| ქალი და მამაკაცი |

ვარსკვლავი ქობულეთიდან
ჯანო ანანიძე – ვარსკვლავი ქობულეთიდან
გასულ კვირას საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა. ჩვენებურის პირველი გამოცდა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ შედგა. მართალია, მოედანზე დიდი დრო არ დაუყვია, მაგრამ პირველი ქართველი გახდა, ვინც 18 წლის ასაკში ესოდენ პრესტიჟული ტურნირის ჯგუფური ეტაპი დააჭაშნიკა.
სანამ ჯანო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა, რუსულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი პაველ კუნცევიჩია.
გთავაზობთ ამ სტატიას.
1992 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს ქალაქ ქობულეთში, ყოფილი ფეხბურთელის, ამირან ანანიძის ოჯახში ბიჭი დაიბადა, რომელსაც ჯანო დაარქვეს. უკვე მაშინვე შეიძლებოდა დარწმუნებით ფიქრი, რომ ჯანო მამის კვალს გაჰყვებოდა და ასეც მოხდა. 12 წლამდე ჯანო ქობულეთის საბავშვო სკოლებში თამაშობდა, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა და საფეხბურთო ანბანის შესწავლა "ნორჩ დინამოელში" გააგრძელა.
2 წლის შემდეგ, დიდი ტალანტის მქონე ბიჭუნა კიევის "დინამოს" სკაუტებმა შეამჩნიეს და მალევე ჯანო უკვე კიევის საფეხბურთო სკოლაში იწყებს ვარჯიშს. "დინამოს" იუნიორთა სკოლაში გამოჩენილი ჯანო მიწვევას იღებს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებიდან. აღსანიშნავია, რომ ჯანო თავისზე ერთი წლით უფროსებთან მიიწვიეს სათამაშოდ, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მის ტალანტს.
ანანიძე დიდი სიამაყითა და სიხარულით გაემგზავრა პალანგაში, სადაც თავისი ქვეყნის სახელით მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო ტურნირში. თუმცა, კიევის "დინამოს" მწვრთნელებმა სასწრაფოდ გამოითხოვეს ნაკრებიდან, რითაც აჩვენეს, რომ ანანიძის პატრიოტული გრძნობა საერთოდ არ აინტერესებდათ.
მაშინ ჯანოს პირველად მოუხდა არჩევანის გაკეთება, რომელსაც შეეძლო დიდი როლი ეთამაშა მის საფეხბურთო კარიერაზე. და მან არჩევანი საქართველოს ნაკრებზე გააკეთა.
უკრაინაში კი "ჭირვეული" ახალგაზრდა ქართველის გადაწყვეტილება არასწორად ჩათვალეს და რამდენიმე კვირის შემდეგ სკოლიდან გაუშვეს. ახალგაზრდა ბიჭუნასთვის ეს იყო შოკისმომგვრელი ფაქტი. თუმცა, ყველაფერ ცუდს სიკეთე მოჰყვება და რამდენიმე თვეში "ქართველმა მესიმ" კონტრაქტი მოსკოვის "სპარტაკთან" გააფორმა.
წარსულში ცნობილი ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ, ჯანოს მამასთან ერთად, კიევში მომხდარი არასასიამოვნო ამბის შემდეგ, სასწრაფოდ დაიწყეს ახალი კლუბის ძებნა. ტალანტ ფეხბურთელზე კი ყოველთვის დიდი მოთხოვნაა და არც ჯანო ყოფილა გამონაკლისი. მისდამი ინტერესი ინგლისისა და გერმანიის კლუბებმა გამოიჩინეს. მათ შორის იყვნენ მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია". თუმცა, დასავლური გუნდები მათთან კონტაქტზე აგენტების მეშვეობით გადიოდნენ და მხოლოდ "სპარტაკის" ტექნიკური დირექტორი ევგენი სმოლენცევი გავიდა პირდაპირ კავშირზე. მალე ანანიძე და ჩელებაძე მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ჯანომ "სპარტაკის" ვარჯიშზე ორკარაში მიიღო მონაწილეობა და მთელი თავისი სიმშვენიერით გამოჩნდა. "სახალხო გუნდის" წარმომადგენლებსაც ბევრი არ უფიქრიათ და ანანიძე დაიტოვეს.
