| ქალი და მამაკაცი |

ხაბულიანი თავისუფალია
ხაბულიანი თავისუფალია
როგორც მოსალოდნელი იყო, ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მღელვარე საკითხების უკან მოტოვების შემდეგ, დღის წესრიგის მთავარი თემა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სოსო ლიპარტელიანის დამტკიცება იყო.
ეს გადაწყვეტილება აღმასკომმა ერთსულოვნად მიიღო. ასევე, ერთსულოვნად დააკმაყოფილეს დილარ ხაბულიანის განცხადება ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, წინა აღმასკომისგან განსხვავებით, სხდომაზე მივიდა და კომენტარზეც არ უთქვამს უარი.
დილარ ხაბულიანი:
– დღევანდელ აღმასკომს ოფიციალურად წარვუდგინე ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ. აღმასკომმა შემომთავაზა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დარჩენა, მაგრამ მე უარი ვთქვი.
რაც შეეხება სოსო ლიპარტელიანს, ის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ჩვენ მის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით, როცა ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავნიშნეთ. მან იმედები გაამართლა და მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო.
სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა აღმასკომს შესთავაზა, ნაკრები გუნდის ექსპერტ–კონსულტანტად თემურ ხუბულური დანიშნულიყო.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კი გიორგი გუგავამ დაიკავა. მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ხუბულურმა აღნიშნა, რომ შედეგების მისაღწევად დროა საჭირო და კარგი მწვრთნელები ბავშვობის ასაკიდან.
– თუ ჩვენი საქმიანობა წარმატებული არ იქნება, როგორც მოვედით, ისე წავალთ. თუმცა, არ შეიძლება მწვრთნელები წამდაუწუმ შეცვალო, – განაცხადა მან.
რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობას, მისი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე აღმასკომს დაევალა ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები და მხოლოდ შემდეგ გაირკვევა ყრილობის მოწვევის დრო და ადგილი. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ალექსიძემ განაცხადა, ახალი პრეზიდენტის არჩევა წლის ბოლომდე მოხდება.
რა თქმა უნდა, საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ახალი და ახალგაზრდა მწვრთნელი. სოსო ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა აღმასკომს ერთსულოვნებისთვის:
– ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად მესმის, რომ საკმაოდ რთულ დროს მომიწია ნაკრებში მოსვლა, მაგრამ, იმედი მაქვს, ყველას თანადგომით და ერთობლივი მუშაობით შევძლებთ დავუბრუნოთ ქართულ ძიუდოს ტრადიციული წარმატებები. განხეთქილებები და უსიამოვნებები უნდა დამთავრდეს და ამაში დარწმუნებული ვარ.
უახლოეს მომავალში ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა მოუწევს. სოსო ლიპარტელიანის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები წლევანდელ ტურნირებს მოილევენ, ეროვნულ ნაკრებში მათი ინტეგრირების პროცესი დაიწყება და შანსი ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

კავშირი ტეგთან: ახალი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 