| ქალი და მამაკაცი |

როგორ დატოვა ზვიად გამსახურდიამ თბილისი
როგორ დატოვა ზვიად გამსახურდიამ თბილისი
"გუმბათი აგრძელებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ–მინისტრ თენგიზ სიგუასთან.
– ბატონო თენგიზ, რა ხდებოდა თბილისში 1992 წლის იანვრის პირველ დღეებში?
– 2 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება "საქართველოში ე.წ. სამხედრო საბჭოს შექმნის გამოცხადებასთან დაკავშირებით". საინტერესო ტექსტის შინაარსს მოგიყვანთ:
"მას შემდეგ, რაც პუტჩისტებმა მოახერხეს საქართველოს ტელევიზიის ანძის და შენობის ხელში ჩაგდება, თბილისში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 1992 წლის 2 იანვარს დაგვირგვინდა ე.წ. სამხედრო საბჭოს (ხუნტის) გამოცხადებით. ამ დანაშაულებრივმა, არაკონსტიტუციურმა ჯგუფმა გადააყენა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი და დროებით დაავალა ვინმე თენგიზ სიგუას პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შესრულება. გამოაცხადა თბილისში საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტად დანიშნა ვინმე გიორგი ყარყარაშვილი. აიკრძალა მიტინგების და დემონსტრაციების ჩატარება, დააწესა კომენდანტის საათი და ა.შ. პუტჩისტთა ეს მოქმედება მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის დაშინებასა და დემორალიზაციას, კანონიერი ხელისუფლების არსებობის ფაქტის მიჩქმალვას. მათ სწორედ ამით გამოააშკარავეს თავი. პუტჩისტთა მოქმედება ზუსტი ანალოგიაა 1920–21 წლებში მიმდინარე ბოლშევიკური დივერსიისა. ხოლო სამხედრო საბჭო ბოლშევიკური რევკომისა. პუტჩისტთა მოქმედებამ ბევრად გადააჭარბა 1991 წლის აგვისტოში მოსკოვური გეკაჩეპეს მოქმედებას. ამგვარად მათთან ურთიერთობას არ დაამყარებს მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მთავრობა.
უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს: პირველი – დაიგმოს პუტჩისტების მიერ უკანონო სამხედრო საბჭოს შექმნა, მათი ყოველი გადაწყვეტილება თუ მოქმედება. მეორე – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებმა, წარმოება–დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სრული დაუმორჩილებლობა უნდა გამოუცხადონ სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებებსა და განკარგულებებს. ისინი ვალდებულნი არიან, აქტიური დაუმორჩილებლობა გაუწიონ სამხედრო საბჭოს. მესამე – საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ რესპუბლიკის კონსტიტუციას, რესპუბლიკის კანონებს, რესპუბლიკის პრეზიდენტს, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის დადგენილებებსა და განკარგულებებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი, თბილისი, 1992 წლის 2 იანვარი.
– როგორი დამოკიდებულება იყო შიდა ქართლში მიმდინარე პროცესების მიმართ?
– 3 იანვარს გამოქვეყნდა სამხედრო საბჭოს მიმართვა შიდა ქართლის მოსახლეობისადმი. ამონარიდი ამ მიმართვიდან: – შიდა ქართლის ქართველებო და ოსებო, დაპირისპირებული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებო, საქართველოს დედაქალაქში, მის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის პროსპექტზე იღვრება სისხლი უდანაშაულო ადამიანებისა, რომლებიც ერთი პიროვნების, ზვიად გამსახურდიასა და მის მიერ დამკვიდრებული ტოტალიტარული რეჟიმის ინტერესებს ეწირებიან. თბილისში მიმდინარეობს ბრძოლა დიქტატურას და დემოკრატიას შორის. დიქტატურა და ყოფილი პრეზიდენტის რეჟიმი ბოლო წუთებს ითვლის. ჩვენი და ჩვენი რესპუბლიკის ყველა კეთილი ნების ადამიანის ბრძოლა მალე დამთავრდება. მოგიწოდებთ შიდა ქართლში, ყოფილ სამხრეთ ოსეთში სასწრაფოდ შეწყვიტოთ დაპირისპირება, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების მავნე პოლიტიკის შედეგია. დადგა დრო შეწყვიტოთ ცეცხლი და ყველა საჭირბოროტო საკითხი ცივილიზებული გზით, მოლაპარაკებებით გადავწყვიტოთ. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ორივე მხარეს სასწრაფოდ წარმოგზავნოთ თქვენი სრულუფლებიანი წარმომადგენლები და ხელმძღვანელები თბილისში ჩვენთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად.