ასაკის გამო, უცხოელ ანანიძეს რუსეთის ჩემპიონატის დუბლებში თამაშის უფლებაც არ ჰქონდა, ამიტომ მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლებოდა. დუბლებში დებიუტი ერთი წლით გადაიდო. ეს ანანიძეს წაადგა – ის მოსკოვის აჩქარებულ რიტმს მიეჩვია, რის პარალელურად თავდაუზოგავად ვარჯიშობდა, რომ შემდეგ სეზონში ხმამაღალი განცხადება გაეკეთებინა.
2009 წლის 14 მარტს ჯანოს დებიუტი სანკტ–პეტერბურგის "ზენიტის" დუბლიორთა წინააღმდეგ შედგა. როდესაც "სპარტაკის" გულშემატკივრები შემადგენლობას ეცნობოდნენ, წაიკითხეს "ჟანო", რომელიც მორიგ ბრაზილიელად მიიჩნიეს, რადგან სწორედ იქაურებს ახასიათებთ მაისურზე სახელის დაწერა. თუმცა, როგორც კი მოედანზე ქერათმიანი, სუსტი ბიჭუნა დაინახეს, შვებით ამოისუნთქეს და ყურადღებით დაიწყეს თვალის დევნება. მატჩიდან მატჩამდე კი სულ უფრო უყვარდებოდათ ნორჩი ქართველი, რადგან მისი თამაში ძველ ფიოდორ ჩერენკოვსა და ახლანდელ ლეო მესის აგონებდათ.
უკვე მეორე მატჩში, როდესაც "სპარტაკმა" ნალჩიკელი თანაკლუბელები 5:0 გაანადგურა, ჯანო გენიალური უბრალოებით გამოჩნდა. თავიდან მისმა სირბილის მანერამ ბევრს სარკასტული ღიმილიც კი მოჰგვარა, მაგრამ ის მალე სახეზე შეეყინათ. გულშემატკივრები უკვე დუბლების თამაშებზე დადიოდნენ და ქართველი მესისგან ახალ–ახალ შედევრებს ელოდნენ. საქართველოში კი უკვე ამაყობდნენ თავიანთი ტალანტით.
ჯანოც იმედებს ამართლებდა და ერთმანეთზე ულამაზესი გოლები გაჰქონდა. მის მიერ "ხიმკისა" და "კრილია სოვეტოვის" კარში გატანილი გოლების ვიდეორგოლები იუთუბ–ზე 66.000–ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
უკვე ივნისის ბოლოს ვალერი კარპინმა, ანანიძე, იაკოვლევთან და გრიგორიევთან ერთად, ძირითად გუნდში დააწინაურა. მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას არავინ ელოდა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას კი გულშემატკივარი აღფრთოვანებით შეხვდა. ჯანოს ძირითად გუნდში დებიუტი ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, მისი დამთავრებისთანავე კარპინმა აღნიშნა, რომ ანანიძე მოედანზე საუკეთესო იყო.
ძირითად გუნდში ოფიციალური დებიუტი კი რუსეთის თასზე "კრასნოდარის" წინააღმდეგ შედგა. ჯანომ ეს შანსი გამოიყენა და მატჩის ბოლოს მორიგი გოლი–შედევრი აჩუქა გულშემატკივრებს – მეკარესთან პირისპირ გასულმა იოლად მოატყუა მეტოქე, გააკეთა თეატრალური პაუზა, რამაც მომენტს მოსწყვიტა მეკარის დასახმარებლად ჩასული მცველები და მრგვალი სფერო აკურატულად გადაგზავნა კარში.
საქართველოში კი უკვე სწუხდნენ, რომ ანანიძე სამშობლოს რუსეთზე გაცვლიდა (ავტორმა ალბათ არ იცის, რომ რუსებმა უამრავ ხერხს მიმართეს, რომ ანანიძეს იქაური პასპორტი მიეღო და რუსეთის ნაკრებში ეთამაშა). ამიტომაც, გადაწყვიტეს, ანანიძეს 16 წლის ასაკში ნაკრებში ეთამაშა. თავად ფეხბურთელი კი ბრძენი ადამიანივით შეხვდა მათ წინდადებას და ასაკის გამო იუარა ნაკრებში თამაში და მწვრთნელ–ფედერაციას თხოვა მისთვისაც გაეგოთ. თუმცა, კიევის "დინამოსთან" მომხდარი ისტორიის შემდეგ, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ანანიძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა.
2009 წლის 5 ოქტომბერს ჯანო მაინც მიიწვიეს საქართველოს ნაკრებში და მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ათამაშეს. ჯანო გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისური მოირგო და ამით მის რუსიფიკაციაზეც დაასრულა საუბარი.
