| ქალი და მამაკაცი |

რა ვერ გათვალა ხელისუფლებამ
ჩრდილოეთ კავკასიიდან ვინც შემოვა, ის საქართველოში დარჩება
გასული კვირიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პირადი ინიციატივა შევიდა ძალაში. 13 ოქტომბრიდან ამოქმედებული ბრძანებულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც რუსეთის ფედრეაციაში შემავალი სუბიექტების: ჩეჩნეთის,ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო–ბალყარეთის, ყარაჩაი–ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკებში ჩაწერილი (რეგისტრირებული) მოქალაქეებისთვის 90–დღიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწიებს. საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელი ხალხების დამეგობრების სურვილით გამოწვეულ ამგვარ გადაწყვეტილებას, რუსეთის ოფიციოზის მხრიდან გაღიზიანებული პროტესტი უკვე მოჰყვა, თუმცა, ამ დროისთვის არც ერთი მხრიდან, აღნიშნული საკითხი პროპაგანდისტული დაძაბულობის საზღვრებს ჯერ არ გასცდენია. რუსეთ–საქართველოს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჰუმანიტარული მოტივით უვიზო მიმოსვლის დაშვების დადებით და უარყოფით მხარეებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრა.
– ჩრდილოეთ კავკასიის 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში გამარტივებული სავიზო რეჟიმის დაწესების მიზეზად სამეზობლო პოლიტიკის გაღრმავებისკენ სწრაფვა დასახელდა. რატომ გახდა აუცილებელი, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება?
– სახელმწიფო სამეზობლო პოლიტიკის გააქტიურების მიზნით, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ნაკლებად დამაჯერებელია. კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა ისტორიულად ქართული სახელმწიფოს საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი ორიენტირი იყო, მაგრამ ამ კავშირების გაწყვეტის უამრავი ფაქტი გვაქვს და ეს ხდება არა მხოლოდ რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესის შემცირებითაც, როგორიც ინგლისურად მოლაპარაკე და მოაზროვნე ერს შეიძლება გაუჩნდეს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჰუმანიტარულ ნაბიჯზე, მაშინ იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ამ ტერიტორიაზე არა მხოლოდ აბორიგენი ეთნიკური ჯგუფების ადამიანები, არამედ რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ.
– არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება მზად, თუნდაც საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით, რომ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი გართულებები, რაც შეიძლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ჩრდილო კავკასიელი მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინებას მოყვეს?
– ეს ყველაფერი მოუმზადებელი ნაბიჯის ხასიათს ატარებს და თუნდაც, კეთილშობილური იდეის განხორციელების პირობებში სირთულეები მხოლოდ მოიმატებს. თავისთავად ყველა ღია საზღვრის მომხრე ვარ, გლობალიზაციის პირობებში სავიზო რეჟიმები ანაქრონიზმად გამოიყურება, რადგან გარკვეულ პროცესებზე დაკვირვების და კონტროლის ბევრად სხვა საშუალებაც არსებობს, ვიდრე პასპორტში ჩარტყმული ბეჭედია. როცა თითქოს გინდა სიკეთე გაუკეთო ჩრდილო კავკასიის მოსახლეობას, იმათ კანონმდებლობასაც ხომ უნდა ვიცნობდეთ, რომ ფუჭი გასროლა არ გამოგვივიდეს? ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ საერთაშორისო პასპორტის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება, რა ქნან, წამოვიდნენ მაინც საქართველოში იმ პირადობის მოწმობით, სადაც მათ მხოლოდ ჩაწერის ადგილი აქვთ რეგისტრირებული? მერე უკან როგორღა წავიდნენ, მათ ხომ თავიანთ ქვეყანაში კანონდამრღვევის სტატუსით მოუწევთ დაბრუნება?
– გამოდის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს. ასეთი ლოგიკით ერთიანი კავკასიის იდეაც მხოლოდ პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაწილი შეიძლება იყოს, რომელიც ისევ იმ ადამიანების ურთიერთობას აზარალებს, რომლის ხელშეწყობის მიზნითაც იქნა ეს ინიციატივა დაშვებული?
