asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს
ჯიმი უელსის განცხადება
ვიკიპედიის დამფუძნებელი ქართველებს თითო ლარს სთხოვს

2011-11-17 09:25:16



ჩვენ ხშირად მივმართავთ ვიკიპედიას და ისიც გვეხმარება. გთავაზობთ ვიკიპედიის დამფუძნებლის, ჯიმი უელსის განცხადებას:

"კომერცია არ არის ცუდი. რეკლამირება არ არის ბოროტება, მაგრამ არა აქ, არა ვიკიპედიაში. როდესაც შევქმენი ვიკიპედია, მე შემეძლო მისი გადაქცევა მოგებაზე ორიენტირებულ ვებგვერდად მრავალი სარეკლამო ბანერით, განცხადებით, შემოთავაზებით და ა.შ., მაგრამ მე გადავწყვიტე სხვა რამის გაკეთება. მრავალი წელი ჩვენ ვშრომობთ, რომ მინიმალური ხარჯებით შესანიშნავი საიტი შევქმნათ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიას, ხოლო სხვებმა ხარჯონ, რამდენიც სურთ. Google-ს აქვს დაახლოებით მილიონი სერვერი. Yahoo-ს ჰყავს 13,000 თანამშრომელი. ჩვენ გვაქვს 679 სერვერი და გვყავს 95 თანამშრომელი. Google: 1,000,000 სერვერი, 24,000 თანამშრომელი. Facebook: 60,000 სერვერი, 2,000 თანამშრომელი. Microsoft: 220,000 სერვერი, 90,000 თანამშრომელი. Yahoo: 50,000 სერვერი, 13,900 თანამშრომელი. ვიკიპედია: 370 სერვერი, 95 თანამშრომელი. ვიკიპედია არის მსოფლიოს მეხუთე საიტი და ყოველდღე მას ნახულობს 420 მილიონი ადამიანი, რომელიც მილიონობით გვერდს ათვალიერებს. იმ შემთხვევაში, თუ ამ წერილის ყველა მკითხველი 5 დოლარს გაიღებს, ჩვენ მოგვიწევს წელიწადში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოგმართოთ. მაგრამ ყველას არ/ვერ შეუძლია შემოწირულობის გაღება და ეს ნორმალურია. ყოველ წელს ადამიანთა საკმარისი რაოდენობა გვეხმარება. ამ წელს, გთხოვთ განიხილოთ 1 ლარის, $5, €10, ¥1000 ან ნებისმიერი სხვა შემოწირულობის გაღების საშუალება. გმადლობთ, ჯიმი უელსი, ვიკიპედიის დამფუძნებელი"

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: განცხადება
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online