კარპინიც თანდათან აჩვევდა ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობას. იმ სეზონში 8 მატჩი ათამაშა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. 16 წლის ბიჭუნასთვის ეს ციფრები ძალიან შთამბეჭდავია.
ამასთან, შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა, რომ ანანიძე ნამდვილი ფლეიმეიკერია. შესანიშნავად ხედავს მოედანს, აქვს ზუსტი და მწვავე პასი, ინსტინქტურად გრძნობს, მოედნის რა ნაწილში დგას მისი თანაგუნდელი, აქვს ფილიგრანული ტექნიკა ბურთთან მოპყრობისას. ერთია, მას ძირითადად მარცხენა ფლანგზე ათამაშებდნენ, სადაც აშკარად არ ჰყოფნიდა სისწრაფე, მაგრამ ამ დანაკლისს ნათელი გონებით უკეთებდა კომპენსაციას. სხვაგან სად შეიძლება დააყენონ ჯანო, როდესაც გუნდში ფლეიმეიკერად ალექსია? საყრდენ ნახევარმცველად არ შეიძლება – სუსტ ანანიძეს იქ გაჭყლეტენ, რჩება მარცხენა ფლანგი, სადაც ხშირად ჩნდება კიდეც.
ის, რომ ფიზიკური მონაცემები არ არის ნორჩი ქართველის კოზირი, ერთი შეხედვითაც ნათელია. პატარა, სუსტი ბიჭუნა თანამედროვე ფეხბურთისთვის ყოვლად გამოუსადეგარი ჩანს. თუმცა, თავისი მინუსები ანანიძეს იოლად გადაჰყავს პლუსებში – კარგად ფარავს ბურთს კორპუსით და აქვს ჩინებული კოორდინაცია.
მისი ტექნიკური მხარე კი აღფრთოვანების მეტს არაფერს იწვევს. ჯანო ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც შეუძლია ცხვირწინ ადგილზე მოატყუოს მეტოქე და ვარჯიშისას კვადრატის დროს შუაში არასდროს მოხვდეს. ამით ტიპური ქართველი ფეხბურთელია, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ითვლებოდნენ ტექნიკაში საუკეთესოებად. ყველაფერთან ერთად, ჯანო არის ცბიერი მოთამაშე და მასთან ერთი ერთზე დარჩენა მცველისთვის დამღუპველია. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჯანოს აქვს დაყენებული დარტყმა. მართალია, ის მთლად რობერტო კარლოსი არ არის, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ნებისმიერი მეკარისთვის არასასიამოვნოა.
ანანიძის თამაშში 3 მთავარ უარყოფით თვისებად მივიჩნევ:
1. არასტაბილურობას, რომელიც ყველა ნორჩ ფეხბურთელს ახასიათებს. შეუძლია დიდებული მატჩის შემდეგ თამაში ჩააგდოს. თუმცა, სტაბილურობა მოვა, როდესაც უკვე ჩამოყალიბდება ფეხბურთელად;
2. ცუდ თამაშს დაცვაში, რომელიც შემტევ ფეხბურთელებს ახასიათებთ. თანამედროვე ფეხბურთში კი ყველა უტევს და ყველა იცავს. ნებსით თუ უნებლიეთ, ჯანომ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს;
3. ფიზიკური მონაცემების უკმარისობა მის ასაკში ხშირია, ამიტომ ცოტა მეტი დრო უნდა გაატაროს სატრენაჟორო დარბაზში. იყო თამაშები, რომლებიც ბოლომდე ჩაატარა და დასასრულისკენ აშკარად უჭირდა.
თუმცა, არ მინდა ასეთ მინორულ ნოტზე დავამთავრო საუბარი, რომელიც ჯანო ანანიძეს ეხება. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ვფიქრობ, ძალიან მალე ანანიძე შემადგენლობიდან ამოაგდებს ალექსს და "სახალხო გუნდის" ტორსიდას თავისი შედევრებით გაახარებს.
მინდა მჯეროდეს, რომ ჯანო ფეხბურთელად სწორედ "სპარტაკში" შედგება, იმიტომ, რომ სწორედ ახალგაზრდა ქართველს შეუძლია "სპარტაკს" ის ბრწყინვალე თამაში დაუბრუნოს, რომელიც გუნდს 90–იან წლებში ახასიათებდა. იმედი მაქვს, რომ ჯანო დაუბრუნებს "სპარტაკს" დაკარგულ რომანტიკულ ფეხბურთს.
მიხეილ ჟორჟოლიანი

კავშირი ტეგთან: კარლოსი

კავშირი ტეგთან: კარლოსი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 