– ეს არის დაუმუშავებელი იდეა, რომელიც როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის გასახალისებლად იყო შეთავაზებული. ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებისკენ სკანდალური ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" შექმნის გარდა, თბილისში რეალურად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს, რომელმაც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო დაგვაშორა თავისუფალ ურთიერთობებს ჩრდილოეთ კავკასიიის მოქლაქეებთან. ერთიანი კავკასიის იდეა საქარველში ჯერ არ გაჟღერებულა. მით უმეტეს, ერთიანი კავკასია და ანტირუსიზმი ერთდროულად თავად ერთიანი კავკასიის იდეას საფრთხეს უქმნის.
– რუსეთის ოფიციალური წრეების მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ კავკასიის ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტული ჯგუფები, საქართველოში შესაძლოა, ლეგალური გზით მოხვდნენ. საქართველოს საზღვრის გახსნა შეიცავს თუ არა რეალურ საფრთხეს საიმისოდ, რომ უარყოფითი მოვლენების ესკალაციის მონაწილე ჩვენი ქვეყანაც გახდეს?
– ყველაზე ნაკლები პრეტენზიის უფლება, ვფიქრობ, რუსეთს უნდა ჰქონდეს, რადგან საზღვრის და კანონის დარღვევა, უცხო მოქალაქეებთან შინაურული ურთიერთობების დამყარება, თანაც ისეთი ველური გზით, როგორც ამას რუსეთი აკეთებდა, არ აძლევს მას უფლებას, იყოს კრიტიკული, სხვა სახლმწიფოს გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც თუნდაც მის მოქალაქეებს შეეხება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილების სხვა მიზეზი უნდა გვაინტერესებდეს. თუ ამ ნაბიჯის გადადგმით რუსეთის გაღიზიანება გვსურდა, კი ბატონო, მივაღწიეთ ამას, მაგრამ მოვიმკეთ კიდევ უფრო მეტი დაცინვა იმ გაუაზრებელი პროცედურების გამო, რომელიც გახსნილი საზღვრების პირობებშიც შეიძლება მიუღწევადი აღმოჩნდეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, იქნება თუ არა ამგვარი კონტაქტები ხვრელი ე.წ ვაჰაბიტური სეპატარატიზმისთვის ჩრდილო კავკასიიდან.
– ამის შესახებ უკვე დასახელდა არგუმენტები. მაგალითად ის, რომ ტერორისტული დაჯგუფებები გადაადგილების დროს ლეგალური გზებით არც ამ გადაწყვეტილებამდე სარგებლობდნენ. იქნებ, დავაკონკრეტოთ, ვის წისქვილზე ასხამს საქართველოს ხელისუფლება წყალს?
– საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების პასუხი, რომ ყველაფერი უსაფრთხოა და თავის ტკივილის საფუძველი არ არსებობს, ჩემთვის არადამაჯერებელია. ბევრი მსგავსი განცხადება მომისმენია ამ უწყების ხელმძღვანელებისგან და მის დამჯერეს თავი უკვე აზერბაიჯანთან კონფედერაციაში მცხოვრები მოქალაქე უნდა მეგონოს. ცოტა მეტი პასუხისმებლობა რომ ჰქონდეს ქვეყნის საგარეო უწყებას, სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის წესებს თვითონვე განმარტავდა. ეს უპირველესად საგარეო საქმეთა სამინისტროს სირცხვილია, როცა არავინ არ იცის, როგორ უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც ამის უფლება მიენიჭა.
– თუ საქართველოს ხელისუფლება არ იღებს პასუხისგებლობას, ქვეყანაში იმ მოქალაქეების შემოშვებაზე, ვისაც საკუთარი ქვეყნის კანონით ამის უფლება არა აქვს, გამოდის, რომ ეს პროცესი რეალურად ქაოსის და რუსეთ–საქართველოს შორის პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების მეტს არაფერს მოიტანს.
– ამ ნაბიჯის თანამდევი მიზანი შეიძლება სწორედ ეს იყოს, მაგრამ ეს არ გახლავთ აზერბაიჯანთან თამაში, ეს უკვე რუსეთთან თამაშია. ანალოგიური მზაობის წინადადება იყო საქართველოს პირველი პირის მხრიდან, როცა ყველასგან მოულოდნელად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ერთ ქვეყნად გაერთიანებას სთავაზობდნენ. ესეც საერთაშორისო ყურადღების მიქცევის საშუალებაა, რათა კიდევ რამდენიმე ხანს გაგრძელდეს საუბარი, რომ საქართველოს საინტერესო იდეების ხელისუფლება ჰყავს. ხორციელდება თუ არა ეს იდეები, არავის არ აწუხებს, რადგან ყოველთვის მოიძებნება ის მხარე, კერძოდ, რუსეთი, რომელიც ამ იდეის განუხორციელებლობაში დადანაშაულდება. კიდევ ვიმეორებ, რუსეთს ურჩევნია ხმა საერთოდ არ ამოიღოს, მაგრამ მოთხოვნა იმისა, რომ მან შეცვალოს შიდა კანონმდებლობა იმისთვის, რომ საქართველომ რუსეთის მოქლაქეები საკუთარ ქვეყანაში შეიყვანოს, არასერიოზულია. ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთის პასპორტის გარეშე გადმოვა საქართველოში, უკან შესვლისას უკვე სამართალდამრღვევია. თუ ის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის საზღვარგარეთული პასპორტით შემოვა, აქ ვერავინ ვერ დაადგენს ეს მოქალაქე გროზნოში ცხოვრობს, ვორონეჟში თუ კამჩატკაზე. რუსულ პასპორტში ასეთი ჩანაწერები უბრალოდ არ არსებობს.
– გამოდის რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებში, ვინც ჩრდილოეთიდან საქართველოში შემოვა, აქ უნდა დარჩეს?
– კი, ასე იქნება და თანაც, თუ რაიმე ტერორისტული აქტი მოხდა, რუსები გვეტყვიან, ხომ გაფრთხილებდითო და მერე რამდენი სამხილიც არ უნდა იყოს, რომ სწორედ რუსეთისგან შეგნებულად შემოგზავნილი ჯგუფისგან არის ტერაქტი მოწყობილი, თავს ვერ გავიმართლებთ და ვერაფერს დავამტკიცებთ. იმაზე მაინც ვიფიქროთ, ვინ დგას იმ ტერაქტების უკან, რომელიც აფხაზეთში ისლამის ამღიარებელ აფხაზებზე თავდასხმისას ხორციელდება. როცა ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ყოველთვის ფიქსირდება ავტომობილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არც შესვლისას და არც გასვლისას არ ყოფილა.
– საინტერესოა, თავისუფალმა მიმოსვლამ ეკონომიკური კუთხით რა ცვლილება, ან გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს სასარგებლოდ. ხომ არ გახდება ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვარი არალეგალური იმპორტ–ექსპორტის წახალისების ახალი კერა?
– ეკონომიკური წახალისების საშუალება ამ გზას საზღვრისპირა ვაჭრობისთვის ექნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექნა საშუალება უვიზო გადაადგილების მეორე მხარესაც მიეცემა. არსებობს ალბათობა, რომ ეს გზა ყველაზე უკეთ ნარკოტრასების მაკონტროლებელმა ძალამ გამოიყენოს, რადგან არ არის საიდულმლო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ნაწილი დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან. ამდენად ეს ბაზარი უფრო სწრაფადგანვითარებადი აღმოჩნდება. ნებისმიერი კომუნიკაცია თეორიულად ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაცხოველებას, მაგრამ ესეც არ უნდა იყოს სპონტანური. ჩვენ გვქონდა ერგნეთის ბაზარი, რომელიც საშინელებების გამო დავხურეთ, რითაც მეორე უკიდურესობაში გადავვარდით და ორ ხალხს შორის კომუნიკაციის საშუალება მოვსპეთ. ამიტომ როცა ხსნი, ან ხურავ საზღვრებს, იმაზე ბევრად მეტი უნდა გათვალო, ვიდრე ამის გაკეთება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია.
ხათუნა ხატიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 