– დასავლური მედიის შეფასებებში ამ დროისთვის რა სიახლეებია?
– 3 იანვარს ბი–ბი–სიმ ამ თემაზე მასალა გამოაქვეყნა. ჟურნალისტი მიუთითებდა, რომ საქართველოს ყოფილი საგარეო მინისტრი მურმან ომანიძე მოსკოვში ჩავიდა 1992 წლის 3 იანვარს. თბილისში მიმდინარე პროცესების პირველ დღეებში ის არ იმყოფებოდა მთავრობის სახლში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა გამოიძახა, ომანიძე იქ გამოცხადდა და დაკავებული იქნა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ გიორგაძესთან ერთად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ იგი ბუნკერში იმყოფებოდა, ომანიძე, მისი თქმით. განიცდიდა შეურაცხყოფას და დაცინვას გამსახურდიას ერთგული გვარდიელებისა და პარლამენტის დეპუტატების მხრიდან. ომანიძემ მოახერხა ბუნკერიდან საიდუმლოდ გამოსვლა. გიორგაძემ ეს ვერ მოახერხა. მას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია ნოდარ გიორგაძის ბუნკერში დახვრეტის შესახებ. მან მხოლოდ ის იცის, რომ ამის საშიშროება იყო. მათ შორის მისი მისამართითაც. მურმან ომანიძის სიტყვებით, ზვიად გამსახურდია დათრგუნულ მდგომარეობაშია. იგი დეპრესიაშია და ბოლომდე არ ესმის რისი მიღწევა სურს. კითხვაზე, აქვს თუ არა მის მოსკოვში ჩამოსვლას რაიმე სახელმწიფოებრივი მიზნები, ომანიძემ უპასუხა, რომ იგი ეცდება შეხვდეს რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს და მათ სთხოვოს ეკონომიკური დახმარება გაუწიონ საქართველოს. იგი თვლის, რომ ეს დახმარება საქართველოს ყველა შემთხვევაში დასჭირდება – გაიმარჯვებს ოპოზიცია თუ ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია დარჩება. ზვიად გამსახურდიას განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, ომანიძეს დასავლეთის დახმარების იმედი არ აქვს.
3 იანვარს რადიოსადგურ "თავისუფლების" შემდეგი ინფორმაცია გავრცელდა მიუნხენიდან – ქალაქ თბილისში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირველ საათებში მდგომარეობის სიმწვავე არ ჩამცხრალა. პრეზიდენტმა, რომელიც ისევ მთავრობის სახლის ბუნკერში იმყოფება, დაახლოებით 700 თავის მომხრესთან ერთად, განაცხადა, რომ სამხედრო საბჭოს შექმნა არაკანონიერია და მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ზვიად გამსახურდიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს გადადგომას. გუშინ ოპოზიციამ მთავრობის სახლის აღება სცადა, ვეტმფრენიდან ჩამოგდებული იქნა ნავთით სავსე ავზი, რომელიც პირველ სკოლას და კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის ჩავარდა, მაგრამ არ აფეთქებულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილია 550 და დაღუპულია 70 ადამიანი. უცხოელი კორესპონდენტების აზრით, ეს მონაცემები შემცირებულია. ქალაქში გავრცელებული ხმების თანახმად, მთავრობის სახლში დახვრიტეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი საბჭოს ერთ–ერთი დეპუტატი. ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ მოხერხდა".
გვარდიის დაზვერვამ გადაამოწმა რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ იგი სიმართლეს არ შეეფერებოდა.
– რა პოზიციები ეკავა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო შტაბს?
