| ქალი და მამაკაცი |

როგორ ისვენებს ცოლისგან ალეკო მალხაზიშვილი

შოუმენი ალეკო მალხაზიშვილი რეალურადაც ისეთივე მხიარულია, როგორიც ეკრანზე ჩანს. ის თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს. თვლის, რომ საამისოდ ყველაფერი აქვს: იღბალი, წარმატება, სიყვარული. სამ გოგონას ზრდის და ირწმუნება, რომ მამობრივი სითბო მაინც სხვა, რაღაც განსაკუთრებულია და ამ თემაზე ცოლთან შეკამათების სრულიადაც არ ეშინია. როგორც ჩანს, ასეთი "კამათები" მათთვის უცხო არაა. ინტერვიუს დროს გამოგვიტყდა, ორი კვირაა ცოლს არ ველაპარაკებიო.
– ალეკო, როგორ გაატარეთ ეს ზაფხული, დაისვენეთ?
– ოჯახთან ერთად დავისვენე ხუთი დღით ბათუმში. მეტი ვერ გავძელით, რადგან ძალიან ცხელოდა და თბილისში დავბრუნდით. საერთოდ, სიცხე არ მიყვარს და მთელი ზაფხული სახლში ვიჯექი. შეიძლება ითქვას, გარეთ არც გავსულვარ.
– როგორი მეოჯახე და როგორი მამა ხართ?
– ოჯახში ძალიან საქმიანი ვარ და სამსახურში ძალიან ოჯახური. დღის ორ მესამედს სამსახურში ვატარებ. სახლში მარტო დასაძინებლად შევდივარ. ძალიან მძინარა მამა ვარ. ახლა თქვენ განსაზღვრეთ, როგორი მეოჯახე ვარ.
– თქვენს ნაკლებობას ცოლ–შვილს ალბათ საჩუქრებით უნაზღაურებთ.
– შვილებს ვჩუქნი.
– მეუღლეს?
– რა თქმა უნდა, იმასაც, მაგრამ ჩემი შვილებივით ხშირად – არა.
– ყველაზე განსაკუთრებული რა გიჩუქებიათ ცოლისთვის?
– ჩვენი შვილები ვაჩუქე. მეტი რა უნდა?!
– თუ მან გაჩუქათ შვილები?
– მე ვაჩუქე, რადგან ბავშვები ჩემთან სამსახურში ხომ არ არიან. მასთან არიან, სახლში.
– ცოლთან ხშირად კამათობთ?
– კი, ძალიან ხშირად. შეიძლება ითქვას, საათში ერთხელ მაინც. იცით, რა არის? კამათი ჩემთვის ცოტა ისეთი თემაა, რა, არ მიყვარს ეგ სიტყვა. მე შემიძლია ავუხსნა ადამიანს და არ ვეკამათო, მარტო ცოლს არ ვგულისხმობ. ჩხუბი, ხმის აწევა, ყვირილი არ მახასიათებს. თუ მაინც ვერ გაიგო ჩემმა ცოლმა, მაშინ ვებუტები ხოლმე და რამდენიმე დღე არ ველაპარაკები. უბრალოდ ვისვენებ მისგან.
– გამოდის, გიყვართ ბუტიაობა.
– კი, კი. უფრო სწორად, ასე გამოვხატავ იმას, რომ კამათი და ნერვების მოშლა არ მინდა. როცა ჩემს ცოლს არ ველაპარაკები, დასვენებული ვარ.
– ისიც გებუტებათ?
– ძალაუნებურად. მე გაჩუმებული ვარ და არ ველაპარაკები, გიჟი ხომ არაა, საკუთარ თავს ელაპარაკოს.
– მერე როგორ რიგდებით?
– ჩვეულებრივად. ვეტყვი, ყავა გამიკეთე–მეთქი და ისიც მიკეთებს. განსაკუთრებული არაფერი.
– დამთმობი ცოლი გყოლიათ.
– კი. სანამ მოვიყვანდი, განცხადება გამოვაქვეყნე, ვეძებ დამთმობ ცოლს–მეთქი და ა, ასე ვიპოვე, რა!
– თქვენს ურთიერთობაში რომანტიკა არის?
– არა, არანაირად.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– თავისუფალი დრო ჩემთვის ისეთი ცნებაა, რომ თავისუფალი მხოლოდ სამსახურისგან კი არა, ოჯახისგანაც უნდა ვიყო. აქედან გამომდინარე, ცოლთან გატარებული დრო უკვე თავისუფალი აღარაა.
– ესე იგი მარტო ერთობით? და მეუღლე?
– მასთანაც ვატარებ დროს, ასე კი არ მყავს დაჩაგრული, მაგრამ მასთან გატარებულ დროს თავისუფალს არ ვეძახი. ერთად დავდივართ კლუბებში, კინოთეატრებში. ბავშვების გამო უფრო ოჯახურ გართობაზე ვართ გადასული. იმათ მთაწმინდა, ზოოპარკი უნდათ და იძულებულები ვართ, მათ ჭკუაზე ვიაროთ. მე და ჩემს ცოლს უფლება აღარ გვაქვს, მარტოებმა გავერთოთ.
– ახლა თქვენს შვილებზეც მოგვიყევით. სამი გოგოს მამობა როგორია?
– რა ვიცი, რა გითხრათ, ჩვეულებრივი ბავშვები არიან. განსაკუთრებული არაფერია.
– მკაცრი მამა ხართ?
– არა, არასოდეს ვეჩხუბები შვილებს. უბრალოდ ვუხსნი, რომ ეს რაღაც არ შეიძლება და არ უნდა გააკეთონ. თუ ვერ გაიგეს და მაინც თავიანთი გაიტანეს, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ ვუხსნი, რომ არ შეიძლება. თუ მაინც არ გაიგეს, მერე თავს ვანებებ. ჩავთვლი, რომ ბავშვებს ყველაფერი ეპატიებათ და მორჩა.
– გაგითამამებიათ შვილები. მათ არც დედა უბრაზდებათ?
