asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ეკა ბესელია - შოთა იამანიძის საქმეში დარღვევები გამოიკვეთა
კომენტარი
ეკა ბესელია - შოთა იამანიძის საქმეში დარღვევები გამოიკვეთა

2011-08-03 14:59:00



"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, "ქართული პარტიის" წევრის შოთა იამანიძის საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოიკვეთა.
როგორც ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ იამანიძის საქმის მონიტორინგი დაიწყეს. მისი განცხადებით, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები, შსს-ს ექსპერტიზა ვერ უზრუნველყოფს, გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცონ იამანიძის დანაშაული. შესაბამისად, იამანიძის მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა.
ბესელიას განცხადებით, 2011 წლის 17 მაისს გაურკვეველი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს შოთა იამანიძე.
"ჩხრეკა ჩაატარეს დამსწრეებისა და ადვოკატების გარეშე და იამანიძეს თითქოს, აღმოაჩნდა რაღაც ფხვნილი. ფხვნილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაუტარა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ არის თურმე ჰეროინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ იამანიძეს აღმოაჩნდა ოპიუმის ჯგუფის ალკოლოიდების შემცველობა, ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, იამანიძე იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო პატაკის მიხედვით, 17 მაისს არ იმყოფებოდა თრობის ქვეშ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მტკიცებულებათა შეუსაბამობაზე ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე განმარტებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იამანიძე იანვარში, ვეტერანთა აქციის დროსაც დააკავეს და ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდეს.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეკა ბესელია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online