– იანვარშივე შეგვატყობინეს, რომ რადიოსადგურმა "მაიაკმა" გადმოსცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ცეცხლი გაუხსნეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალ–ლეიტენანტ გრეკოვის ავტომანქანას. გრეკოვი უვნებელია, ხოლო დაიჭრა მისი ორი თანმხლები პირი. რადიოსადგურის ინფორმაციით, გენერალ გრეკოვს გაუკეთებია განცხადება, რომ მიუხედავად არაერთი თავდასხმისა სამხედრო ოლქის წარმომადგენლებზე, არმია ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და არ ერევა საქართველოს მიმდინარე პროცესებში. მთავარსარდლის თანაშემწის, გენერალ დემჩენკოს განცხადებით, 1991 წლის განმავლობაში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ობიექტებზე და ბაზებზე მოხდა 100 თავდასხმა, რომლის დროსაც გატაცებულია დიდი რაოდენობით იარაღი და სამხედრო ტექნიკა.
სინამდვილეში სამხედრო ოლქი ორივე დაპირისპირებულ მხარეზე ფარულად ყიდის იარაღს და ამ ფაქტების დასამალად ავრცელებს ინფორმაციას ბაზებზე თავდასხმებისა და იარაღის გატაცების თაობაზე.
არ გამოვრიცხავ, რომ ბაზებზე თავდასხმების ერთეული შემთხვევები მართლაც იყო, მაგრამ სამხედრო ოლქი იარაღს თავად ყიდის.
– რითი იყო აღნიშნული ახლადშექმნილი სამხედრო საბჭოს საქმიანობის პირველი დღეები?
– 4 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს სამხედრო საბჭოს ბრძანება, 1992 წლის იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმებული იქნა პრეფექტურები, დროებით შეჩერებული იქნა ყველა დონის საკრებულოთა საქმიანობა. ადგილებზე მთელი ძალაუფლება გადაეცა რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს დროებით საგანგებო რწმუნებულებს. მოქალაქეები რომლებიც ჩაიდენენ ქმედებას მიმართულს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებათა საბოტაჟისკენ, პასუხს აგებენ სამხედრო მდგომარეობის პირობებში მოქმედი კანონების მიხედვით.
შემოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში იმართება ზვიადისტების მიტინგები. ხალხის რაოდენობა ათასს არ აღემატებოდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ეს მიტინგები ძალისმიერი მეთოდებით იქნა დაშლილი, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც. როგორც პოლიციის ხელმძღვანელობა, ისე შეირაღებული პირები მკაცრად იქნენ გაფრთხილებულნი იმის თაობაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან ძალისმიერი მეთოდებით მიტინგების დარბევა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საბჭოს მიერ გამოცხადებული იყო კონსტიტუციის დროებით შეჩერება და მიტინგები და შეკრებები ქვეყანაში აიკრძალა.
– რა ხდება ამ დროს მთავრობის სახლში?
– 5 იანვარს ოპოზიციის შტაბში ბუნკერიდან გამოქცეული ორი კაცი მოიყვანეს. მათი მონათხრობიდან ირკვევა, რომ მთავრობის სახლში სულ 300–350 კაცი თუ იქნება დარჩენილი. დილიდან ხმები დარხეულია, რომ მთავრობის სახლზე დიდი შეტევა მზადდება, რასაც პანიკური სიტუაცია შეუქმნია, ამას ხელი შეუწყო შენობაში დენის გამორთვამაც. გვარდიის დაზვერვაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას სამხედრო წინააღმდეგობის ძალა აღარ გააჩნია და მათი გაანგარიშებით ხვალ ე.ი. 6 იანვარს შეწყვეტენ წინააღმდეგობას და ოპოზიციისგან მოითხოვენ თბილისის უსაფრთხოდ დატოვების პირობებს.