– ის – კი, როგორ არა. ერთს რომ დაჰყვირებს, უკვე ტირიან. ჩემგან გათამამებულები მისგან ხმამაღალ სიტყვას ვერ იტანენ. ნუ, მამის სითბო მაინც სხვა არის, რა, მოდით, ვაღიაროთ!
– თქვენი მეუღლე აქ რომ იყოს, აუცილებლად შეგეკამათებოდათ.
– რას შემეკამათებოდა, ორი კვირაა არ ველაპარაკები, კაცო! ისე, გულზე კი გასკდებოდა.
– შვილები თქვენ გგვანან თუ თქვენს მეუღლეს?
– ხომ იცით, რომ ჩემი ბავშვობა არ მემახსოვრება, მაგრამ, როგორც დედაჩემი მეუბნება, უფროსი, ელისაბედი მგავს მე, სალომეს რაღაც ქცევებში ვიჭერ, რომლითაც მე მგავს, ანუ ორივე ჩემები არიან, რა, ეჭვი არაა შესატანი (მესამე, ყველაზე უფროსი გოგონა ალეკოს ცოლის ქალიშვილია პირველი ქორწინებდან. – ავტ.).
– საკუთარი თავისთვის ოდესმე რამეზე უარი გითქვამთ?
– მგონი, არაფერზე. მსგავსი არაფერი მახსენდება.
– მოწესრიგებული ადამიანი ხართ?
– კი, ვარ.
– თქვენი მეუღლე სახლში რომ არ იყოს, შეგიძლიათ ყველაფერი თავის ადგილზე დაახვედროთ?
– არა, არანაირად.
– აბა, მოწესრიგებულს რას ეძახით?
– მე მაქვს ჩემი მენეჯმენტი. ვიცი, რომ ცოლმა უნდა დაალაგოს და იმას ვაწესრიგებ, რომ დაალაგოს. მმართველი ვარ, რა. ვიცი, ბავშვი რომ ითამაშებს, მერე ის სათამაშოები თავის ადგილზე უნდა დააბრუნოს. ამ ყველაფერს ვმართავ და ამას ვეძახი მოწესრიგებას.
– როცა სახლში მარტო ხართ და საჭმელი არაა, მოიმზადებთ რამეს თქვენთვის?
– არა. გავალ, ვისადილებ და დავბრუნდები სახლში, რადგან მოწესრიგებული ვარ. მე რომ სახლში ვისადილო, იმას ვეღარ ავალაგებ და უწესრიგობა იქნება. ხვდებით? ამიტომ ჩავალ, ოფიციანტს დავუძახებ და შევჭამ. მერე იმასაც დავაკვირდები, რომ თეფშები აალაგოს, წაიღოს, დარეცხოს და მოაწესრიგოს ყველაფერი.
– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებულ დღედ რომელს მიიჩნევთ?
– ძალიან არ მიყვარს მძიმეების აწევა და როცა მაინც მიწევს ხოლმე, ყველაზე საშინლად ის დღე მამახსოვრდება.
– როდის გრძნობთ თავს კომფორტულად?
– სახლში, ოღონდ, როცა არავინ არაა და მარტო ვუყურებ საინტერესო ფილმს. ისე, დიდად არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ ხანდახან საჭიროა.
– როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?
– არავის უნდა ავნო – ესაა ჩემი ცხოვრების სტილი, კრედო. შეიძლება სიკეთეც არ გააკეთო, მაგრამ არც უნდა ავნო. თუმცა ისიც შეიძლება, რომ შენდაუნებურად "შემოგევნოს" ან "შემოგეცუდოს" ვინმე.
– თქვენს თავში ყველაზე მეტად რომელი თვისება არ მოგწონთ?
– ბუტიაობა არ მომწონს ყველაზე მეტად.
– მერე რატომ არ გამოასწორებთ ამ ნაკლს?
– იმიტომ, რომ ძალიან მომწონს ის თვისება, რომ არაფრის გამოსწორება არ მიყვარს.
– თქვენი მეუღლის რომელ თვისებას გამოარჩევდით?
– აუ, იცით, რა მომწონს ჩემი ცოლის? უთქმელად, გამოხედვით ხვდება, რა მინდა. ელემენტარული ჟესტითაც კი შეუძლია მიხვდეს ყველაფერს.
– ბედნიერი ადამიანი ხართ და საერთოდ რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება?
– ბედნიერი ვარ, კი. ჩემთვის ბედნიერებაა იღბალი, წარმატება, პლუს სიყვარული, პლუს ყველაფერი და მე ეს ყველაფერი მაქვს.
– ცხოვრებაში რა გეგმები, მიზნები გაქვთ?
– უჰ, რა გეგმები უნდა მქონდეს?! წინ 2012 წელია. ოღონდ მარტო მე უნდა გადავრჩე... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. რა ვიცი, ცოლის გაშვებას ჯერ არ ვაპირებ. არც მესამე ბავშვზე ვაპირებ მუშაობას. კიდევ, მინდა, თვითმფრინავი ვიყიდო და ამისთვის ფულს ვაგროვებ. მართალია, მართვა არ ვიცი, მაგრამ, როგორც გითხარით, ადამიანების მართვა გამომდის კარგად, ამიტომ, როცა დამჭირდება, პილოტს დავიქირავებ. მე მას ვმართავ, ის – თვითმფრინავს.
ქეთი დინოშვილი

კავშირი ტეგთან: ორი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს
მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს
ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს 

კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი 