| ქალი და მამაკაცი |

ცოტა ხნის წინ მომღერალ კრისტინა აგილერასი ყველას შურდა, რადგან მას შესაშური კარიერა და მზრუნველი ქმარი ჰყავდა. მაგრამ კრისტინას ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კრისტინა თავის ქმარს, ჯორდან ბრეტმენს, გაშორდა.
წყვილი 5 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი კრისტინამ ჯორდანთან დაშორების შესახებ გააკეთა განცხადება.
რა მოხდა სინამდვილეში? ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.
ერთ-ერთი ვერსიით, კრისტინას საყვარელი ჰყავდა, რომლის შესახებაც ქმარმა არაფერი იცოდა. როდესაც ჯორდანმა ამის შესახებ გაიგო, წყობიდან გამოვიდა და კრისტინა რამდენიმეჯერ სცემა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ისიც არის, რომ კრისტინას სახეზე ეტყობა ძალადობის ნიშნები. ცემის შედეგად კრისტინა საავადმყოფოშიც მოხვდა.
კრისტინას მხარე უარყოფს საყვარლის ყოლის ფაქტს. როდესაც მომღერალი საავადმყოფოდან გამოვიდა, მან მაშინვე შეიტანა განცხადება გაყრის შესახებ.
არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით, ჯორდანი თვითონ ღალატობდა კრისტინას, რის გამოც ოჯახში ხშირი იყო უთანხმოებები. ერთ-ერთი ასეთი კამათის ჯორდანმა თავი ვერ შეიკავა და კრისტინას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
კრისტინა ძალიან განიცდის ქმართან განშორებას, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. ყოველ შემთხვევაში, 14 ოქტომბერს, თავისი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, სანტა-მონიკაში ის ბედნიერად უღიმოდა და ხელს უქნევდა პაპარაცებს.
პაპარაცებმა მას სურათი მაშინ გადაუღეს, როცა ვარსკვლავი თავის 2,5 წლის შვილთან, მაქსთან, ერთად მანქანიდან გადმოდიოდა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 


























































































































