| ქალი და მამაკაცი |

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა "ქართუმ" განცხადება გაავრცელა, რომლესაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქართულ პრესაში გამოქვეყნდა იმ ადამიანთა სიის ფრაგმენტული ნაწილი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" უწევს ყოველთვიურ დახმარებას. გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ სიის გასაჯაროება არ მომხდარა ფონდ "ქართუს" ინიციატივით. გარდა ამისა, გვინდა ვთქვათ, რომ სია, რომელიც მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, არაზუსტი და ფრაგმენტულია. სიის გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა ნიშნით იღებდნენ სიაში მოყვანილი ადამიანები დახმარებას.
კანონმდებლობის მიხედვით, ფონდის საქმიანობა საჯაროა და მედიის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში შეეძლოთ გაცნობოდნენ ფონდის საქმიანობას, თუმცა ამ ინფორმაციით დღემდე არც ერთი მედია საშუალება არ დაინტერესებულა, რათა მიეღო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია. ფონდი "ქართუ" საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, თავს ვალდებულად თვლის მეტი სიცხადე შეიტანოს საკითხში:
ფონდი "ქართუ" დახმარების თანხებს ანაწილებს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, რომლის ამოსავალიც არის ამ ადამიანთა ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე.
ამას გარდა, ფონდის მიერ გაიცემა ყოველთვიური დახმარება თეატრებზე, კულტურულ და სამეცნიერო დაწესებულებებზე. ამ თანხის თანამშრომლებზე გადანაწილება ყოველთვიური ხელფასების სახით კი ხდება მათივე ადმინისტრაციის მიერ და ამაში ფონდი არანაირ მონაწილეობას არ იღებს.
გვინდა განვმარტოთ, რომ ფონდის მიზანი იყო და არის იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ერის კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის გაღრმავებაში და რომელთა დაფასებასაც სახელმწიფო სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ფონდი "ქართუ" ღვაწლმოსილ ადამიანებს აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურების მიხედვით და არა პოლიტიკური ან სოციალური სტატუსის ნიშნით.
რაც შეეხება გამოთქმულ აზრს, რომ ფონდი "ქართუ" არ აფინანსებდა ხელმოკლე და სოციალურად დაუცველ პირებს და დაკავებული იყო ცნობადი სახეების დახმარებით, თავს მოვალედ ვთვლით, მხოლოდ რამდენიმე ასეთ პროექტზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება - წლების განმავლობაში, ფონდის მიერ ფინანსდება რამდენიმე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი; ფონდის დაფინანსებით ათეულობით ათას ხელმოკლე ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; ათასობით ადამიანი იღებს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას. ეს არის მხოლოდ მცირედი ჩამონათვალი იმ სოციალური პროექტებისა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს და რომელშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში 120 მილიონი ლარი აქვს დახარჯული.
იმის გამო, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და იმის მტკიცებას, რომ აღნიშნული სიები ფონდის მიერ იქნა გავრცელებული, ზემოთმოყვანილი ფაქტების გაცხადება აუცილებლობად მივიჩნიეთ",- ნათქვმია "ქართუს" განცხადებაში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა











ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 






































































































