვლელ ნივთიერება "ორანჟს" აწვდიდნენ, რომლითაც ვიეტნამელებს ხოცავდნენ. ვინც ამას ხელმძღვანელობდა, იმ გენერლის შვილი ამ გაზით მოკვდა და იმ კაცმა საერთოდ დატოვა სამხედრო კარიერა. ახლა ამათ საქართველოში სააკაშვილი დაუდგა ლობისტად. რუსეთის ბაზარი ხელოვნურად დაგვიკეტეს, ევროპის ბაზრის გახსნა არ უნდათ. ისე აკეთებენ, რომ საქართველო გენმოდიფიცირებული პროდუქტის წარმოებაზე გადავიდეს, რათა ჩვენი პროდუქტი საერთოდ აღარავინ მიიღოს საერთაშორისო დონეზე. ევროპის ბაზარზე ვინღა მიგვიღებს?! იქ მუდმივად დავებია, ევროკავშირს არ უნდა მიიღოს ამერიკული გენმოდიფიცირებული პროდუქცია, ცდილობს განავითაროს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება თავის ტერიტორიაზე და ჩვენც გვთავაზობენ, თუ სუფთა პროდუქტი გაქვთ, შემოიტანეთო. ახლა უნდათ, მთლიანად გენმოდიფიცირებული გახადონ და საქართველოს აგარარულ სექტორს განვითარების პერსპექტივაც დაუკარგონ.
– სიმინდის გარდა, პრეზიდენტი ფერმერებს ეუბნება, ამერიკული ხორბალი დათესეთ, უფრო მოსვალიანიაო.
– ეს არის ჰიბრიდული ჯიშები, რომელიც მეორე წელს დათესვის შემთხვვეაში მოსავალს აღარ იძლევა ან ძალიან მცირე მოდის. იცით, რას აკეთებენ? გლეხი რომ მოიყვანს იმ სიმინდს თუ ხორბალს და მერე თესლი აღარ ექნება, ისევ იმ ფირმას უნდა მიაკითხოს და მისგან იყიდოს. პარალელურად ამ პროცესში ჩვენი უნიკალური ჯიშები ხომ კვდება? მთავარი ისაა, რომ საქართველო მასობრივად გადავა ამ გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარომებაზე. მერე იქნება კარტოფილი, ჭარხალი... ჩათვალეთ, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობას აღარანირი პერსპექტივა აღარ აქვს, რუსეთიც აღარ მიიღებს. იქაც კრძალავენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას.
– ხორცის გარშემო რაც ხდება, იმაზე რას იტყვით?
– ეს სფერო მონოპოლიის გარეშე დარჩათ. შემოსავლიანი საქმეა და გადაწყვიტეს, ამასაც დააჯდნენ. დასკლავი საქონელი ყველამ "ბოინში" უნდა მიიყვანოს. საქართველოში სულ სამი "ბოინიაა". როგორ უნდა მიიყვანოს იქ საქონელი გაჭირვებულმა გლეხმა? ეს გამოიწვევს იმას, რომ საქონლის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს და ეს თავისთავად გამოიწვევს ხორცის იმპორტის წილის გაზრდას. ბრაზილიიდან და ინდოეთიდან კაპიკებში შემოაქვთ კამეჩის ხორცი, რომელიც ყველანაირად უვარგისია, იქ არავის სჭირდება. გაყინული ჩამოდის და ალღობენ. ერთი ვიდეოკადრი მაქვს ნანახი – როცა ამ ხორცს ალღობდნენ, იქიდან ჩაბუდებული ინდური ბუზების ხროვა ამოფრინდა, ტემპერატურის მატებაზე გაცოცხლდნენ. ადგილობრივი ხორცი ფანტასტიკური ფასი ეღირება, ინდური და კიდევ, არ ვიცი, რომელი ხორცი, რომელიც ჯანმრთელობისთვის კატასტროფაა, იაფი იქნება.
ნინო მეტრეველი

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

კავშირი ტეგთან: ლევანი გაჩეჩილაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 