დაახლოებით ღამის 12 საათზე თენგიზ კიტოვანმა შემატყობინა, რომ ზვიად გამსახურდია ღამის სამ საათზე დატოვებს თბილისს და დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდში გაემგზავრება თავის ოჯახთან და თანმხლებ პირებთან ერთადო. თენგიზ კიტოვანმა გასცა განკარგულება, რათა გაეხსნათ გზა მთავრობის სახლიდან გალის ქუჩამდე, ზვიად გამსახურდიას სახლამდე. ასევე მთავრობის სახლიდან სანაპიროს გავლით, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ღამის სამ საათზე ზვიად გამსახურდიამ დარბაზში შეკრიბა მთავარობის სახლში დარჩენილები და მათ გამოუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა თბილისი და დასავლეთ საქართველოში გამგზავრებულიყო. მან გამოუცხადა დარბაზში მყოფთ, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა გაჰყოლოდა მას, ავტობუსები მთავრობის სახლის ეზოში იქნებოდნენ და ვისაც არა, მათ სახლებში დაბრუნება შეეძლოთ.
როგორც შემდეგ შეგვატყობინეს, ზვიად გამსახურდია თანმხლები კორტეჟით გაემართა არა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, არამედ საპირისპირო მხარეს, აზერბაიჯანის მიმართულებით. პარლამენტის შენობა მათ დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე დატოვეს. მივიღეთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ სამი ჯავშანტრანსპორტიორი, რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა და ორი ავტობუსი გავიდა ერთადერთ დაუცველად დატოვებული გამოსასვლელიდან და გეზი აიღეს აღმოსავლეთის მიმართულებით. გვარდიის დაზვერვის ინფორმაციით, მეტეხის ხიდთან მხედრიონის დაჯგუფებასა და ავტობუსში მსხდომთ შორის ატყდა სროლა, არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაზარალებულების ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არისო.
გზიდან შეგვატყობინეს, რომ გამსახურდია თანმხლებ პირებთან ერთად მიემართება წითელი ხიდისკენ. ხოლო მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მათ გადაკვეთეს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი ყაზახის რაიონში და განჯისკენ გაემართნენ. ტელეფონით დავუკავშირდით ბაქოს, შეგვატყობინეს, რომ 15 წუთის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის აიაზ მუთალიბოვის პრესსამსახურის უფროსმა რასიმ აგაეევმა გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ ზვიად გამსახურდიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გადაკვეთეს აზერბაიჯანის საზღვარი, მათ თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვათ და ისინი განჯიდან სომხეთის მიმართულებით გაემგზავრნენ.
ამავე დრო რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზვიად გამსახურდიამ თანმხლებ კორტეჟთან ერთად (მერსედესი, ნივა და ორი "გაზ 31") 6 იანვარს 9 საათსა და 20 წუთზე გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი ბაქოს მიმართულებით. ეს ინფორმაცია სააგენტოს მიაწოდა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს წევრმა, დეპუტატმა სამედოღლიმ, რომელიც იმ დროს ყაზახის რაიონში იმყოფებოდა.
– რატომ უთხრა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას უარი პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე?
– საქმე იმაში გახლდათ, რომ ჯერ კიდევ შეიარაღებული კონფლიქტის შუა პერიოდში ორივე მხარემ მიმართა თხოვნით სომხეთის ხელისუფლებას საშუამავლო მისიის შესრულების შესახებ. სომხეთის პრეზიდენტმა ლევონ ტერ–პეტროსიანმა გამოაგზავნა დელეგაცია ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, აშოტ მანუჩარიანის ხელმძღვანელობით. ერთ–ერთ საკითხად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განხილულ იქნა საკითხი იმის შესახებ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს დაუბრკოლებლად მისცემოდა საშუალება თბილისის დატოვებისა და სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში გამგზავრებისა. ჩვენ როცა შევიტყვეთ ამ შეთანხმების შესახებ, შევეცადეთ გაგვერკვია, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვედრა მაინცდამაინც სომხეთის ტერიტორიის გავლით. მაგრამ ამაზე ვერავინ ვერაფერი აგვიხსნა.
6 იანვარს აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და კორტეჟმა პირდაპირ აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ დაადანაშაულა გამსახურდია მოლაპარაკების დარღვევაში და მოსთხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვება.
(გაგრძელება იქნება)
გერა მამულაშვილი

კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია

კავშირი ტეგთან: ზვიად გამსახურდია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 