| ქალი და მამაკაცი |

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს განიარაღება მოსთხოვა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიზნესმენის პირადმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მირიან ბაიდაშვილი, რომელმაც ბიზნესმენის დაცვის უფროს ანზორ ჩუბინიძეს და სამსახურის სხვა წევრებს დეპარტამენტში მისვლა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.
"მას შემდეგ, რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელს მოვთხოვე განმარტება, თუ ვისი დავალების ქვეშ მოქმედებდა, ვინ გასცა ბრძანება ივანიშვილის დაცვის განიარაღებაზე, რა სამართლებრივი მოტივით, მირიან ბაიდაშვილი დაიბნა, მან ვერ დაასახელა ამ ბრძანების გამცემი კონკრეტული პირი, ვერც საფუძველი და მოტივე",-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, მოთხოვნა გაუგებარი და გაუმართლებელია, თუმცა, თუ მაინც არსებობს ასეთი მოთხოვნა, განიარაღება უნდა მოხდეს არა სატელეფონო ზარით ან სხვა ტიპის შეტყობინებით, არამედ ადგილზე მისვლით და ყველა აუცილებელი პროცედურის დაცვით.
ბესელიას შეფასებით, დაცვის განიარაღების მოთხოვნა მიუღებელია იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სან მარინოს საპატიო კონსულია და დიპლომატიური სტატუსით სარგებლობს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს
ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
შსს "ქართული ოცნების" ხობის შტაბის ხელმძღვანელთან დაკავშირებულ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის საგარეო ვალი ორნახევარჯერ გაიზარდა











ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ 

ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი
ბიძინა ივანიშვილი: ”საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ”
ბიძინა ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებაც ექნება
თარგამაძეს ჰომოფობიაში ედება ბრალი
თენგიზ კიტოვანი: რომან დუმბაძე სპეც-სამსახურებმა მოკლეს 





































































































